კვებითი დარღვევები და დემენცია

კვებითი დარღვევები და დემენცია

ავტორები

  • თამარ ლაზაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ვერა კაპეტივაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • თეიმურაზ სილაგაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • რევაზ თაბუკაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ზვიად მაღლაფერიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ირინა კაპეტივაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.06.19

საკვანძო სიტყვები:

dementia, dysphagia, malnutrition

ანოტაცია

მიზანი: ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა კვების დარღვევების მექანიზმის სპეციფიკის შესწავლა და მისი კორექციის აუცილებლობა.

მეთოდები: შესწავლილ იქნა პალიატიურ კლინიკა „პალმედში“ 2022-2023 წლებში მოთავსებული 77 პაციენტი დემენციის დიაგნოზით. აქედან კვებითი დარღვევა აღენიშნებოდა 58 პაციენტს (76.3%), მათგან დისფაგია - 30-ს (39.0%, ჯგუფი DED); დისფაგია არ უდასტურდებოდა 28-ს (36.4% - ჯგუფი DE). კვებითი დარღვევის გარეშე მიმდინარე დემენციის მქონე 19 პაციენტმა შეადგინა საკონტროლო ჯგუფი. დემენციის სიმძიმის ხარისხი შეფასდა CDR შკალით, მენტალური სტატუსის გამოკვლევა MMSE და ფუნქციური აქტივობის შეფასება მოხდა FAST შკალით. კვების დარღვევების არსებობა დიაგნოსტირდებოდა EdFED-Q და MNA-SF კითხვარებით.

შედეგები: EdFED კითხვარით შეფასებული დარღვეული კვებითი ჩვევები სარწმუნოდ უფრო მწვავედაა გამოხატული დისფაგიის, კვებითი დარღვევებისა და დემენციის მქონე პაციენტების ჯგუფში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (t=6.7, p<0.001). MNA-SF შკალით შეფასებისას კი შედეგებში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ მალნუტრიცია სარწმუნოდ უფრო მწვავედაა გამოხატული დისფაგიის, კვებითი დარღვევებისა და დემენციის მქონე პაციენტების ჯგუფში, როგორც საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (t=6.5, p<0.001), ისე დისფაგიის გარეშე კვებითი დარღვევებისა და დემენციის მქონე პაციენტების ჯგუფთან შედარებით (t=4.8, p<0.001). დემენციის შეფასებამ CDR შკალით კი აჩვენა, ჯგუფში DED ქულობრივი მაჩვენებელი სარწმუნოდაა დაქვეითებული DE (t=7.3, p<0.001) და საკონტროლო ჯგუფთან (t=9.3, p<0.001) შედარებით. დისფაგიის გარეშე კვებითი დარღვევებისა და დემენციის მქონე პაციენტების ჯგუფის CDR შკალით მიღებული ქულის მაჩვენებელი სარწმუნოდ არ განსხვავდება საკონტროლო ჯგუფის ანალოგიურ მაჩვენებლისგან (t=2,3, p=0.099).

დასკვნა: კვლევის შედეგების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ კვებითი დარღვევები ამძიმებს დემენციის ხარისხს. თუ ამ დარღვევებს ემატება დისფაგია, დემენციის ხარისხი კიდევ უფრო მძიმდება. კვლევის შედეგები ასევე აჩვენებენ, რომ კვებითი დარღვევების შეფასებისას აუცილებელია როგორც ჩვევების, ასევე მალნუტრიციის ხარისხის შეფასებაც.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Fostinelli S, De Amicis R, Leone A, Giustizieri V, et al. Eating Behavior in Aging and Dementia: The Need for a Comprehensive Assessment. Front Nutr. (2020) 7: 604488.

Hardman RJ, Kennedy G, Macpherson H, Scholey AB, Pipingas A. Adherence to a mediterranean-style diet and effects on cognition in adults: a qualitative evaluation and systematic review of longitudinal and prospective trials. Front Nutr. (2016) 3:22. 10.3389/fnut.2016.00022

Petersson SD, Philippou E. Mediterranean diet, cognitive function, and dementia: a systematic review of the evidence. Adv Nutr. (2016) 7:889–904. 10.3945/an.116.012138

Ikeda M, Brown J, et al. Changes in appetite, food preference, and eating habits in frontotemporal dementia and Alzheimer's disease. J Neurol Neurosurg Psychiatr. (2002) 73:371–6.

Ahmed RM, Irish M, Kam J, van Keizerswaard J, et al. Quantifying the eating abnormalities in frontotemporal dementia. JAMA Neurol. (2014) 71:1540–6.

