პოსტოპერაციული თერაპია პროგესტაგენით პაციენტებში ღრმა ენდომეტრიოზით გამოწვეული ტკივილის დროს

პოსტოპერაციული თერაპია პროგესტაგენით პაციენტებში ღრმა ენდომეტრიოზით გამოწვეული ტკივილის დროს

ავტორები

  • დავით სხირტლაძე ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტი
  • ჯენარო ქრისტესაშვილი ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტი
  • რამაზ ჩარექიშვილი სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის ენდოსკოპიურ-გინეკოლოგიური დეპარტამენტი; თბილისი, საქართველო

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.05.28

საკვანძო სიტყვები:

Deep endometriosis, dysmenorrhea, dienogest

ანოტაცია

შესავალი. ღრმა ენდომეტრიოზი წარმოადგენს პროგრესირებად დაავადებას, რომელსაც ახასიათებს ტკივილი მენჯის არეში, რაც მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს. მიუხედავად იმისა, რომ ლაპაროსკოპიული ქირურგია წარმოადგენს ღრმა ენდომეტრიოზით გამოწვეული ტკივილის მკურნალობის წამყვან მეთოდს, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ქირურგიული ჩარევა არ არის საკმარისი სასურველი თერაპიული ეფექტის მისაღწევად. დღესდღეობით არსებული ლიტერატურული მონაცემების თანახმად პერსპექტიულად შეიძლება განიხილოს სელექტიური პროგესტაგენის - დიენოგესტის გამოყენება ენდომეტრიოზთან დაკავშირებული ტკივილის ხანგრძლივ მართვაში. ვინაიდან ლიტერატურული მონაცემები კომბინირებული ქირურგიული და თერაპიული მკურნალობის ეფექტურობის შესახებ არის ხშირად არაერთგვაროვანი, შესაბამისად კვლევის მიზანს წარმოადგენდა პოსტოპერაციულ პერიოდში დიენოგესტით მკურნალობის ეფექტურობის დადგენა პაციენტებში ღრმა ენდომეტრიოზით გამოწვეული ტკივილის დროს.

მასალა და მეთოდიკა. ჩატარდა პროსპექტული, ღია კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 21-38 წლის 46 ქალი, რომლებსაც ჩაუტარდათ ქირურგიული ჩარევა ენდომეტრიოზთან დაკავშირებული ტკივილის მკურნალობის მიზნით. პაციენტები დაიყო ორ საკვლევ ჯგუფად რანდომიზაციის გზით. 27-მა პაციენტმა მიიღო პრეპარატი დიენოგესტი პოსტოპერაციულად 3 თვის განმავლობაში, ხოლო დანარჩენ 19 პაციენტზე, რომლებმაც არ მიიღეს დიენოგესტი, მოხდა დაკვირვება იმავე დროის ინტერვალით. კვლევის ძირითად გამოსავალს წარმოადგენდა დისმენორეის ინტენსივობის შეფასება, როგორც ოპერაციამდე, ასევე ოპერაციიდან 9 თვეში, ვალიდირებული რიცხვითი შეფასების სკალის (NRS) გამოყენებით. ქირურგიული ტექნიკა მოიცავდა მენჯის პერიტონეუმის დისექციას, ბლაგვი და ბასრი წესით, ღრმა ენდომეტროიდული უბნების ამოკვეთით ESGE, ESHRE და WES სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების შესაბამისად.

შედეგები. კვლევის შედეგად, ორივე საკვლევ ჯგუფში ინახა დისმენორეის ინტენსივობის საშუალო ქულის სარწმუნო შემცირება (p<0.01). თუმცა პაციენტებში, რომელთაც ქირურგიული მკურნალობის შემდეგ ჩაუტარდათ ჰორმონული თერაპია დიენოგესტით, აღენიშნებათ ტკივილის ინტენსივობის სარწმუნოდ მაღალი შემცირება იმ ჯგუფთან შედარებით, რომელთაც ჩაუტარდათ მხოლოდ ქირურგიული მკურნალობა.

დასკვნა. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოპერაციული ჩარევის შემდგომ ჰორმონოთერაპია დიენოგესტის გამოყენებით წარმოადგენს ენდომეტრიოზით გამოწვეული ტკივილის მკურნალობის ეფექტურ საშუალებას, მხოლოდ ქირურგიული ჩარევის მეთოდთან შედარებით. შესაბამისად, ჩვენი მონაცემების მიხედვით პერსპექტიულად შეიძლება განიხილოს აღნიშნული კომბინირებული თერაპიის მეთოდის პრაქტიკაში დანერგა.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Marinho MCP, Magalhaes TF, Fernandes LFC, et al. Quality of Life in Women with Endometriosis: An Integrative Review. J Womens Health (Larchmt). 2018 Mar;27(3):399-408.

Bulletti C, Coccia ME et al. Endometriosis and infertility. J Assist Reprod Gen. 2010 Aug;27(8):441-7.

D'Alterio, M. N., D'Ancona, G., Raslan, M., et al. Management Challenges of Deep Infiltrating Endometriosis. International journal of fertility & sterility, 2021;15(2), 88–94.

Koninckx PR, Ussia A, Adamyan L, Wattiez A, Donnez J. Deep endometriosis: definition, diagnosis, and treatment. Fertil Steril. 2012 Sep;98(3):564-71.

Wild, M., Miskry, T., Al-Kufaishi, A. et al. Medical management of deeply infiltrating endometriosis - 7 year experience in a tertiary endometriosis centre in London. Gynecol Surg 16, 12 (2019).

