ფსევდოფოლიკულიტის კლინიკური შემთხვევა: КЛИНИЧЕСКИЙ СЛУЧАЙ ПСЕВДОФОЛЛИКУЛИТА ВОЛОС БОРОДЫ

ფსევდოფოლიკულიტის კლინიკური შემთხვევა

КЛИНИЧЕСКИЙ СЛУЧАЙ ПСЕВДОФОЛЛИКУЛИТА ВОЛОС БОРОДЫ

ავტორები

  • ნ. ცისკარიშვილი
  • ა. კაციტაძე
  • ნატო კორსანტია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0003-0783-9362
  • ც. ცისკარიშვილი

ანოტაცია

წარმოდგენილია ფსევდოფოლიკულიტის კლინიკური შემთხვევა. დაავადება ჩვეულებრივი ქრონიკული ანთებითი მდგომარეობაა, რომელიც იწვევს პაპულებსა და პუსტულებს წვერის არეში, განსაკუთრებით მამაკაცებში, მუქი ფერის კანისა და ხუჭუჭა თმის დროს. ამასთან, ფსევდოფოლიკულიტი შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ კანზე, რომელიც რეგულარულად იპარსება, მიუხედავად მისი ფოტოტიპისა. ქალებში ფსევდოფოლიკულიტი ყველაზე ხშირად იღლიისა და საზარდულის მიდამოში გვხვდება.

გაპარსვისას, თმა იზრდება სპირალურად, ხდება უხეში, აღწევს კანის ფოლიკულის სიღრმეში და იზრდება დერმაში, რაც იწვევს ანთებით რეაქციას. დერმაში მოხვედრის შედეგად აღინიშნება ეპიდერმისის ინვაგინაცია, რასაც ხელს უწყობს მიკრო აბსცესების და შერეული ანთებითი ინფილტრატის წარმოქმნა და უცხო სხეულზე რეაქცია. შეიძლება მოხდეს დერმის ფიბროზი. ფოლიკულური პაპულები, პუსტულები და პოსტ ანთებითი ჰიპერპიგმენტაცია კლინიკურად აღინიშნება წვერის ზრდის არეში, მამაკაცებში კისრის წინა და გვერდით ზედაპირზე; ქალებში იღლიისა და ბიკინის არეში. პაპულები შესაძლოა გადაგვარდეს კისტებად, ნაწიბურად. მკურნალობის მიზანია პაპულების, პუსტულების, ნაწიბურისა და პოსტ ანთებითი ჰიპერპიგმენტაციის წარმოქმნის პრევენცია. მიზნის მისაღწევად, იაფი და ყველაზე ეფექტური გზაა, პარსვის ტექნიკის შეცვლა (საპარსი კრემის წასმამდე კანის სრულყოფილად დატენიანება, ძალიან ბასრი საპარსით გაპარსვა, თმის ზრდის გასწვრივ, მხოლოდ ერთი მიმართულებით. თმის შეჭრა დღეში ორჯერ საკვნეტით-პინცეტით აფერხებს მათ კანში ჩაზრდას); ანტიბიოტიკების ეფექტური ადგილობრივი გამოყენება, ტრეტინოინის, ბენზოილ პეროქსიდის და გლიკოლის მჟავის დანიშვნა; ყველაზე ეფექტურია ლაზერული ეპილაცია.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ნატო კორსანტია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

პროფესორი

წყაროები

1. Braun - Falco’s Dermatologie, Venerologie und Allergologie 6 Auflage Springer 2012

2. Голдсмит, Кац. Джилкрест, Паллер, Леффель, Вольф. Дерматология Фицпатрика в клиничекой практике 2015

P. Fritsch Dermatologie und Venerologie 1998

Хебиф Т.П. Кожные болезни: диагностика и лечение. М. 2008

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-05-10

როგორ უნდა ციტირება

ნ. ცისკარიშვილი, ა. კაციტაძე, ნატო კორსანტია, & ც. ცისკარიშვილი. (2021). ფსევდოფოლიკულიტის კლინიკური შემთხვევა: КЛИНИЧЕСКИЙ СЛУЧАЙ ПСЕВДОФОЛЛИКУЛИТА ВОЛОС БОРОДЫ. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (1). Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/jecm/article/view/328

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

Loading...