COVID-19 და ებშტეინ ბარის ვირუსით ინფიცირება ბავშვებში, პოსტ პანდემიური გამოწვევა
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2024.02.16ანოტაცია
ჩვენი კვლევის მიზანი იყო COVID-19-ის გადატანის შემდეგ ებშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეული დაავადებების სიხშირის დადგენა და კლინიკურ-ლაბორატორიული მახასიათებლების გამოვლენა ბავშვებში. 2021-2023 წლებში თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში ჩატარდა ღია პროსპექტიული კლინიკური კვლევა. კვლევაში ჩართული იყო 217 პაციენტი, 109 გოგონა (50,23%), 108 ვაჟი (49,76%), ასაკი 3-7 წელი. პაციენტების ექიმთან მომართვის ჩივილები იყო: ცხელება, რესპირაციული სიმპტომები, აბდომინალგია. ყველა პაციენტს ჩაუტარდა კლინიკური-პარაკლინიკური კვლევები. ებშტეინ-ბარის ლაბორატორიული ტესტირება მოხდა სეროლოგიური კვლევით (ანტივირუსული კაფსიდური, ჰეტეროფილური ანტისხეულების განსაზღვრა). 217 ბავშვიდან, რომელთაც 2-3 თვით ადრე ჩატარებული ჰქონდათ მკურნალობა COVID 19 გამო, 105-ს (48,38%) დაუდგინდა ებშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეული დაავადება, მათგან 69-ს (65,71%) ანამნეზში ჰქონდა მონონუკლეოზის ისტორია. კლინიკურ-პარაკლინიკური მონაცემებიდან მაღალი სიხშირით გამოვლინდა ცხელება - 92 (87,61%), მონოციტოზი - 68 (64,76%), ლიმფადენოპათია - 42 (40%), სპლენომეგალია - 48 (45,71%), მუცლის ტკივილი - 34 (40,95%). დასკვნა: ებშტეინ-ბარის ვირუსით ინფიცირების სიხშირე საყურადღებო მაჩვენებელს აღწევს იმ ბავშვებში, რომლებსაც ჩატარებული ჰქონდა მკურნალობა COVID-19 დიაგნოზით 2-3 თვით ადრე. კლინიკურ-პარაკლინიკური მონაცემებიდან უხშირესად გამოვლინდა ცხელება, ჰეპატო-სპლენომეგალია, ლიმფადენოპათია, მუცლის ტკივილი, მონოციტოზი.
Downloads
წყაროები
Petter Brodin „SARS-CoV-2 infections in children: Understanding diverse outcomes https://www.cell.com/immunity/pdf/S1074-7613(22)00043-7.pdf
Aristo Vojdani, Elroy Vojdani, Evan Saidara „Persistent SARS-CoV-2 Infection, EBV, HHV-6 and Other Factors May Contribute to Inflammation and Autoimmunity in Long COVID“ Viruses 2023, 15(2), 400; https://doi.org/10.3390/v15020400
Irine Korinteli, Irma Korinteli, Leli Shanidze, Mzia Khalvashi, Eliso Turkadze. Epstein-Barr Virus Infection in Children Following Acute SARS-CoV-2 Infection. Georgian Biomedical News 1(ISSUE 2)
The coronavirus disease 2019 (COVID-19) pandemic - https://www.who.int/europe/emergencies/situations/covid-19
COVID-19 - https://www.ecdc.europa.eu/en/covid-19, European Centre for Disease Prevention and Control
Keishanne Danielle E. Bernal, Christopher B. Whitehurst „Incidence of Epstein-Barr virus reactivation is elevated in COVID-19 patients“- Virus Res. 2023 Sep; 334: 199157. Published online 2023 Jun 26. doi: 10.1016/j.virusres.2023.199157
Elda Skenderi, Admir Sulovari, Gjeorgjina Kuli-Lito, Nilsa Shahini, Griselda Toci, Ada Pema „COVID-19 and EBV Co-Infection in a Child“- Journal of Biosciences and Medicines, Vol.9 No.5, May 2021