კუჭ-ნაწლავის დისფუნქციით გამოწვეული ხველა
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2025.03.01საკვანძო სიტყვები:
Chronic Cough, Helicobacter Pylori, GERD, Helminthsანოტაცია
ქრონიკული, მუდმივი ხველა არის საერთო კლინიკური პრობლემა, რომლის მიზეზი ზოგჯერ ამოუცნობი რჩება. გასტროეზოფაგური რეფლუქსი (GERD), როგორც კუჭ-ნაწლავის დისფუნქციის ერთ-ერთი გამოვლინება, ქრონიკული ხველის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ასევე, ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰელმინთები იწვევს ან ზრდის ხველის სიმძიმეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კვლევა მიზნად ისახავს კუჭ-ნაწლავის დისფუნქციის სკრინინგს და გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას, ქრონიკული ხველის მქონე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში. კვლევაში ჩართული იყო 46 პაციენტი (18-დან 75 წლამდე, 24 ქალი და 22 მამაკაცი), რომლებმაც მიმართეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალერგოლოგიის, ასთმის და კლინიკური იმუნოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტს (წყალტუბო, საქართველო) დიაგნოსტიკისთვის. კვლევის დიზაინი მოიცავდა: 1) ანამნეზის შეგროვებას - სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მეშვეობით; 2) Helicobacter pylori-ზე საერთო IgM, IgG ტიტრების განსაზღვრას; 3) ასევე შეფასდა საერთო IgA, IgM, IgG ტიტრები ჰელმინთებზე: Giardia, Ascaris, Toxocara. სამედიცინო ისტორიისა და სპეციფიკური ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მარკერების ანალიზის საფუძველზე 46 პაციენტიდან 17 პაციენტში ქრონიკული ხველით გამოვლინდა კუჭ-ნაწლავის დისფუნქცია. Helicobacter pylori-ის კვლევამ აჩვენა ამ მარკერის დონის მატება 17-დან 6 (35%) პაციენტში. ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა გამოავლინა მთლიანი IgM-ის დონის მატება 1 (5,8%) შემთხვევაში, ხოლო IgG მაღალი ტიტრი Helicobacter pylori-ზე დაფიქსირდა 5 (29%) პაციენტში. გარდა ამისა, გამოვლინდა ანტისხეულები სამივე ანალიზატორის წინააღმდეგ ჰელმინთებზე: Giardia, Ascaris, Toxocara. ხველის სახელმწიფო პროტოკოლით/გაიდლაინებით მკურნალობის პარალელურად პაციენტებს უტარდებოდათ ანტიჰელმინთური თერაპია, რამაც გამოიწვია საიმედო გამოსავალი - გამოჯანმრთელება. საბოლოო ჯამში, გასტროენტეროლოგს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს რეფრაქტერული ხველისადმი სისტემატური, მრავალდისციპლინური მიდგომის მხარდაჭერაში და ასევე გონივრულად გამოიყენოს დიაგნოსტიკური ტესტირებისა და მკურნალობის სტრატეგიები.
Downloads
წყაროები
Andrew J Gawron, Peter J Kahrilas, John E Pandolfino - Chronic Cough: A Gastroenterology Perspective. https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC4120957/
Kian Fan Chung, Lorcan McGarvey, Woo-Jung Song, Anne B. Chang, Kefang Lai, Brendan J. Canning, Surinder S. Birring, Jaclyn A. Smith and Stuart B. Mazzone. Cough hypersensitivity and chronic cough 3 NATURE REVIEWS | DiSEASE PRimERS | Article citation ID: (2022)
Matsumoto H, Tabuena RP, Niimi A, et al. Cough triggers and their pathophysiology in patients with prolonged or chronic cough. Allergology Int. 2012;61:123–132. doi: 10.2332/allergolint.10-OA-0295.
Revaz Sepiashvili, Manana Chikhladze, Sopio Gamkrelidze, Darejan Khachapuridze, Nino Jojua, Dali Shovnadze. PULMONARY AND EXTRAPULMONARY POST-COVID-19 CHRONIC COUGH Experimental and Clinical Medicine (JECM) 2024. p.10-14.
