შარდის ბუშტის პირველადი მუცინოზური ადენოკარცინომა - კტ და მრტ დიაგნოსტიკა
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2024.05.07საკვანძო სიტყვები:
adenocarcinoma, bladder, mucinous, CT, MRIანოტაცია
შარდის ბუშტის პირველადი ადენოკარცინომა არის საკმაოდ იშვიათი ნეოპლაზია, რომელიც შეადგენს შარდის ბუშტის პირველადი ავთვისებიანი წარმონაქმნების 0.5-2%-ს. პირველადი ადენოკარცინომის ქვეჯგუფებს შორის ერთ-ერთია მუცინოზური ტიპი, რომელიც სხვადასხვა მონაცემებით შარდის ბუშტის პირველადი ადენოკარცინომების მხოლოდ ერთ მეხუთედს შეადგენს.
წარმოდგენილ კლინიკურ შემთხვევაში პაციენტი არის 69 წლის მამაკაცი, ულტრაბგერით კვლევაზე გამოვლინდა ქსოვილოვანი წარმონაქმნი ინტრა და პარავეზიკულურად. აღნიშნული წარმონაქმნის დეტალური შეფასების მიზნით პაციენტს ჩაუტარდა მცირე მენჯის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. პაციენტს ჩაუტარდა წარმონაქმნის ტრანსურეთრული რეზექცია. მიღებული მასალის მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევით დადასტურდა შარდის ბუშტის პირველადი მუცინოზური ადენოკარცინომის დიაგნოზი.
დაიგეგმა ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპიის კურსი. მკურნალობის დაწყებამდე ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს ქიმიოთერაპიის კურსი და იგეგმება რადიკალური ცისტექტომია.
Downloads
წყაროები
Kantor AF, Hartge P, Hoover RN, Fraumeni JF Jr. Epidemiological characteristics of squamous cell carcinoma and adenocarcinoma of the bladder. Cancer Res 1988;48(13):3853–3855. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/3378221
https://www.ncdc.ge/#/pages/file/ea1784b5-d3d0-4dd9-b29f-1369f5d6bbec
https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/3378221/