Hu X, Okamura N, Arai H, Higuchi M, et al. Neuroanatomical correlates of low body weight in Alzheimer's disease: a PET study. Prog Neuropsychopharmacol Biol Psychiatry. (2002) 26:1285–9.

Grundman M, Corey-Bloom J, Jernigan T, Archibald S, Thal LJ. Low body weight in Alzheimer's disease is associated with mesial temporal cortex atrophy. Neurology. (1996) 46:1585–91.

Power DA, Noel J, Collins R, O'Neill D. Circulating leptin levels and weight loss in Alzheimer's disease patients. Dement Geriatr Cogn Disord. (2001) 12:167–70. 10.1159/000051252

Holscher C. Insulin signaling impairment in the brain as a risk factor in Alzheimer's disease. Front Aging Neurosci. (2019) 11:88. 10.3389/fnagi.2019.00088

Hiller AJ, Ishii M. Disorders of body weight, sleep and circadian rhythm as manifestations of hypothalamic dysfunction in Alzheimer's disease. Front Cell Neurosci. (2018) 12:471.

Vignando M, Rumiati RI, Manganotti P, Cattaruzza T, Aiello M. Establishing links between abnormal eating behaviours and semantic deficits in dementia. J Neuropsychol. (2019) 14:431–48.

Warne C, Forrester IT, Jones L, Morley JE. Editorial: screening for the anorexia of aging. J Nutr Health Aging. (2019) 23:398–400. 10.1007/s12603-019-1195-9

Vellas B, Guigoz Y, Garry PJ, Nourhashemi F, Bennahum D, et al. The mini nutritional assessment (MNA) and its use in grading the nutritional state of elderly patients. Nutrition. (1999) 15:116–22.

Hunot C, Fildes A, Croker H, Llewellyn CH, et al. Appetitive traits and relationships with BMI in adults: development of the adult eating behaviour questionnaire. Appetite. (2016) 105:356–63.

Kliemann N, Beeken RJ, Wardle J, Johnson F. Development and validation of the self-regulation of eating behaviour questionnaire for adults. Int J Behav Nutr Phys Act. (2016) 13:87.

Elsner RJ. Changes in eating behavior during the aging process. Eat Behav. (2002) 3:15–43.

Gum AM, Cheavens JS. Psychiatric comorbidity and depression in older adults. CurrPsych.Rep.(2008) 10:23-9.

Bertoli S, Leone A, Vignati L, et al. Adherence to the mediterranean diet is inversely associated with visceral abdominal tissue in caucasian subjects. Clin Nutr. (2015) 34:1266–72.

Conceição EM, Gomes FVS, Vaz AR, Pinto-Bastos A, Machado PPP. Prevalence of eating disorders and picking/nibbling in elderly women. Int J Eat Disord. (2017) 50:793–800.

Mathus-Vliegen EM. Obesity and the elderly. J Clin Gastroenterol. (2012) 46:533–44.

Wakimoto P, Block G. Dietary intake, dietary patterns, and changes with age: an epidemiological perspective. J Gerontol A Biol Sci Med Sci. (2001) 56:65–80. 10.1093/gerona/56.suppl_2.65

Saucedo Figueredo MC, Morilla Herrera JC, San Alberto Giraldos M, et al. Validation of the Spanish version of the Edinburgh Feeding Evaluation in Dementia Scale for older people with dementia. PLoS One. 2018 Feb 27;13(2):e0192690. 10.1371/journal.pone.0192690. eCollection 2018.

Lin LC, Huang YJ, Su SG, et al. Using spaced retrieval and Montessori-based activities in improving eating ability for residents with dementia. Int J Geriatr Psychiatry. 2010 Oct;25(10):953-59.

Serra-Prat M, Palomera M, Gomez C et al. Oropharyngeal dysphagia as a risk factor for malnutrition and lower respiratory tract infection in independently living older persons: a population-based prospective study. Age Ageing. 2012;41:376–381.

Rofes L, Arreola V, Almirall J, et al. Diagnosis and management of oropharyngeal Dysphagia and its nutritional and respiratory complications in the elderly. Gastroenterol Res Practice. 2011 10.1155/2011/818979.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-28

როგორ უნდა ციტირება

ლაზაშვილი თ., კაპეტივაძე ვ., სილაგაძე თ., თაბუკაშვილი რ., მაღლაფერიძე ზ., & კაპეტივაძე ი. (2023). კვებითი დარღვევები და დემენცია. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (6). https://doi.org/10.52340/jecm.2023.06.19

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

Loading...