არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავება საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ავტორები

  • მარიამ მამულაძე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/erp.2024.05.48

საკვანძო სიტყვები:

არასრულწლოვანი, საგანმანათლებლო დაწესებულება, პერსონალური მონაცემები, მონაცემების დამუშავება, პრინციპები

ანოტაცია

არასრულწლოვანთა პერსონალ მონაცემთა კანონიერი დამუშავების უფლება, დაცვას საჭიროებს, როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებების მხრიდან. წინამდებარე ნაშრომში განხილული იქნება ბავშვთა პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები  საგანმანათლებლო დაწესებულებების ჭრილში, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებები არის ორგანიზაციები, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელია და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. საქართველოში 2024 წლის 01 მარტიდან ამოქმედდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქცია, რომელიც ცალსახად უსვამს ხაზს არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვისა და რეალიზების მნიშვნელობას, მით უფრო, როცა ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, ყოველდღიურად იზრდება დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხეები. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხშირია უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე, არასრულწლოვანთა მონაცემების უკანონო გამჟღავნების, არაპროპორციული დამუშავების, აუდიო-ვიდეო მონიტორინგის წესების დარღვევისა და  არასათანადო  ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღების ფაქტები. წინამდებარე ნაშრომში გამოვლენილი იქნება არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კუთხით,  საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პრობლემური საკითხები, როგორც პრაქტიკული, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. კვლევის შედეგების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე კი შემუშავებული იქნება რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ისეთი დარღვევების პრევენციას, როგორიცაა პატივისა და ღირსების შელახვა,  დისკრიმინაცია, ბულინგი ან სხვა ნეგატიურ გავლენა, რომელიც აისახება ბავშვის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

შუდრა, თ. (2023). ციფრულ გარემოში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა მშობლებისა და შვილების განსხვავებული მოლოდინების პირობებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი №1.

ხუბუა, გ. (2023). მისასალმებელი წერილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი, №1.

Hof, S. (2018). Children and data protection from the perspective of children’s rights – Some difficult dilemmas under the General Data Protection Regulation.

Kuner, Ch., Bygrave L. A., Docksey Ch. (2020). The EU General Data Protection Regulation (GDPR), A Commentary, Oxford University Press.

Morgan, A. (2018). The Transparency Challenge: Making children aware of their data protection rights and the risks online, Volume 23, No.1.

Prashant, M. Articles with Commentary & EU Case Laws.

Steeves, V., Macenaite M. (2022). Data Protection and children’s online privacy, in: Research Handbook on Privacy and Data Protection Law.

Consultative Committee of the Convention for the Protection of Individuals with Regard to Automatic Processing of Personal Data, (2019). Convention 108, Children’s Data Protection in Education Systems: Challenges and Possible Remedies.

Data Protection Working Party, (2013) Opinion 03/2013 on purpose limitation, Article 29.

EDPB, (2020). Guidelines 4/2019 on Article 25 Data Protection by Design and by Default, Version 2.0.

GDPR, General Data Protection Regulation, Article 4 (4).

ICO, For organisations/UK GDPR guidance and resources/Security/A guide to data security.

მონაცემთა დაცვის ევროპული სამართლის სახელმძღვანელო (2018) https://fra.europa.eu/sites/default/files/fra_uploads/fra-coe-edps-2018-handbook-data-protection_ka.pdf

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, (2024). რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპების შესახებ https://tinyurl.com/57be6vez

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, (2023). არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა - თეორია და პრაქტიკა https://tinyurl.com/ux4jbm4a

პერსონალური მონაცემების დაცვა https://shorturl.at/0pM04

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი (მიღების თარიღი: 14/06/2023) https://matsne.gov.ge/ka/document/view/1561437?publication=33

რეკომენდაციები არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ https://tinyurl.com/3w3asuxn

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-08

როგორ უნდა ციტირება

მამულაძე მ. (2024). არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავება საგანმანათლებლო დაწესებულებებში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“ შრომები , 5, 455–468. https://doi.org/10.52340/erp.2024.05.48

გამოცემა

სექცია

ბავშვის უფლებები

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.