“ძაფისებრი” მეჭეჭები დერმატოსკოპულ პრაქტიკაში: კლინიკური შემთხვევები

“ძაფისებრი” მეჭეჭები დერმატოსკოპულ პრაქტიკაში: კლინიკური შემთხვევები

ავტორები

  • ხათუნა კუდავა ევროპის უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2024.02.14

საკვანძო სიტყვები:

filiform, warts, dermatoscopy, cases

ანოტაცია

წარმოგიდგენთ ორი საინტერესო შემთხვევის დერმატოსკოპულ განხილვას, რომლებიც გამოვლინდა კეთილთვისებიან წარმონაქმნებზე განვითარებული ძაფისებრი მეჭეჭებით. პაციენტი 51 წლის, რომელსაც წარმონაქმნი ლოყის არეში აღენიშნებოდა წლების განმავლობაში. წარმონაქმნი ხასიათდებოდა ზომიერი ზრდით, ერთგვაროვანი ყავისფერი ჰიპერკერატოზული ზედაპირით, გამოხატული ხაზოვანი ნახეთქებით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შენიშნა ყავისფერ წარმონაქმნზე განვითარებული თეთრი ფერის დანამატი, რომელიც ასევე ნელ-ნელა განვითარდა და მიიღო სპეციფიური ფორმა, მრავლობითი ,,ძაფისებრი“ ფორმის ჯგუფურად განლაგებული ჩანართის სახით. დერმატოსკოპული დათვალიერებით ყავისფერ წარმონაქმნში გამოვლინდა სებორეული კერატოზის სტრუქტურული მახასიათებლები, თეთრი დანამატის დერმატოსკოპული შეფასებისას კი - ,,ძაფისებრი“ მეჭეჭის დერმატოსკოპული ნიშნები. მეორე პაციენტი 14 წლის, რომელსაც ორი თვის ასაკში შუბლის არეში შენიშნეს ღია ყავისფერი ,,ხავერდოვანი“ წარმონაქმნი მოყვითალო ელფერით. ასაკთან ერთად წარმონაქმნი თანდათან შეიცვალა, გამოიკვეთა კანის დონიდან ამოწეული და მეტად ხაოიანი ზედაპირით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პაციენტმა შენიშნა ლოკალურად განვითარებული ახალი მეჭეჭოვანი ფორმის დანამატი. დერმატოსკოპული შეფასებისას გამოვლინდა ცხიმოვან ნევუსზე განვითარებული ძაფისებრი მეჭეჭი. პაპილარული სტრუქტურები მეტად მნიშვნელოვანია ცხიმოვანი ჯირკვლის ნევუსის, სებორეული კერატოზისა და ძაფისებრი მეჭეჭის დერმატოსკოპულ დიაგნოსტიკაში. დერმატოსკოპული გამოკვლევა გვაძლევს შესაძლებლობას ზუსტად განვსაზღვროთ მნიშვნელოვანი სტრუქტურების როლი როგორც კონკრეტული წარმონაქმნების, ისე მათზე თანდართული ,,ძაფისებრი“ მეჭეჭის დიაგნოსტიკაში.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ხათუნა კუდავა, ევროპის უნივერსიტეტი

კანვენი - კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრი

წყაროები

Mazzeo M , Manfreda V , Diluvio L, et al. Dermoscopic Analysis of 72 "Atypical" Seborrheic Keratoses. Actas Dermosifiliogr. 2019;110(5):366-371.

Ahlgrimm-Siess V, T, M, et al. Seborrheic keratosis: reflectance confocal microscopy features and correlation with dermoscopy. J Am Acad Dermatol. 2013;69(1):120-6.

Minagawa A. Dermoscopy-pathology relationship in seborrheic keratosis. J Dermatol. 2017;44(5):518-524.

Zaballos P, Gómez-Martín I, et al. Dermoscopy of Adnexal Tumors. Dermatol Clin. 2018;36(4):397-412.

Zaballos P , Serrano P, Flores G. et al. Dermoscopy of tumours arising in naevus sebaceous: a morphological study of 58 cases. J Eur Acad Dermatol Venereol. 2015; 29(11):2231-7.

Kamyab-Hesari K, Seirafi H, Jahan S. et al. Nevus sebaceus: a clinicopathological study of 168 cases and review of the literature. Int J Dermatol. 2016;55(2):193-200.

Ye Q, Wu Q , Jia M, et al. Secondary Tumors Arising from Nevus Sebaceus: A Multicenter Collaborative Study and Literature Review. Dermatology. 2023;239(1):140-147.

Rudaisat MA, Cheng H. Dermoscopy Features of Cutaneous Warts. Int J Gen Med. 2021;16:14:9903-9912.

Agarwal M, Niti Khunger N, Surbhi Sharma S. A Dermoscopic Study of Cutaneous Warts and Its Utility in Monitoring Real-Time Wart Destruction by Radiofrequency Ablation. J Cutan Aesth Surg.2021;14(2):166-171.

Tschandl P, C, Harald Kittler H. Cutaneous human papillomavirus infection: manifestations and diagnosis. Curr Probl Dermatol. 2014;45:92-7.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-06-04

როგორ უნდა ციტირება

კუდავა ხ. (2024). “ძაფისებრი” მეჭეჭები დერმატოსკოპულ პრაქტიკაში: კლინიკური შემთხვევები. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (2), 74–75. https://doi.org/10.52340/jecm.2024.02.14

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

<< < 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...