არაინვაზიური ჰემატოლოგიური ბიომარკერები რევმატოიდული ართრიტის მქონე ახლადდიაგნოსტირებულ პაციენტებში

არაინვაზიური ჰემატოლოგიური ბიომარკერები რევმატოიდული ართრიტის მქონე ახლადდიაგნოსტირებულ პაციენტებში

ავტორები

  • ნესტან გვეტაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • თინათინ ჩიქოვანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ლევან შალამბერიძე ვ. წითლანაძის სახელობის რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, თბილისი, საქართველო
  • მანანა იობაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნინო ქიქოძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2024.03.02

საკვანძო სიტყვები:

Rheumatoid arthritis, RDW, HPR, HMR, Biomarkers

ანოტაცია

შესავალი: რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული აუტოიმუნური დარღვევაა, რომელსაც სინოვიუმის ქრონიკული ანთება ახასიათებს და სახსრის დაზიანებისა და სისტემური გართულებისკენ მივყავართ. რევმატოიდული არტრიტის სამკურნალო პირველი რიგის წამალი იმუნოსუპრესიული პრეპარატი მეტოტრექსატია. თუმცა პაციენტთა საგრძნობი რაოდენობა მეტოტრექსატის მიმართ რეზისტენტულია. სისხლის საერთო ანალიზიდან გამოთვლილი ბიომარკერები, როგორიცაა სისხლის წითელი უჯრედების განაწილების ფართობი (RDW), ჰემოგლობინისა და თრომბოციტების შეფარდება (HPR) და ჰემოგლობინ მონოციტების შეფარდება (HMR) სხვადასხვა ანთებითი მდგომარეობების დროს დაავადებისა და თერაპიაზე პასუხის მარკერებად გვევლინება. თუმცა ჯერჯერობით დადგენილი არ არის რევმატოიდული ართრიტის მქონე ახლადდიაგნოსტირებულ პაციენტებში ამ ბიომარკერების მეტოტრექსატით მკურნალობის გამოსავლის პროგნოზული ღირებულება.

მიზანი: კვლევის მიზანია რევმატოიდული ართრიტის მქონე ახლადდიაგნოსტირებულ პაციენტებში, მათ ვინც მეტოტრექსატით მკურნალობა დაიწყეს, RDW, HPR და HMR პროგნოზული ბიომარკერების პოტენციალის განსაზღვრა და დაავადების აქტიურობის ქულასთან (DAS-28) მათი კორელაციის დადგენა.

მეთოდები: კვლევაში ჩართული იყო 64 პაციენტი, რომლებიც დაიყო მეტოტრექსატ-რეზისტენტულ და მეტოტრექსატ-მგრძნობიარე ჯგუფებად, და 28 ასაკითა და სქესით შესაბამისი ჯანმრთელი ინდივიდები. სტანდარტული t-ტესტი იყო გამოყენებული ჯგუფებს შორის სპეციფიკური ბიომარკერების შესადარებლად. ორივე ჯგუფში RDW, HPR, HMR და DAS28 შორის კორელაციების დასადგენად Pearson-ის კორელაციის ტესტი იქნა გამოყენებული. ბიომარკერების პროგნოზული მნიშვნელობის შესაფასებლად მიმღების ოპერაციული მახასიათებლის (ROC) მრუდის ანალიზი ჩატარდა.

შედეგები: მეტოტრექსატ-რეზისტენტულ და მეტოტრექსატ-მგრძნობიარე ჯგუფებს შორის RDW-SD სარწმუნოდ განსხვავდება. სარწმუნო პოზიტიური კორელაცია შესწავლილ ბიომარკერებსა და DAS-28 შორის არც ერთ ჯგუფში არ დადგენილა. ROC მრუდების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათ პროგნოზული ღირებულება არ აქვთ.

დასკვნა: RDW-SD-ის მომატებული დონე მეტოტრექსატ-რეზისტენტობის ადრეულ ინდიკატორად შეიძლება ჩაითვალოს ახლად დიაგნოსტირებულ პაციენტებში. ჩვენი კვლევით დადგინდა, რომ დაავადების აქტივობის მონიტორინგისთვის RDW-SD, HPR და HMR DAS-28-ს რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში ვერ ჩაანაცვლებს.

 

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფიები

ნესტან გვეტაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ვ. წითლანაძის სახელობის რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, თბილისი, საქართველო

თინათინ ჩიქოვანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

Immunology Department

მანანა იობაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ვ. წითლანაძის სახელობის რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, თბილისი, საქართველო ვ.ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი, თსსუ

ნინო ქიქოძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო

ვ.ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი, თსსუ, საქართველო

წყაროები

Nithyashree RS, Deveswaran R. A Comprehensive Review on Rheumatoid Arthritis. J Pharm Res Int. 2020 Jul 27;18–32.

van Riel PLCM, Renskers L. The Disease Activity Score (DAS) and the Disease Activity Score using 28 joint counts (DAS28) in the management of rheumatoid arthritis. Clin Exp Rheumatol. 2016;34(5 Suppl 101):S40–4.

Guaní-Guerra E, Torres-Murillo B, Muñoz-Corona C, et al. Diagnostic Accuracy of the RDW for Predicting Death in COVID-19. Med Kaunas Lith. 2022 Apr 28;58(5):613.

Li X, Chen Q, Bi X, Zhao J, Li Z, Zhou J, et al. Preoperatively elevated RDW-SD and RDW-CV predict favorable survival in intrahepatic cholangiocarcinoma patients after curative resection. BMC Surg. 2021 Mar 1;21(1):105.

Zhou H, Mei X, et al. Severity stratification and prognostic prediction of patients with acute pancreatitis at early phase: A retrospective study. Medicine (Baltimore). 2019 Apr;98(16):e15275.

Somay E, Yilmaz B, Topkan E, et al. Hemoglobin-to-platelet ratio in predicting the incidence of trismus after concurrent chemoradiotherapy. OralDis.2023 Oct;29(7):2962–70

Mo CJ, Hu ZJ, Qin SZ, Chen HP, Huang L, Li S, et al. Diagnostic value of platelet-lymphocyte ratio and hemoglobin-platelet ratio in patients with rectal cancer. J Clin Lab Anal. 2020 Apr;34(4):e23153.

Yüksel C, Erşen O, Culcu S, Bakırarar B, Unal AE, Demirci S. Prognostic Role of Red Distribution Width (RDW) Value in Gastric Cancer. J Coll Physicians Surg--Pak JCPSP. 2021 Jan;31(1):21–6.

Shen T, Yang X, Zhang Z. Positive Relationship of RDW with NT-proBNP and cTnI in Acute Myocardial Infarction Patients. Clin Lab. 2022 Jun 1;68(6).

Bao K, Huang H, Huang G, Wang J, Liao Y, Pan Y, et al. Platelet-to-hemoglobin ratio as a valuable predictor of long-term all-cause mortality in coronary artery disease patients with congestive heart failure. BMC Cardiovasc Disord. 2021 Dec 28;21(1):618.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-06-21

როგორ უნდა ციტირება

გვეტაძე ნ., ჩიქოვანი თ., შალამბერიძე ლ., იობაძე მ., & ქიქოძე ნ. (2024). არაინვაზიური ჰემატოლოგიური ბიომარკერები რევმატოიდული ართრიტის მქონე ახლადდიაგნოსტირებულ პაციენტებში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (3), 15–21. https://doi.org/10.52340/jecm.2024.03.02

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...