სწავლების ორგანიზაცია და მეთოდიკა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში - „პედაგოგიური რჩევა“

ავტორები

  • იმერი ბასილაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • მაია ახვლედიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • სოფიო მორალიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/erp.2024.05.40

საკვანძო სიტყვები:

სათათბირო ორგანო, „პედაგოგიური რჩევა“, დიდაქტიკური პრინციპები, სასწავლო პროგრამები, პედაგოგიური საბჭო

ანოტაცია

ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის ინიციატივითა და ფინანსური დახმარებით 1880 წელს დაარსდა ქართული სათავადაზნაურო სკოლა-გიმნაზია. ქართული სასწავლო პროცესის განხორციელებისათვის აუცილებელი იყო ეროვნული სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოების და მეცნიერული ტერმინოლოგიის შექმნა. ეროვნული მისიის შესრულებას სწორი ორგანიზება და მართვა სჭირდებოდა. სკოლა-გინმაზიაში არსებულ სასწავლო სააღმზრდელო პროცესებს სამზრუნველო კომიტეტთან ერთად სათათბირო ორგანო „პედაგოგიური რჩევა” უძღვებოდა, რომელიც შედგებოდა სკოლის მასწავლებლებისაგან. აღნიშნულ სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელობდა გიმნაზიის ინსპექტორი. მის მიერ არჩეული მდივანი აწესრიგებდა „პედაგოგიური რჩევის ოქმებს“. სათათბირო ორგანოში შედიოდნენ სკოლა-გიმნაზიის პედაგოგთა კოლექტივის საუკეთესო წარმომადგენლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის, ქართული სახელმძღვანელობის და ქართული პედაგოგიური აზროვნების განვითარების საქმეში. საარქივო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ „პედაგოგიურ რჩევას“, როგორც სათათბირო ორგანოს, მეთოდური ფუნქციაც ჰქონდა დაკისრებული. არსებული საარქივო დოკუმენტების ანალიზის შედეგად თამამად შეიძლება ითქვას, „პედაგოგიური რჩევა”იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი პრობლემების ფონზე წარმატებულად მართავდა დასავლეთ საქართველოში პირველ ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. „პედაგოგიური რჩევა” პედაგოგიკის თანამედროვე პრინციპებზე აგებდა აღზრდისა და ქართულ ენაზე სწავლების ურთულეს საქმეს. დაარსების პირველი დღეებიდანვე ეროვნული სულისკვეთებით ზრდიდა მომავალ თაობას. მათი მიდგომა ყველა პრობლემური საკითხისადმი იყო შემოქმედებითი და გამოდიოდა მოსწავლეთა, მასწავლებელთა, სკოლის და ქვეყნის ინტერესებიდან. 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ახვლედიანი 2009: ახვლედიანი მ., ქუთაისის ქართული სკოლა-გიმნაზია XIX – XX საუკენეთა მიჯნაზე, ქუთაისი, 2009.

ქ ც ა, ფონდი 9, საქმე 188, ფურც. 5.

ქ ც ა, ფონდი 9, საქმე №698, ფურც. 6.

ქ ც ა, ფონდი 9, საქმე №634, ფურც. 8.

ქ ც ა, ფონდი 9, ანაწერი №1 საქმე №734, ფურც. 1.

ქ ც ა, ფონდი № 9, საქმე №429, ფურც. 38-41.

ქ ც ა, ფონდი 9, ანაწერი 1, საქმე N 246, ფურც. 3-4.

ხუნდაძე ტ., (1976). ქუთაისის ქართული გიმნაზიის ისტორიიდან, თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-07

როგორ უნდა ციტირება

ბასილაძე ი., ახვლედიანი მ., & მორალიშვილი ს. (2024). სწავლების ორგანიზაცია და მეთოდიკა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში - „პედაგოგიური რჩევა“. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“ შრომები , 5, 379–389. https://doi.org/10.52340/erp.2024.05.40

გამოცემა

სექცია

განათლების ისტორია

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.