Becker CM, Gattrell WT, Gude K, Singh SS. Reevaluating response and failure of medical treatment of endometriosis: a systematic review. Fertility and sterility 2017;108:125-136.

Working group of ESGE, ESHRE, and WES, Joerg Keckstein, Christian M Becker, et al., Recommendations for the surgical treatment of endometriosis. Part 2: deep endometriosis, Human Reproduction Open, Volume 2020, Issue 1, 2020,

Laganà AS, La Rosa VL. Multidisciplinary management of endometriosis: current strategies and future challenges. Minerva Med. 2020;111(1):1820.

WT, Gude K, Singh SS. Reevaluating response and failure of medical treatment of endometriosis: a systematic review. Fertil Steril 2017;108:125-136.

Barra, F., Scala, C., Ferrero, S. Current understanding on pharmacokinetics, clinical efficacy and safety of progestins for treating pain associated to endometriosis. Expert Opin. Drug Metab. Toxicol. 2018; 14: 399–415.

Maiorana A, Incandela D, et al. Efficacy of dienogest in improving pain in women with endometriosis: a 12-month single-center experience. Arch Gynecol Obstet. 2017 Sep;296(3):429-433.

Safety and Effectiveness of Dienogest (Visanne®) for Treatment of Endometriosis: A Large Prospective Cohort Study: effective in the treatment of endometriosis Cho B, Roh JW, Park J, Jeong K, Kim TH, Kim YS, Kwon YS, Cho CH, Park SH, Kim SH. Safety and Effectiveness of Dienogest (Visanne®) for Treatment of Endometriosis: A Large Prospective Cohort Study. Reprod Sci. 2020 Mar;27(3):905-915.

Murji A, Biberoğlu K, Leng J, et al. Use of dienogest in endometriosis: a narrative literature review and expert commentary. Curr Med Res Opin. 2020 May;36(5):895-907.

Bizzarri, N., Remorgida, V., Leone Roberti Maggiore, U., et al. Dienogest in the treatment of endometriosis. Expert Opin. Pharmacother. 2014; 15: 1889–1902

Ferrero, S., Remorgida, V., Venturini, P.L., Bizzarri, N. Endometriosis: The effects of dienogest. BMJ clinical evidence. 2015; 2015:0802.

Morotti, M., Sozzi, F., et al. Dienogest in women with persistent endometriosis-related pelvic pain during norethisterone acetate treatment. Eur. J. Obstet. Gynecol. Reprod. Biol. 2014; 183: 188–192

Vannuccini S, Clemenza S, Rossi M, Petraglia F. Hormonal treatments for endometriosis: The endocrine background. Rev Endocr Metab Disord. 2022 Jun;23(3):333-355.

Tanmahasamut P, Saejong R, et al. Postoperative desogestrel for pelvic endometriosis-related pain: a randomized controlled trial. Gynecol Endocrinol. 2017 Jul;33(7):534-539.

Römer T. Long-term treatment of endometriosis with dienogest: retrospective analysis of efficacy and safety in clinical practice. Arch Gynecol Obstet. 2018 Oct;298(4):747-753. doi: 10.1007/s00404-018-4864-8. Epub 2018 Aug 3. Erratum in: Arch Gynecol Obstet. 2019 Jan;299(1):293. PMID: 30076546.

Lai, Z.Z., Yang, H.L., Ha, S.Y., Chang, K.K., et al. Cyclooxygenase-2 in Endometriosis. International Journal of Biological Sciences, 2019;15(13), 2783-2797.

Working group of ESGE, ESHRE, and WES, Joerg Keckstein, Christian M Becker, et al. Recommendations for the surgical treatment of endometriosis. Part 2: deep endometriosis, Human Reproduction Open, Volume 2020, Issue 1, 2020

Bourdel N., Alves J., Pickering G., Ramilo I., Roman H., Canis M. Systematic review of endometriosis pain assessment: How to choose a scale? Hum. Reprod. Update. 2015;21:136–152.

Tanmahasamut P, Saejong R, et al. Postoperative desogestrel for pelvic endometriosis-related pain: a randomized controlled trial. Gynecol Endocrinol. 2017 Jul;33(7):534-539.

Römer T. Long-term treatment of endometriosis with dienogest: retrospective analysis of efficacy and safety in clinical practice. Arch Gynecol Obstet. 2018 Oct;298(4):747-753. doi: 10.1007/s00404-018-4864-8. Epub 2018 Aug 3. Erratum in: Arch Gynecol Obstet. 2019 Jan;299(1):293. PMID: 30076546.

Adachi K, Takahashi K, Nakamura K, et al. Postoperative administration of dienogest for suppressing recurrence of disease and relieving pain in subjects with ovarian endometriomas. Gynecol Endocrinol. 2016 Aug;32(8):646-649.

Khashchenko EP, Uvarova EV, Chuprynin VD, et al. Pelvic Pain, Mental Health and Quality of Life in Adolescents with Endometriosis after Surgery and Dienogest Treatment. J Clin Med. 2023 Mar 20;12(6):2400.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-13

როგორ უნდა ციტირება

სხირტლაძე დ., ქრისტესაშვილი ჯ., & ჩარექიშვილი რ. (2023). პოსტოპერაციული თერაპია პროგესტაგენით პაციენტებში ღრმა ენდომეტრიოზით გამოწვეული ტკივილის დროს. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (5). https://doi.org/10.52340/jecm.2023.05.28

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

Loading...