კიბოს ინდუქციის შესაძლებლობა ალოტრანსპლანტაციების შემთხვევაში
ანოტაცია
ალოტრანსპლანტაციების შემთხვევაში, არც თუ იშვიათად ადგილი აქვს სხვადასხვა ჰისტოგენეზის და ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებას. ჩვენ შევეცადეთ ავთვისებიანი სიმსივნეების ფორმირება ალოტრანსპლანტაციების შემთხვევაში აგვეხსნა კანცეროგენეზის კარიოგამული თეორიის პოზიციებიდან. ტრანსპლანტოლოგიის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დონორისა და რეციპიენტის მაქსიმალური ანტიგენური შეთავსებადობისასაც კი, მათ შორის იმუნურ კონფლიქტს აუცილებლად ექნება ადგილი. ანტისხეულებს და T-ლიმფოციტებს სომატური უჯრედების პლაზმურ მემბრანებში შეუძლიათ სხვადასხვა ზომის (მოცულობის) პერფორაციების ინდუცირება. როგორც ეტყობა, რეციპიენტის და დონორის უჯრედებს შორის იმუნური კონფლიქტისას, უჯრედების დესტრუქციასთან ერთად ადგილი შეიძლება ჰქონდეს პლაზმური მემბრანების პერფორაციებს, სომატურ ჰიბრიდიზაციას რეციპიენტის იმუნოკომპეტენტურ უჯრედებსა და ტრანსპლანტატის ნებისმიერ უჯრედს შორის, რასაც შესაძლებელია შედეგად მოყვეს ჯერ პრეკანცეროზული, და შემდეგ ჭეშმარიტი კიბოს უჯრედის ფორმირება.
Downloads
წყაროები
Engels E.A., Pfeiffer R.M., Fraumeni J.F. et al. – Spectrum of cancer risk among US solid organ transplant recipients. //JAMA, 2011, 306, p.1891-1901.
Kwak H.Y., Chae B.J., Bae J.S. et al. – Breast cancer after kidney transplantation: a single institution review. //World j. Surg. Oncol., 2013, 11, p.77.
Gogichadze G.K. – Views and suppositions about the pathogenesis of cancer. /Hamburg, disserta Verlag, 2016.
Gogichadze George D.K. – The paradoxical situation in carcinogenesis. Optimistic mistake or pessimistic truth? /Cambridge Scholars Publishing, 2020.