გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი და დეპრესია

გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი და დეპრესია

ავტორები

  • მარიამ კეკენაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • შორენა ვაშაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.02.14

საკვანძო სიტყვები:

Depression, rehabilitation, Amyotrophic Lateral Sclerosis (ALS)

ანოტაცია

თემა აქტუალურია, რადგან დეპრესიით დაავადებულთა რიცხვი მზარდია, განსაკუთრებით ისეთი მძიმე დაავადების ფონზე, როგორიც გვერდითი ამიოტროფული სკლეროზია.

კვლევის მიზანია გვერდითი ამიოტროფული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებში დეპრესიული აშლილობის კლინიკური თავისებურებების ანალიზი, პრევენციული ღონისძიებების დასახვა. ჩვენს მიერ შესწავლილია, მოძიებულია და გამოკვლეულია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 60 პაციენტი, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის დიაგნოზით. დეპრესიის იდენტიფიცირების მიზნით გამოყენებულ იქნა დეპრესიის შკალა Beck (BDI). კვლევაში მონაწილეობდა 60 პაციენტი ALS-ის სხვადასხვა ფორმით, მათ შორის 34 (56,66,%) მამაკაცი და 26 ქალი (43,33%). მათი ასაკია 30-დან 81 წლამდე. დეპრესიული დარღვევები გამოვლინდა 55 პაციენტთან (მათგან 26 ქალი და 29 კაცი), მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი (LDE) დაფიქსირდა ერთი წლის ანამნეზით 4 პაციენტთან, საშუალო 3, მძიმე (TDE) კი - 11 შემთხვევაში. სამი წლით ანამნეზით პაციენტებში მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი - 3 შემთხვევაში, ზომიერი - 13, მძიმე - 16 პაციენტთან. ასევე 5 წლის ანამნეზით მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი დაფიქსირდა 1-თან, ზომიერი - 1, მძიმე - 1 პაციენტთან. 10 წლის ანამნეზით მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი დაფიქსირდა 1, ზომიერი - 1, მძიმე არ დაფიქსირებულა. 10 წელზე მეტი ანამნეზის პაციენტებში დეპრესიის მაჩვენებელი არ დაფიქსირდა. ამრიგად, დეპრესიის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია გვერდითი ამიოტროფული სკლეროზით დაავადებულთა შორის დაავადების პირველსავე წლებში, ვიდრე შემდგომ, რაც მოითხოვს სათანადო ყურადღებასა და დახმარებას, საყურადღებოა გვერდითი ამიოტროფული სკლეროზით დაავადებულთა ახლობლების დეპრესიის მაჩვენებელიც, რომელიც შემდგომ კვლევას და შესწავლას საჭიროებს. გვერდითი ამიოტროფული სკლეროზით დაავადებულთა დეპრესიის მქონე პაციენტების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი სამედიცინო პრობლემაა.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

M Kekenadze et all. Role of neuromuscular junction discharges in the pathophysiology of ALS. Clinical Neurophysiology. 141, S74. 2022

M Kekenadze, C Rocca, R Kaiyrzhanov, S Nagy, N Kvirkvelia. Analysis of C9orf72 repeat expansions in Georgian patients with ALS. 2022.ReserchSquare.

M Kekenadze. Anxiety-f prognostic marker of ALS. MBNM Europiean journal of neurology 29. 2022

M Kekenadze et all. Clinical characteristics of ALS in Georgian patients. Georgian Medical News, 71-75. 2021

“About Familial ALS – ALS Research Collaboration” Archived from the original on 27 October 2020.

He J, Mangelsdorf M, et all. Amyotrophic lateral sclerosis genetic studies: from Genome-wide association mapping to Genome sequencing. The Neuroscientist. 21 (6): (December 2015). 599–615. doi:10.1177/1073858414555404. PMID 25378359. S2CID 3437565.

Brown RH, Al-Chalabi A. Amiotrophic Lateral Sclerosis. The New England Journal of Medicine. 2017.377 (2):162-172. doi:10.1056/NEJMra1603471. PMID 28700839. S2CID

Pasetto L, et all. Defective cyclophilin A induces TDP-43 proteinopathy: implications for amyotrophic lateral sclerosis and frontotemporal dementia. Brain. December 2021. 144 (12)

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-05-23

როგორ უნდა ციტირება

კეკენაძე მ., & ვაშაძე შ. (2023). გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი და დეპრესია. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (2). https://doi.org/10.52340/jecm.2023.02.14

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...