პლაზმური მემბრანების პერფორაციები, როგორც სიმსივნური ტრანსფორმაციის საწყისი ეტაპი
ანოტაცია
სხვადასხვა ბუნების უამრავი კანცეროგენური ნივთიერებების და ფაქტორების არსებობა უთუოდ მაჩვენებელი უნდა იყოს იმისა, რომ ყველა მათგანმა შეიძლება საწყისი მისცეს ნორმალური სომატური უჯრედის სიმსივნურად ტრანსფორმაციის ერთ, საერთო მექანიზმს. სხვადასხვა ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური კანცეროგენური აგენტების ზემოქმედება უჯრედებზე შესაძლებელია ადეკვატური იყოს. ჩვენი აზრით, თავისი ბუნებით დიამეტრალურად განსხვავებული კანცეროგენების სამიზნე-უჯრედებზე ზემოქმედების ერთიანი, საერთო მექანიზმი მდგომარეობს პლაზმური მემბრანების დესტრუქციაში. კანცეროგენების ზემოქმედების შემდგომ, უჯრედების ფუზოგენიას განაპირობებს ციტოპლაზმური მემბრანების პერფორაციები, ანუ მათში ფორების განვითარება, რაც იწვევს უჯრედების ზედაპირის ჯამური მუხტის ცვლილებას. აქედან გამომდინარე, უჯრედები იძენენ ერთმანეთთან მიახლოების და კონტაქტირების უნარს, რაც არც თუ იშვიათად შესაძლებელია გახდეს ფუზოგენიის და შემდგომი სიმსივნური ტრანსფორმაციის წინამორბედი.
Downloads
წყაროები
Cohen S.M., Arnold L.L. - Chemical carcinogenesis.// Toxicological Sciences, 2011,120 (supp. 1), p. 576-592
Gogichadze G.K., Gogichadze T.G., Kamkamidze G.K.- Presumably Common Trigger Mechanism of Action of Diametrically Different Carcinogens on Target Cells. // Cancer and Oncol. Res., 2013, 1 (2), p. 65-68.
Minuk G.Y., Zhang M., Gong Y. et al. - Decreased Hepatocyte Membranes Potential Differences and BABAa-B3 Expression in Human Hepatocellular Carcinoma. //Hepatology, 2007, 45, 3, p.735-745.
Gogichadze G. - Views and Suppositions about the pathogenesis of Cancer./Disserta Verlag, Hamburg, 2016.
Gogichadze George D.K.- The Paradoxical Situation in Carcinogenesis. Optimistic mistake or pessimistic truth. /Cambridge Scholars Publishing. 2020.