უშვილობის ჰისტეროსკოპიული და ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკა და მკურნალობა
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2024.02.08საკვანძო სიტყვები:
Hysteroresectoscopy, Laparoscopy, Polypანოტაცია
უნაყოფობა აღენიშნება რეპროდუქციული ასაკის ქალების თითქმის 10%-ს. ჩვენ შევეცადეთ შეგვეფასებინა როგორც ჰისტეროსკოპიის, ასევე დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპიის როლი ამ პრობლემის მართვაში, ასევე ამგვარი საოპერაციო მიდგომის დადებითი შედეგი ერთი კლინიკური შემთხვევის მაგალითზე. სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პერინატოლოგიის დეპარტამენტში შემოვიდა 29 წლის პაციენტი ჩივილით 5 წლიან სტერილობაზე ანამნეზში, ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ პაციენტს აღენიშნებოდა საშვილოსნოს ღრუს პოლიპი, რის შემდეგაც დაიგეგმა ჰისტერორეზექტოსკოპია. პოლიპის და ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზირებული უბნების მოკვეთის შემდეგ, დიაგნოსტიკური ლაპარასკოპიის მეშვეობით შემოწმდა ფალოპის მილების გამავლობა, მარჯვენა ფალოპის მილის ამპულარული ნაწილი აღმოჩნდა შესქელებული და კონტრასტული ნივთიერების გამავლობა გაძნელდა, რის შემდეგაც მოხდა მისი გამავლობის მექანიკური აღდგენა ლაპარასკოპიული იარაღების დახმარებით. აღნიშნულმა პაციენტმა 3 თვის შემდეგ მომართა ჩვენს კლინიკას ორსულობის დიაგნოზით. ორსულობა მიმდინარეობდა გართულების გარეშე, 39 კვირის ორსულობის ვადაზე ნაწარმოები იქნა საკეისრო კვეთა საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში, გართულების გარეშე.
Downloads
წყაროები
Boudhraa K, Jellouli MA, Kassaoui O, Ben Aissia N, Ouerhani R, Triki A, Gara MF. Intérêt de l'hystéroscopie et de la coelioscopie dans la prise en charge du couple infertile: a propos de 200 cas [Role of the hysteroscopy and laparoscopy in management of the female infertility: about 200 cases]. Tunis Med. 2009 Jan;87(1):55-60. French. PMID: 19522428.
Xiaoxu XU; Qi YU; Aijun SUN; Qinjie TIAN; Rong CHEN. clinical study of hysteroscopy combined with laparoscopy in the diagnosis and treatment of unexplained infertility. Chinese Journal of Obstetrics and Gynecology ; (12):15-20, 2020. Artigo em Chinês | WPRIM (Pacífico Ocidental) | ID: wpr-868117
Sun F, Yang S, Yang Y, et al. Laparoscopic Management of 42 Cases of Tubal Stump Pregnancy and Postoperative Reproductive Outcomes. J Minim Invasive Gynecol 2020;27:618-24.
Li JY. Clinical value of hysteroscopic and laparoscopic surgery in the treatment of tubal obstructive infertility. China Medicine and Pharmacy 2019; 21:156-8.
Wu H, Wang ZH, Zhou LQ. Effect of GnRH-a after laparoscopic surgery on pregnancy outcome of EMT patients with infertility. Modern Diagnosis and Treatment, 2019; 31:542-3.
Philipps W, Fietz AK, Meixner K, et al. Pregnancy outcome after first-trimester exposure to fosfomycin for the treatment of urinary tract infection: an observational cohort study. Infection 2020;48:57-64.