დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა ჩართულობის კვლევა საგაკვეთილო პროცესში (ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის სწავლების მაგალითზე მე-5 კლასი)

ავტორები

  • შორენა ძამუკაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml
  • მაკა სიდამონიძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml
  • Khatuna Ergemlidze თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის საჯარო სკოლა

DOI:

https://doi.org/10.52340/erp.2024.05.46

საკვანძო სიტყვები:

სსსმ მოსწავლე, დასწავლის უნარის დარღვევა, კლასი

ანოტაცია

             ჩვენი   კვლევის მიზანს წარმოადგენდა,   დაკვირვების გზით შეგვესწავლა   სსსმ მოსწავლეთა ჩართულობა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე;  გამოგვერკვია, რამდენად სრულფასოვნად არიან   ისინი ჩართულები საგაკვეთილო პროცესში.  დაკვირვება განხორციელდა კონკრეტული ხუთი საჯარო სკოლის მე-5 კლასებში, სადაც ფიქსირდებოდნენ  მოსწავლეები  დასწავლის  უნარის დარღვევით.  გაკვეთილებზე  დაკვირვებამ გამოავლინა, რომ უმეტეს შემთხვევებში, გეგმით შესასრულებელი აქტივობები  ფორმალობადვე რჩება და პედაგოგი  ვერ მუშაობს ისგ-ს მიხედვით, იმ მიზეზებით რომ დრო დანარჩენებისთვის არ  ყოფნის, ხოლო თავად  სსსმ მოსწავლეებს  სწავლის  მოტივაცია დაბალი  აქვთ. დაკვირვებამ აჩვენა რომ კვლევაში მონაწილე პედაგოგებს, განსაკუთრებით მრავალრიცხოვან კლასებში, უჭირთ სსსმ მოსწავლეების სწავლება კლასთან ერთად და ინდივიდუალური სასწავლო გეგმებზე დაყრდნობით დავალებების, რესურსის მომზადება.  მათი პასუხებიდან გამოიკვეთა ასევე კლასში მუდმივად მასწავლებლის ასისტენტის მუშაობის აუცილებლობა, რომელიც ევროპისა და ამერიკის სკოლებში კარგად აპრობირებული და  წარმატებული პრაქტიკაა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

სიდამონიძე., მ. 2024. სადოქტორო დისერტაცია: დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა წერითი უნარების განვითარების კვლევა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მე-5 - მე-6 კლასებში (თელავის მუნიციპალიტეტის სკოლების მაგალითზე)“. მასალები

მადონა მიქელაძე, ქეთევან დევაძე, მარიამ მეტრეველი. ნინო ნახუცრიშვილი,

საკითხავი მასალა კურსისთვის:,,დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია”, 2022. უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 978-99XX-XXX-XX-X;

ქურციკიძე ლ., და ტყეშელაშვილი,შ., ,, დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა“; გზამკვლევი მშობლებისათვის; გზამკვლევი შექმნილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, თბ. 2018წ

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-08

როგორ უნდა ციტირება

ძამუკაშვილი შ., სიდამონიძე მ., & Ergemlidze, K. (2024). დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა ჩართულობის კვლევა საგაკვეთილო პროცესში (ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის სწავლების მაგალითზე მე-5 კლასი). საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“ შრომები , 5, 440–445. https://doi.org/10.52340/erp.2024.05.46

გამოცემა

სექცია

ინკლუზიური განათლება

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.