განათლების მდგრადი განვითარების გამოწვევები საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.52340/erp.2024.05.38საკვანძო სიტყვები:
ხარისხიანი განათლება, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, განათლების სისტების მოდერნიზაციაანოტაცია
საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ჩართულობის ზრდას ევროკავშირის მიერ შემუშავებულ სტარტეგიებსა და პროგრამებში. ხარისხიანი განათლების მიღება მდგრადი განვითარების მიღწევის წინაპირობაა. მისი ამოცანების შესასრულებლად საჭიროა განათლების სისტების მოდერნიზაცია და ახალგაზრდების აღჭურვა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, კრეატიულობა, ემოციური ინტელექტი, სოციალური და თანამშრომლობითი უნარები, ციფრული უნარები და სხვ. კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში პრობლემად რჩება მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებლები და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. მოსწავლეებში შესუსტებულია ანალიტიკური, სოციალური და ლოგიკურობის უნარები. კვლევისას გამოვლინდა ისიც, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ თავიანთ პასუხისმგებლობასა და როლს მდგრადი განვითარებისათვის მისაღწევ მიზნებში. მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც არ არიან სათანადოდ მომზადებული ახალი გამოწვევების საპასუხოდ; საჭიროა მათი გადამზადება, რათა შეძლონ ფეხი აუწყონ მათ გარშემო არსებულ სწრაფად ცვალებად გარემოს. სტატიაში განხილულია ის ზოგიერთი ფაქტორები, რომლებიც აფერხებს განათლების მდგარდი განვითარების მიზნების მიღწევას. გამოიკვეთა, რომ განათლების სფერო ჯერ კიდევ ბევრი პრობლემის წინაშეა განათლების ინკლუზიურობის კუთხით, დგას ინფრასტრუქტურული პრობლემები, მასწავლებლები არ არიან საკმარისად კომპეტენტური მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზების პროცესში, განათლების პროგრამები საჭიროებს მოდერნიზებას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბლიაძე, მ. (2021). რა ამოცანები დგას მასწავლებლის წინაშე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) სტრატეგია განათლება მდგრადი განვითარებისთვის (2003), თბილისი
რატიანი, მ. (2022). მდგრადი განვითარების მიზნები თეორიიდან პრაქტიკამდე. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი.
Education for sustainable development goals , learning objectives (2017), UNESCO, Paris, France
Sustainability.Ge - ყველაფერი მდგრადი განვითარების შესახებ
https://idfi.ge/ge/why_does_sdgs_matter
https://akhaliganatleba.ge/https-akhaliganatleba-ge-wp-admin-post-phppost29986actionedit/