სარკოიდოზი ხანგრძლივი რემისიით - კლინიკური შემთხვევის აღწერა

სარკოიდოზი ხანგრძლივი რემისიით - კლინიკური შემთხვევის აღწერა

ავტორები

  • რევაზ თაბუკაშვილი
  • ვერა კაპეტივაძე
  • მარინა ყუფარაძე
  • ია ავალიანი
  • ზვიად მაღლაფერიძე
  • თამარ ლაზაშვილი
  • ირინა კაპეტივაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.01.21

საკვანძო სიტყვები:

Sarcoidosis, Prolonged remission, Clinical case

ანოტაცია

სარკოიდოზი იშვიათი მულტისისტემური დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ანთებადი გრანულომატოზური წარმონაქმნების განვითარება ქსოვილებში, კაზეოზური ნეკროზის გარეშე. იგი შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ ორგანოს ან სისტემას, სადაც თავმოყრილია T-ლიმფოციტები და ერთბირთვიანი ფაგოციტები. სარკოიდოზი ჩვეულებრივ ორივე სქესის ზრდასრულებში ვლინდება, თუმცა კვლევათა საფუძველზე იგი უფრო ხშირია მდედრობითი სქესის ინდივიდებში. სარკოიდოზის განვითარების სავარაუდო მიზეზად განიხილება მრავალი ინფექციური და არაინფექციური ფაქტორი. მოცემულ სტატიაში აღწერილია  ფილტვის სარკოიდოზი 41 წლის ქალბატონზე, რომელზეც ვაწარმოებთ მონიტორინგს 2015 წლიდან. პაციენტმა მომართა კლინიკას ჩივილებით: ჰაერის უკმარისობით, სპაზმური ხველით, ტკივილით მარცხენა ბეჭის არეში. თავდაპირველად ჩაუტარდა მკურნალობა პნევმონიის დიაგნოზით, უშედეგოდ. ფილტვების რენტგენოგრაფიაზე გამოვლინდა ფილტვების ფესვებისა და შუასაყრის ლიმფადენოპათია, ფილტვის პარენქიმის ცვლილებასთან ერთად. ონკოლოგიური დაავადების გამოსარიცხად დაინიშნა დამატებითი კვლევები: გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიაზე ტრაქეობრონქულად გამოვლინდა გადიდებული ლიმფური კვანძები; ფიბრობრონქოსკოპიით: ფიჭისებური ბრონქოექტაზი; ამონარეცხი მასალის ციტოლოგიით: ლორწოში ნანახია ლეიკოციტები და ლიმფოციტები, ბიოფსიით: არაკაზეოზური გრანულომები. გამოკვლვების შედეგად დაისვა ფილტვის სარკოიდოზის დიაგნოზი. დაენიშნა მკურნალობა ჰორმონალური პრეპარატებით. უწყვეტი მონიტორინგის მიზნით 7 წლის განმავლობაში პაციენტი იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევები, უგრძელდება სტეროიდებით მკურნალობა შესაბამისი სქემით. მოცემულ ეტაპზე დაავადება არ პროგრესირებს და მართვადია, მიღწეულია რემისია. დამატებით გართულებებს ადგილი არ აქვს.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Boiko DM, Pecherytsia VH, Boiko OS, Kulyk SM. [socioecological features of the epidemiology of sarcoidosis in the Poltava region, Ukraine]. Wiad Lek. 2018;71(3 pt 1):501-507. Ukrainian. PMID: 29783213.

Cooper D, Suau S. Sarcoidosis. Emerg Med Clin North Am. 2022 Feb;40(1):149-157. doi: 10.1016/j.emc.2021.08.012. Epub 2021 Oct 29. PMID: 34782085.

Hena KM. Sarcoidosis Epidemiology: Race Matters. Front Immunol. 2020 Sep 15; 11:537382. doi: 10.3389/fimmu.2020.537382. PMID: 33042137; PMCID: PMC7522309.

Kamangar N, Rohani P, Shorr AF (6 February 2014). Peters SP, Talavera F, Rice TD, Mosenifar Z (eds.). "Sarcoidosis". Medscape Reference. WebMD. Archived from the original on 10 February 2014.

Llanos O, Hamzeh N. Sarcoidosis. Med Clin North Am. 2019 May; 103(3):527-534. doi: 10.1016/j.mcna.2018.12.011. Epub 2019 Feb 21. PMID: 30955519.

Müller-Quernheim J, Prasse A, Zissel G (June 2012). "Pathogenesis of sarcoidosis". Presse Médicale. 41 (6 Pt 2): e275–87.

Nunes H, Bouvry D, Soler P, Valeyre D (November 2007). "Sarcoidosis". Orphanet Journal of Rare Diseases. 2: 46. doi:10.1186/1750-1172-2-46. PMC 2169207. PMID 18021432

Saidha S, Sotirchos ES, Eckstein C (March 2012). "Etiology of sarcoidosis: does infection play a role?". The Yale Journal of Biology and Medicine. 85 (1): 133–41. PMC 3313528. PMID 22461752

Syed J, Myers R (January 2004). "Sarcoid heart disease". The Canadian Journal of Cardiology. 20 (1): 89–93. PMID 14968147

van Maarsseveen, T. C. M. Th; Vos, W.; van Diest, P. J. (March 2009). "Giant cell formation in sarcoidosis: cell fusion or proliferation with non-division?". Clinical and Experimental Immunology. 155 (3): 476–486.

doi:10.1111/j.1365-2249.2008.03841.x. ISSN 1365-2249. PMC 2669524. PMID 19077083.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-03-02

როგორ უნდა ციტირება

თაბუკაშვილი რ., კაპეტივაძე ვ., ყუფარაძე მ., ავალიანი ი., მაღლაფერიძე ზ., ლაზაშვილი თ., & კაპეტივაძე ი. (2023). სარკოიდოზი ხანგრძლივი რემისიით - კლინიკური შემთხვევის აღწერა. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (1). https://doi.org/10.52340/jecm.2023.01.21

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...