ტუჩის ბალზამის რეცეპტურისა და ტექნოლოგიის შემუშავება
ანოტაცია
ტუჩები მუდმივად განიცდიან გარემოს ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედებას, რაც აისახება ტუჩის ვიზუალურ მხარეზე და შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად შესამჩნევი ხდება დეფექტები. ტუჩის სამკურნალო–პროფილაქტიკური საშუალებების შექმნის მიზნით, ბიოფარმაცევტული კვლევების საფუზველზე შერჩეულია დამხმარე ნივთიერებები, დადგენილია მათი თანაფარდობები და განსაზღვრულია ტუჩის ბალზამის ოპტიმალური რეცეპტურა; დამუშავებულია ტუჩის ბალზამის მომზადების ტექნოლოგია და შედგენილია ტექნოლოგიური სქემა. განსაზღვრულია ტუჩის ბალზამის კეთილხარისხოვნების მაჩვენებლები: გარეგნული იერსახე, ფერი, სუნი, წაცხებადობა, წყალბადური მაჩვენებელი pH - 6, მჟავური რიცხვი - 7,1 (მგ KAOH/გ), კარბონილის რიცხვი - 6,7 (მგ KAOH/გ), წვეთის ვარდნის ტემპერატურა - 71,1°С, მღებავი ნივთიერების და შემავსებლების საერთო რაოდენობა - 14,6%, შედეგად დადგენილია მათი შესაბამისობა ტუჩის სამკურნალო–პროფილაქტიკური საშუალებების ხარისხობრივ მაჩვენებლებთან.
Downloads
წყაროები
Бондакова, М.В. Разработка рецептуры и технологии производства косметических изделий с использованием экстракта винограда: дис.канд. технич. наук: 05.18.06 / М. В. Бондакова. - М., 2014. - 155с.
Разработка и тенхнопогические исспедования лекарственных карандашей и бальзама впя губ с экстрактом солодкового корня и производными глицирризиновой кислоты. Крюкова, Наталия Владимировна. 2017, Волгоград (Дисертация)
Эрнандес, Е.И. Как выбирать антиоксидантную косметику / Е.И. Эрнандес // Косметика и медицина. - 2010. - № 1. - С. 60-67.
Protection against indirect photodamage in human skin and living skin equivalents / P.U. Giacomoni [et al.] // SOFW-Journal. - 2000. - № 126 (7). - P. 25.