ხელოვნური ინტელექტის არაფორმალური გამოყენების კვლევა მედიცინის პროგრამის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2025.02.01საკვანძო სიტყვები:
Artificial Intelligence, Medical Education, AI Integration, Faculty and Student Perspectives, Curriculum Developmentანოტაცია
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების არაფორმალური გამოყენების კვლევა მედიცინის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალში. AI ძალიან აქტუალური საკითხია და მედიცინის სწავლებაში, სილაბუსებში, სასწავლო კურსებში არ არის სრულფასოვნად წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა მედიცინის სტუდენტებიც და პედაგოგებიც ძალიან აქტიურად იყენებენ AI-ს (ChatGPT-ს და სხვა). AI-ის გამოყენების შეფასების მიზნით ჩატარდა ჯვარედინ სექციური ტიპის კვლევა და შეფასდა 104 სტუდენტის და 49 აკადემიური პერსონალის პასუხი. კვლევა მოიცავდა AI-ის გამოყენების სიხშირეს, ძირითად აპლიკაციებს, გამოწვევებს, მოტივაციას. ყველაზე ხშირად მოხსენიებული ინსტრუმენტები იყო ChatGPT, Google Gemini, PubMed AI, Turnitin და Quillbot. ღია კითხვების პასუხებმა დამატებითი წარმოდგენა მოგვცა იმ ბარიერებზე და შესაძლებლობებზე, რომლებიც AI-ის ინტეგრაციას უკავშირდება. კვლევის ძირითადი შედეგები აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 87.51% რეგულარულად იყენებს AI-ის ინსტრუმენტებს, რომელთაგან 40.63% იყენებს პლატფორმებს ყოველდღიურად, ხოლო 46.88% ყოველკვირეულად. სტუდენტები ძირითადად იყენებენ AI-ს კვლევისთვის, ტექსტის რედაქტირებისთვის, გამოცდების მოსამზადებლად და კლინიკური სიმულაციებისთვის, მაშინ როდესაც აკადემიური პერსონალი კონცენტრირებულია საგანმანათლებლო მასალის შემუშავებაზე, შეფასების პროცესსა და პერსონალიზებულ უკუკავშირზე. კვლევის შედეგები ცხადყოფს არსებულ AI-ის არაფორმალურ გამოყენებასა და მის ოფიციალურ სასწავლო პროგრამებში ინტეგრაციას შორის არსებულ დისბალანს შორის. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები და აკადემიური პერსონალი აქტიურად იყენებენ AI-ს აკადემიური პროცესის გასაუმჯობესებლად, მიზნობრივი ტრენინგების არარსებობა ზღუდავს მის სრულ პოტენციალს. ამ კვლევამ აჩვენა, რომ აუცილებელია AI-ს წიგნიერებისა და სპეციფიკური AI ინსტრუმენტების ჩართვა სასწავლო გეგმებში, რაც ხელს შეუწყობს AI-ის ეფექტურ გამოყენებას და საგანმანათლებლო რესურსების განვითარებას მედიცინის განათლების კონტექსტში.
Downloads
წყაროები
Weidener L, Fischer M. Teaching AI Ethics in Medical Education: A Scoping Review of Current Literature and Practices. Perspect Med Educ. 2023 Oct 16;12(1):399-410. doi: 10.5334/pme.954. PMID: 37868075; PMCID: PMC10588522.
Wójcik S, Rulkiewicz A, Pruszczyk P, Lisik W, Poboży M, Domienik-Karłowicz J. Reshaping medical education: Performance of ChatGPT on a PES medical examination. Cardiol J. 2024;31(3):442-450. doi: 10.5603/cj.97517. Epub 2023 Oct 13. PMID: 37830257; PMCID: PMC11229801.
Moritz S, Romeike B, Stosch C, Tolks D. Generative AI (gAI) in medical education: Chat-GPT and co. GMS J Med Educ. 2023 Jun 15;40(4): Doc54. doi: 10.3205/zma001636. PMID: 37560050; PMCID: PMC10407583.
Li Q, Qin Y. AI in medical education: medical student perception, curriculum recommendations and design suggestions. BMC Med Educ. 2023 Nov 9;23(1):852. doi: 10.1186/s12909-023-04700-8. PMID: 37946176; PMCID: PMC10637014.
