ემოციური ინტელექტისა და სოციალური სწავლების მნიშვნელობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში

ავტორები

  • მაია ბრეგაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/erp.2024.05.43

საკვანძო სიტყვები:

ემოციური ინტელექტი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, აღზრდა, დასწავლა, შემოქმედება

ანოტაცია

21-ე საუკუნეში ინტელექტუალური კოეფიციენტის მახასიათებლების პარალელურად მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ტერმინმა ,,ემოციური ინტელექტი“ ( EQ). თანამედროვე კვლევებით ცნობილია, რომ მაღალი IQ-ს მქონე ადამიანები უფრო ნიჭიერები არიან, თუმცა, წარმატებას ხშირად მათზე დაბალი ინტელექტუალური მაჩვენებლის ადამიანები აღწევენ. ამის მიზეზად ემოციური ინტელექტის მაღალი ხარისხი სახელდება. ემოციური ინტელექტი ადამიანის ინტერპერსონალური უნარია, რომელიც განისაზღვრება გრძნობებისა და ემოციების კონტროლის შესაძლებლობით. იგი მოიაზრებს საკუთარი თავის მართვას, რაც საბოლოოდ, ქმნის სოციალური ცნობიერების ფონზე ადამიანური ურთიერთობების წარმატებულად წარმართვის შესაძლებლობას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ძირითადად, მოსწავლის ცოდნის  შეძენას, ანუ, ინტელექტუალური უნარის განვითარებას ისახავენ უპირველეს მიზნად, მაშინ როცა სოციალური და ემოციური სწავლების როლი უმნიშვნელოვანესია და ხშირად აღიქმება როგორც მომავალი წარმატების გარანტი. რამდენად ფლობს თანამედროვე სკოლა აღნიშნული კუთხით მოსწავლის განვითარების მიდგომებს? სოციალურ-ინტელექტუალური სწავლების რომელი კონკრეტული კომპონენტები არიან დაკავშირებული მოსწავლის აკადემიურ წარმატებასთან? როგორაა მორგებული ეროვნული სასწავლო გეგმა აღნიშნულ საკითხს და რამდენად შედეგიანია მასწავლებელთა ტაქტიკა პიროვნების ემოციური ინტელექტის განვითარებაში? რა გამოწვევები და ბარიერები შეიძლება წარმოიშვას სოციალ-ემოციური სწავლების პროცესში? ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მივდივართ კონკრეტული შემთხვევების შესწავლისა (Case study) და აქამდე არსებული თეორიული კვლევების (ემპირიული) შედარების აუცილებლობამდე. კვლევის რელევანტურობის დასასაბუთებლად ჩნდება დარგის ექსპერტებთან სიღრმისეული ინტერვიუების საჭიროებაც. წინამდებარე მცირე კვლევისას წარმოჩნდება თანამედროვე სწავლების აუცილებელი ორიენტირები და ემოციურ-სოციალური სწავლების საჭირო ასპქეტები.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Goleman, D. (2005). Emotional Intelligence. New York: Bantam Books.

Goleman, D. (2012). Emotional Intelligence: Why It Can Matter More Than IQ. New York: Random House Publishing Group.

Gross, J. (2014). Handbook of Emotion Regulation. New York: Guilford Publication.

Magliano, J. (2017). Why a child’s social-emotional skills are so important, psychology today,

Ryan, R., & Deci, E. (2000). Self-Determination Theory and the Facilitation of Intrinsic Motivation, Social Development, and Well-Being. American Psychologist, 68.

Salovey, P., & Meyer, J. D. (1990). Emotional Intelligence. SageJournals.

Thompson, R. A., & Meyer, S. (2007). Socialization of Emotion Regulation in the Family. Hanbook of emotion regulation.-ში California: University of California, Davis.

გოგოლიშვილი, ს. (2019). ემოციურ ინტელექტს, სამუშაო ბულინგსა და კონტროლის ლოკუსს შორის ურთიერთმიმართება. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გოლემანი, დ. (2018). ემოციური ინტელექტი. თბილისი: ბიზნესლიტერატურა.

მარწყვიშვილი, ხ., & მესტვირიშვილი, მ. (2010). ემოციური ინტელექტი - უნარი, პიროვნული ნიშანი და კომპეტენცია. საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე.

პანეპინტო, ჯ. (2020 წლის 27 თებერვალი). 3 გზა ბავშვებში ემოციური ინტელექტის გასავითარებლად. (ა. გაბისიანი, თარჯ.) თბილისი.

ჭირაქაძე, ა. (2022). მოზრდილთა მიჯაჭვულობის კავშირი სოციალურ შფოთვასა და ემოციურ ინტელექტთან ქართულ კულტურაში. ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-08

როგორ უნდა ციტირება

ბრეგაძე მ. (2024). ემოციური ინტელექტისა და სოციალური სწავლების მნიშვნელობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“ შრომები , 5, 409–421. https://doi.org/10.52340/erp.2024.05.43

გამოცემა

სექცია

განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგია