პრობლემური სიტუაციების გამოყენება ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე, როგორც მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების განვითარების სტრატეგია

ავტორები

  • ნინო მოდებაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/erp.2024.05.33

საკვანძო სიტყვები:

პრობლემა, მოსწავლე, შემეცნებითი აზროვნება, მოტივაცია, ბუნებისმეტყველება, ინტერესი

ანოტაცია

მოსწავლის შემეცნებითი განვითარება გულისხმობს ისეთი უნარების განვითარებას, რომელსაც მისი ტვინი იყენებს აზროვნებისა და სწავლისათვის. ეს უნარებია: ინტერესის შენარჩუნება სიახლის მიმართ, კითხების  დასმა და ვარაუდების გამოთქმა, ყურადღების კონცენტრაცია, დაკვირვება საგნებსა და მოვლენებზე, ექსპერიმენტი, შედარება, მიზეზშედეგებრიობის განსაზაღვრა, ანალიზი, ინტერპრეტირება, პრობლემის შექმნა და გადაჭრა და სხვა.   ბავშვებისათვის ცნობისმოყვარეობა და ინტერესი  მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივატორია. ამიტომაა მნიშვნელოვანი მისი გაღვივება და შენარჩუნება, რომელიც გასაღები შეიძლება აღმოჩნდეს მისი მოტივაციის ასამაღლებლად, აზროვნებისა და  და შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად.  ნაშრომში განხილულია ბუნებისმეტყველების ერთ გაკვეთილზე დაკვირვების შედეგი, სადაც მასწავლებელმა გაკვეთილის შესავალშივე საინტერესო ზღაპრის მეშვეობით დასვა პრობლემა, ბავსვები განაწყო აზროვნებისაკენ და დისკუსია-მსჯელობით მიიყვანა პრობლემის გადაჭრამდე. როგორც  ერთი კონკრეტული გაკვეთილის დაკვირვებამ გვიჩვენა, პრობლემური სიტუაციის შექმნა გაკვეთილზე არაა ისეთი სქემა, რომელიც ბუნებრივი კალაპოტიდან აგდებს სასწავლო პროცესს. მისი ელემენტარული ფორმაა კითხვის/პრობლემის სწორად დასმა, რომელიც მოსწავლეთა გონებრივ  წონასწორობას არღვევს  და პასუხის აქტიურ მოთხოვნილებას  წარმოშობს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

მოდებაძე, ნ. (1999). ,,ბუნებისმცოდნეობის ინტეგრირებული კურსის სწავლების პროცესში მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის ფორმირების პედაგოგიური პირობები(V-VI კლასების მაგალითზე)“., საკანდიდატო დისერტაცია, ი. გოგებაშვილის სახლობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი., თბილისი.

ბასილაძე, ი., ჭოხონელიძე, ნ.,კოსტავა, ქობულაძე, ნ.(2017). ,,სწავლების მეთოდები, სტრატეგიები, პედაგოგიური ტექნოლოგიები დაცოდნის შემოწმება-შეფასების საკითხები‘’. ქუთაისისსახელმწიფოუნივერსიტეტისგამომცემლობა.

ბოჭორიშვილი, მ., ნამიჭეიშვილი, ნ., ნაბულიშვილი, ნ. (2015). ,,ინტერაქტიური მეთოდები’’. თბილისი. გამომცემლობა მწიგნობარი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-07

როგორ უნდა ციტირება

მოდებაძე ნ. (2024). პრობლემური სიტუაციების გამოყენება ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე, როგორც მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების განვითარების სტრატეგია. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“ შრომები , 5, 294–299. https://doi.org/10.52340/erp.2024.05.33

გამოცემა

სექცია

ინოვაციები უმაღლეს განათლებაში

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.