არასრულწლოვანთა უფლება სამკვიდრო სამართალწარმოების პროცესში

ავტორები

  • მარიამ გინტური საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/erp.2024.05.47

საკვანძო სიტყვები:

არასრულწლოვანი, მემკვიდრეობა, სამართალწარმოება

ანოტაცია

არასრულწლოვანი პირი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სუბიექტი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ფსიქოლოგიური,აგრეთვე იურიდიული თვალსაზრისით, გააჩნია ყველა ის უფლება, რაც სრულწლოვან პირს სამკვიდროს მიღების პროცესში. სამემკვიდრეო უფლებამოსილება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია საკუთრების უფლებასთან, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა, რომლის დაცვის გარანტია საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო კონვენციებია. მიუხედავად კონსტიტიციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღნიშნული უფლების დაცვისა, არასრულწლოვნის მოუმწიფებელი ასაკისა და ქმედურანიანობის შეზღუდულად გამოყენების ფარგლებისა, ძნელია ითქვას მისი დაცვის აბსოლუტური გარანტიების შესახებ. მშობლები, რომლებიც წარმოადგენენ არასრულწლოვანს მესამე პირებთან ურთიერთობაში, აგრეთვე ნებისმიერი უფლების განხორციელების პროცესში მათ ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს, რამდენად რელევანტურია მათი ამ უფლებამოსილების შეუზღუდავი მართვა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. არსებობს კონკრეტული ბერკეტები, რითიც კანონმდებელი ცდილობს არ მიანიჭოს მშობელს სრული პასუხისმგებლობა, აბსოლუტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და შესაბამისად, ბოლო წლებში შეცვლილმა და დახვეწილმა ბავშვთა უფლებებზე მორგებულმა კანონმდებლობამ, ეს ყველაფერი უფრო ნათლად დაგვანახა. ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების შემდეგ, 2020 წლის 01 სექტემბრიდან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის საკითხებს და არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომ უფრო გამჭვირვალედ, დეტალურად გაწერილიყო მათ უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. 
არასრულწლოვანები საჭიროებენ განსაკუთრებულ დაცვასა და ყურადღებას, რადგან მათი სამართლებრივი დაცვა სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პირველი მუხლი ადგენს, რომ ბავშვად ითვლება ყოველი ადამიანი, სანამ 18 წლის ასაკს მიაღწევს. საინტერესოა, რა ხდება საკანონმდებლო თვალსაზრისით პირის სრულწლოვნობის მიღწევამდე, რა პროცედურების გავლაა საჭირო იურიდიული შედეგის დასადებად. რამდენად დიდია არასრულწლოვანის მონაწილეობის ფარგლები სამართალწარმოების პროცესში, რამდენად არის გათვალისწინებული მიუხედავად მისი ასაკისა, ბავშის პოზიცია და სურვილი. სწორედ ამ საკითხებზე იქნება საუბარი აღნიშნულ ნაშრომში. სამკვიდრო სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვანის მონაწილეობა, მისი უფლებების დიაპაზონი, მისი შესაბამისობა თანამედროვე საკანონმდებლო ცვლილებებთან და „ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციასთან“ და სხვა საერთაშორისო მიდგომებთან. საინტერესოა, ქართველი კანონმდებლის ნებისა და სურვილის დადგენა არასრულწლოვნის უფლების განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი უფლებისა, როგორიცა მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლებაა. სამემკვიდრეო საქმისწარმოებაში, როდესაც არასრულწლოვანს მისი მშობელი წარმოადგენს, განხილული იქნება ის ხარვეზები და პრობლემები, რის წინაშეც დგებიან მხარეები, იქნება პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბარი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, რათა მაქსიმალურად მოხდეს არასრულწლოვნის მემკვიდრეობის უფლების დაცვა და შემდგომში მისი სრულფასოვანი გამოყენება. 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა (სატრენინგო მასალები),თავი I.ლიბერალიზმი, §1.ადამიანის უფლებათა არსი და მნიშვნელობა (თბილისი: თბილისის პროექტთა ბიურო, 2007), გვ. 12.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. პარლამენტის უწყებანი, 26/06/1997. # 786.

ბავშვთა უფლებათა კოდექსი. პარლამენტის უწყებანი, 27/09/2019.

General comment No. 14 (2013) on the right of the child to have his or her best interests taken as aprimary consideration (art. 3, para. 1), UN Committee on the Right of the Child

United Nations Treaty Collection, Convention on the Rights of the Child,

https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=IV-11&chapter=4&clang=_en

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-08

როგორ უნდა ციტირება

გინტური მ. (2024). არასრულწლოვანთა უფლება სამკვიდრო სამართალწარმოების პროცესში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“ შრომები , 5, 446–454. https://doi.org/10.52340/erp.2024.05.47

გამოცემა

სექცია

ბავშვის უფლებები