უმაღლესი განათლების როლი კურსდამთავრებულთა უნარებსა და დამსაქმებლის მოლოდინებს შორის შეუსაბამობის შემცირებაში
DOI:
https://doi.org/10.52340/erp.2024.05.34საკვანძო სიტყვები:
უმაღლესი განათლება, დამსაქმებლები, უნარები, შეუსაბამობაანოტაცია
ბოლო წლებში მზარდი აქცენტი კეთდება უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა შრომის ბაზრის საჭიროებებთან შესაბამისობის აუცილებლობაზე. აღნიშნული გამოწვეულია დამსაქმებლების მიერ ხშირად გამოთქმული უკმაყოფილებით, რაც დაკავშირებულია იმ დიდ შეუსაბამობასთან, რაც არსებობს სტუდენტების მიერ უნივერსიტეტში სწავლის პროცესში მიღებულ ცოდნასა და უნარებს და სამუშაოს შესასრულებლად მზადყოფნისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს შორის. ანალოგიური მდგომარეობაა საქართველოში, რაზედაც მიგვითითებს 2019 წელს ევროპის სასწავლო ფონდის მიერ ჩატარებული უნარების შეუსაბამობის გაზომვის ანგარიში. ანგარიშში გამოვლენილია მნიშვნელოვანი ხარვეზები შეძენილ უნარებსა და დამსაქმებლების მიერ მოთხოვნილ უნარებს შორის. ეს შეუსაბამობები მოიცავს როგორც ტექნიკურ უნარებს, ასევე პიროვნულ და ადამიანებთან ურთიერთობის უნარებს, ე.წ. რბილ უნარებს. შესაბამისად აღნიშნულისა, ჩვენი კვლევის მიზანად დავისახეთ, შეგვესწავლა, თუ რამდენად ასახავს უმაღლესი განათლება შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ანუ რამდენად შეესაბამება დამსაქმებლების მიერ მოთხოვნილი ცოდნა და უნარები გამოცხადებულ ვაკანსიებზე კურსდამთავრებულთა მიერ ფაქტობრივად გამოვლენილ ცოდნასა და უნარებს. მიზნის მიღწევისთვის გამოვიყენეთ რაოდენობრივი კვლევა. შემუშავებული კითხვარის მიხედვით მოვახდინეთ დამსაქმებლების გამოკითხვა კურსდამთავრებულთა უნარებთან დაკავშირებული მოლოდინების დასადგენად. ლიკერტის სკალის გამოყენებით მოპოვებული მონაცემების საფუძველზე შევაფასეთ ის აუცილებელი უნარები, რომლებსაც დამსაქმებელი ითხოვს და ის უნარები, რომლებიც კურსდამთავრებულებმა გასაუბრების ან ტესტირების დროს გამოავლინეს. კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ შეუსაბამობის კუთხით ის გამოწვევები და პრობლემები, რომელიც იდენტიფიცირებული იქნა ზემოთნახსენები ფონდის ანგარიშში, ახლაც განსაკუთრებით მწვავედ დგას და შესაბამისად, დამსაქმებელთა კმაყოფილების დონე კრიტიკულად დაბალია. აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადდა რეკომენდაციები უნივერსიტეტების როლის შესახებ, კურსდამთავრებულთა უნარებსა და დამსაქმებლის მოლოდინებს შორის შეუსაბამობის შესამცირებლად.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Adalet McGowan, M. & D. Andrews (2015). Labour Market Mismatch and Labour Productivity: Evidence from PIAAC Data, OECD Economics Department Working Papers, No. 1209. Paris : OECD Publishing.
Aki Amoa (2023). The Role of Education and Training in Strengthening the Labor Force, Entrepreneurship & Organization Management/ https://www.hilarispublisher.com/open-access/the-role-of-education-and-training-in-strengthening-the-labor-force.pdf
Alanazi AS, Benlaria H. Bridging Higher Education Outcomes and Labour Market Needs: A Study of Jouf University Graduates in the Context of Vision 2030. Social Sciences. 2023; 12(6):360. https://doi.org/10.3390/socsci12060360
Bharti Pandya & Umar Ruhi & Louise Patterson (2023). Preparing the future workforce for 2030: the role of higher education institutions. ORIGINAL RESEARCH article, Front. Educ. Sec. Higher Education,Volume 8
Borghans, Lex & De Grip, Andries (2000). The Overeducated Worker? Econpapers. https://econpapers.repec.org/article/eeeecoedu/v_3a21_3ay_3a2002_3ai_3a2_3ap_3a192-194.htm
Caroline Wehner & Andries de Grip & Harald Pfeifer (2022). Do recruiters select workers with different personality traits for different tasks? A discrete choice experiment, Labour Economics, Volume 78.
Chamorro-Premusic, Tomas & Frankiewicz, Becky (2019). Does Higher Education Still Prepare People for Jobs? Harvard Business Review
Chamorro-Premuzic & Frankiewicz (2019). 6 Reasons Why Higher Education Needs to Be Disrupted. Harvard Business Review. https://danielschristian.com/learning-ecosystems/2019/11/29/6-reasons-why-higher-education-needs-to-be-disrupted-chamorro-premuzic-frankiewicz/
Deloitte’s (2019). Global Human Capital Trends – Leading the social enterprise: Reinvent with a human focus . https://www2.deloitte.com/content/dam/insights/us/articles/5136_HC-Trends-2019/DI_HC-Trends-2019.pdf
Jaehee Park (2018). Higher education employees’ self-assessment of person–organization fit: the role of work conditions and job satisfaction, International Review of Public Administration Volume 23, 55-77. https://doi.org/10.1080/12294659.2018.1447883
Konstantinos Pouliakas & Giovanni Russo & Giulia Santangelo (2024). Untangling labour shortages in Europe: unmet skill demand or bad jobs?, Luxembourg: Publications Office. Cedefop working paper series; No 20.
Kuusela, Timo & Stronkowski, Piotr (2024). KEY POLICY DEVELOPMENTS IN EDUCATION, TRAINING AND EMPLOYMENT –GEORGIA 2023. European Training Foundation.
Manyika, J., et al. (2017). A Future That Works: Automation, Employment and Productivity. New York: McKinsey & Company.
McGuinness, Séamus (2006). Overeducation in the Labour Market, Journal of Economic Surveys, Volume 20, Issue 3 p. 387-418. https://doi.org/10.1111/j.0950-0804.2006.00284.x
Peter J. Sloane (2003). Much Ado about Nothing? What Does the Over-education Literature Really Tell Us?. Berlin and Roa at Maastricht University. https://www.researchgate.net/publication/240628529_Much_Ado_about_Nothing_What_Does_the_Over-education_Literature_Really_Tell_Us
Quintini, Glenda (2011). Over-Qualified or Under-Skilled: A Review of Existing Literature. OECD Social, Employment and Migration Working Papers No. 121. Paris: OECD.
Rutkowski, Jan. (2013). Workforce skills in the eyes of the employers : results of the Georgia STEP employer skills survey. Worldbanc: Working Paper. DOI: 10.13140/RG.2.1.3379.3444
Seamus McGuinness & Adele Whelan & Adele Bergin (2016). Is There a Role for Higher Education Institutions in Improving the Quality of First Employment? IZA Discussion Paper No. 10138. B.E. Journal of Economic Analysis and Policy, 16(4), 12-23.
Verhaest & Van der Velden (2012). Cross-country Differences in Graduate Overeducation, European Sociological Review. https://www.jstor.org/stable/i24479852.