ვაზის ყლორტებიდან მიღებული ექსტრაქტის გავლენა ოქსიდაციური სტრესის ხარისხზე ლაბორატორიულ ვირთაგვებში

ვაზის ყლორტებიდან მიღებული ექსტრაქტის გავლენა ოქსიდაციური სტრესის ხარისხზე ლაბორატორიულ ვირთაგვებში

ავტორები

  • ნათია ბოკუჩავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • თამაზ მურთაზაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნოდარ მითაგვარია ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, ცერებრალური სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის ლაბორატორია
  • კობა სივსივაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • მარიამ ტატანაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.34

საკვანძო სიტყვები:

Polyphenols, Oxidative stress, FRAS-5, Vine shoots

ანოტაცია

ოქსიდაციური სტრესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა დაავადების განვითარების პროცესში. ROS უაღრესად აგრესიული ნაერთებია, რომლებიც წარმოიქმნებიან ორგანიზმის მეტაბოლური რეაქციების დროს. მათ შეუძლიათ რეაქციაში შევიდნენ და დააზიანონ უჯრედები, ლიპიდები, ცილები და ა.შ. ყურძნის გადამუშავების ნარჩენი პროდუქტები, როგორიცაა ყლორტები, ლერწამი, ჩენჩო და ა.შ, უხვად მოიპოვება ღვინის მრეწველობაში. ინტერესი მათ მიმართ იზრდება, რადგან ნარჩენ პროდუქტებად აღქმის ნაცვლად, მათი გამოყენება შესაძლებელია იაფი, ფართოდ ხელმისაწვდომი ბუნებრივი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების წყაროდ ფარმაცევტულ და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში.

აღნიშნული კვლევის მიზანი იყო ნარჩენი პროდუქტის - ვაზის ყლორტების პოლიფენოლების წყაროდ გამოყენება და ლაბორატორიულ ვირთაგვებში ოქსიდაციური სტრესის შემცირებაზე მისი ზემოქმედების შეფასება. საფერავის ყლორტებიდან მიღებული ექსტრაქტი ვირთაგვების ექსპერიმენტულ ჯგუფებს წყლის ნაცვლად მიეცათ კვლევის განმავლობაში. სითბური სტრესის გამოწვევა მოხდა ვირთაგვების სითბურ კამერაში მოთავსებით. ექსპერიმენტის დასასრულს, აღებული იქნა სისხლის ნიმუშები და ოქსიდაციური სტრესის სტატუსი გაანალიზდა D-ROM და PAT ტესტების გამოყენებით FRAS-5-ზე. მიღებულმა შედეგებმა ნათლად აჩვენა ლაბორატორიულ ვირთაგვებში ოქსიდაციური სტრესის შემცირების მიზნით საფერავის ყლორტების ექსტრაქტის გამოყენების შესაძლებლობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტულმა ჯგუფმა, რომელსაც ექსტრაქტი მიეცა პრევენციულად და შემდეგ მოხდა მათზე სითბური სტრესის ზემოქმედება, გამოავლინეს თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლის უკეთესი უნარი. შესაბამისად, ყლორტებიდან მიღებულმა ექსტრაქტმა გამოავლინა ოქსიდაციური სტრესის შემცირების ძლიერი უნარი და მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც სამკურნალო, ასევე პრევენციული საშუალების სახით.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Mishra A., Sharma A.K, Kumar S, Saxena A.K, Pandey A. K. Bauhinia variegata leaf extracts exhibit considerable antibacterial, antioxidant, and anticancer activities; BioMed Research International. 2013; 2013:10.

Liu, Z.-Q. Bridging free radical chemistry with drug discovery: a promising way for finding novel drugs efficiently; Eur. J. Med. Chem. 2019; 189:112020. doi: 10.1016/j.ejmech.2019.112020

Tsao R. Chemistry and Biochemistry of Dietary Polyphenols; Nutrients. 2010; 2:1231-1246.

González-Centeno, M.R.; Comas-Serra, F.; Femenia, A.; Rosselló, C.; Simal, S. Effect of power ultrasound application on aqueous extraction of phenolic compounds and antioxidant capacity from grape pomace (Vitis vinifera L.); Experimental kinetics and modelling. Ultrason. Sonochem. 2014, 22:506-14.

Heim K.E., Tagliaferro A.R., Bobilya D.J. Flavonoid antioxidants: chemistry, metabolism and structure-activity relationships; Journal of Nutritional Biochemistry. 2002; 13(10):572-584. doi: 10.1016/s0955-2863(02)00208-5.

C.A, Miller N.J, Paganga G. Free Radical, Rice-Evans, Biol. Med. 1996; 7:933.

Ilievska J, Cicimov V, Antova E, Gjorgoski I, Hadzy-Petrushev N, Mladenov M. Heat-induced oxidative stress and inflammation in rats in relation to age; 2016; 5(2):123-130. ISSN(Print):1857-8152; ISSN(Online):1857-8160

Reuter S., Gupta S.C, et al. Oxidative stress, inflammation, and cancer: how are they linked? Free Radic. Biol. Med. 2010; 49:1603-16. doi: 10.1016/j.freeradbiomed.2010.09.006

Pizzino G, Irrera N, Cucinotta M, Pallio G, Mannino F, Arcoraci V, Squadrito F, Altavilla D, Bitto A. Oxidative Stress: Harms and Benefits for Human Health; Oxidative Medicine and Cellular Longevity 2017, Article ID 8416763.

Zilich, O.V. et al. Polyphenols as active ingredients for cosmetic products; Int. J. Cosmet. Sci. 2015; 37: 455-464.

Kumar S., Sharma U.K., Sharma A.K, Pandey A.K. Protective efficacy of Solanum xanthocarpum root extracts against free radical damage: phytochemical analysis and antioxidant effect; Cellular and Molecular Biology. 2012;58(1):174-181. doi: 10.1170/t938.

Mishra A., Kumar S., Pandey A.K. Scientific validation of the medicinal efficacy of Tinospora cordifolia; The Scientific World Journal. 2013; 2013:8. doi: 10.1155/2013/292934.292934

Aminjan, H. H., Abtahi, S. R., Hazrati, E., Chamanara, M. et al. Targeting of oxidative stress and inflammation through ROS/NF-kappaB pathway in phosphine-induced hepatotoxicity mitigation; Life Sci. 2019; 232:116607.

Innovatics Laboratories, Inc. - https://innovaticslabs.com/fras5-2/

Innovatics Laboratories, Inc. - https://innovaticslabs.com/d-roms-fast-test/

Innovatics Laboratories, Inc. - https://innovaticslabs.com/pat-test/

H&D S.r.l - https://hedsrl.it/en/redox-ob-fast/#:~:text=REDOX%20OB%20

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-27

როგორ უნდა ციტირება

ბოკუჩავა ნ., მურთაზაშვილი თ., მითაგვარია ნ., სივსივაძე კ., & ტატანაშვილი მ. (2023). ვაზის ყლორტებიდან მიღებული ექსტრაქტის გავლენა ოქსიდაციური სტრესის ხარისხზე ლაბორატორიულ ვირთაგვებში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (4), 152–158. https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.34

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

Loading...