ბაქტერიოფაგების გამოყენების თავისებურებები კლინიკურ პრაქტიკაში

ბაქტერიოფაგების გამოყენების თავისებურებები კლინიკურ პრაქტიკაში

ავტორები

  • ირმა კორინთელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ელენე ფაღავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ყარამან ფაღავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2019.01

ანოტაცია

     ინფექციებით გამოწვეული დაავადებები მსოფლიოს მოსახლეობის ავადობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. მიუხედავად 21-ე საუკუნის სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევებისა, კვლავ მაღალია ინფექციებით სიკვდილობის მაჩვენებელი. ბოლო წლებში ანტიბიოტიკების არამიზნობრივმა გამოყენებამ განსაკუთრებით გაზარდა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული შტამების რიცხვი, რამაც ხელი შეუშალა ბაქტერიული ინფექციების მკურნალობას და გაზარდა არასასურველი გამოსავლის რისკი. ბაქტერიოფაგი წარმოადგენს ვირუსს, რომელსაც აქვს უნარი დააინფიციროს და გაანადგუროს ბაქტერიის უჯრედი. აქვს სპეციფიურობა ბაქტერიების გარკევული შტამების წინააღმდეგ, მათ შორის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ შტამებზე. ამ საკითხის უკეთ შესასწავლად ძალზედ ინფორმატიული იქნება კლინიკურ პრაქტიკაში ბაქტერიოფაგების გამოყენების თავისებურებების დადგენა.      კვლევის მიზანს წამოადგენდა საქართველოში, სხადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ, კლინიკურ პრაქტიკაში ბაქტერიოფაგების გამოყენების ძირითადი თავისებურებების შესწავლა, რომელიც ჩატარდა ანონიმური გამოკითხვის საშუალებით. გამოკითხული 200 სხვადასხვა სპეციალობის ექიმიდან, 71.2% იყენებს ბაქტერიოფაგს სამედიცინო პრაქტიკაში. ყველაზე ხშირად გამოიყენება პიობაქტერიოფაგი  (43.1%) და ინტესტი ფაგი  (32.3%). ძირითადად გამოიყენება რესპირატორული და ნაწლავის ინფექციების სამკურნალოდ. უხშირესად, ექიმები ნიშნავენ ფაგებს ანტიბიოტიკის გარეშე, რაც დადებით ტენდენციას წარმოადგენს. ექიმების 38.2% -მა 5 ქულიანი სისტემიდან ფაგების ეფექტურობა შეაფასა 5 ქულით. (4.7% -მა შეაფასა 5-დან 1). ფაგოთერაპიის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია ფაგების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ფასების შემცირება, გაიდლაინის შემუშავება და მეტი ინფორმაციის მიწოდება ბაქტერიოფაგების შესახებ.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

WHO-Global Health Observatory (GHO) data. 10 causes of death, Situation and trends https://www.who.int/gho/mortality_burden_disease/causes_death/top_10/en/

Antimicrobial consumption and resistance in adult hospital inpatients in 53 countries: results of an internet-based global point prevalence survey. /Versporten A et all/. The Lancet, Volume 6, Issue 6, e619-629, June 2018

Bacteriophage Therapy: Advances in Formulation Strategies and Human Clinical Trials /Vandenheuvel D et all/.Annual Review of Virology, Volume 2, e599-618, Nov 2015

Some immunological changes in children with bacterial infections treated with bacteriophages /Pagava K. et all/.Georgian Medical News, 2012(212), e64-69, Nov 2012

What happens when the child gets bacteriophage per os? /Pagava K. et all/. Georgian Medical News, 2011(101-105), e196-197, Jul 2011

Per os given bacteriophages changes the clinical course of diseases caused by bacterial agents in children. /Pagava K. et all/.Georgian Medical News, 2012(211), e60-66, Oct 2012

Design and Preclinical Development of a Phage Product for the Treatment of Antibiotic-Resistant Staphylococcus aureus Infections /Lehman SM et all /. Virusses 2019, Volume 11, No. 1, e88, Jun 2019

ფარმაცევტული საქმიანობის უწყობრივი რეესტრი, იმპორტ/ექსპორტის ანალიზი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-11-18

როგორ უნდა ციტირება

კორინთელი ი., ფაღავა ე., & ფაღავა ყ. (2022). ბაქტერიოფაგების გამოყენების თავისებურებები კლინიკურ პრაქტიკაში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, 47–51. https://doi.org/10.52340/jecm.2019.01

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 
Loading...