გენდერული პერსპექტივები ისტორიის სწავლებისას: გამოწვევები და შესაძლებლობები
DOI:
https://doi.org/10.52340/erp.2024.05.39საკვანძო სიტყვები:
გენდერი, განათლება, ისტორიაანოტაცია
კვლევის მიზანია გამოავლინოს გენდერული პერსპექტივების ინტეგრაციის ხარისხი საქართველოს სკოლებში ისტორიის სწავლებისას სახელმძღვანელოებისა და მასწავლებელთა პრაქტიკის ანალიზის გზით. გაანალიზდა სახელმძღვანელოების ტექსტური მასალა, ვიზუალური რეპრეზენტაციები და სავარჯიშოები გენდერული ბალანსის კუთხით. ნახევრად-სტრუქტურირებული ინტერვიუებით შესწავლილ იქნა: მასწავლებელთა გამოცდილება გენდერულად მგრძნობიარე თემების სწავლებისას; სახელმძღვანელოებში არსებული გენდერული რეპრეზენტაციების მათეული შეფასება და დამატებითი რესურსების გამოყენების სიხშირე და ეფექტიანობა გენდერული პერსპექტივების წარმოსაჩენად. სახელმძღვანელოების ანალიზმა აჩვენა, რომ ისტორიული ნარატივები კვლავ მკვეთრად მამაკაცზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში. ქალთა როლი უმეტესად შემოიფარგლება ოჯახური და სოციალური სფეროებით, რაც სრულად ვერ ასახავს მათ ისტორიულ წვლილს. მასწავლებლებთან ჩატარებულმა ინტერვიუებმა გამოავლინა, რომ მათი უმრავლესობა აცნობიერებს გენდერული პერსპექტივების მნიშვნელობას, თუმცა, პრაქტიკაში მათი ეფექტურად გამოყენება პრობლემურია. ეს ძირითადად გამოწვეულია სათანადო გამოცდილებისა და ცოდნის ნაკლებობით, რაც მიუთითებს პროფესიული განვითარების პროგრამების საჭიროებაზე. პოზიტიურ ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე ისტორიის სწავლებისას გენდერული ბალანსისკენ სვლა, თუმცა, ეს პროცესი არათანმიმდევრულია და საჭიროებს გაძლიერებას. ამ მიგნებების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არსებობს სისტემური გამოწვევები, რომლებიც აფერხებს გენდერულად დაბალანსებული ისტორიული ნარატივის ჩამოყალიბებას. საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოიცავს როგორც სახელმძღვანელოების შინაარსობრივ გადამუშავებას, ისე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას გენდერულად მგრძნობიარე სწავლების მეთოდებში. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ინკლუზიური და კრიტიკული ისტორიული აზროვნების ჩამოყალიბებას, რაც აუცილებელია თანამედროვე, თანასწორობაზე ორიენტირებული საზოგადოების ფორმირებისთვის.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Booth, A. (2013). How History Works: The Reconstitution of a Human Science.
Bohan, C. H. (2017). Gender and feminist scholarship in social studies research.
Crocco, M. S. (2008). Gender and sexuality in the social studies.
Grammes, T. (2011). Nationalism, Patriotism, Citizenship and beyond.
Kleinberg, S. J., Boris, E., & Ruiz, V. L. (Eds.). (2007). The Practice of U.S. Women's History.
Lerner, G. (2009). Living with History / Making Social Change.
Osler, A. (2016). Human Rights and Schooling: An Ethical Framework for Teaching for Social Justice.
Pinto, H. (2021). Gender Equality in History Education: A First Glimpse of Portuguese History Textbooks.
Repoussi, M., & Tutiaux-Guillon, N. (2010). New trends in history textbook research.
Ross, E. W. (2014). The Social Studies Curriculum: Purposes, Problems, and Possibilities.
Skelton, C., Francis, B., & Smulyan, L. (Eds.). (2006). The SAGE Handbook of Gender and Education.