ჭადრაკის მასწავლებლის მომზადების პრაქტიკის კვლევა

ავტორები

  • მეგი ესებუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/erp.2024.05.30

საკვანძო სიტყვები:

ჭადრაკი, ჭადრაკის სწავლება, ჭადრაკის მასწავლებლის მომზადების პროგრამა

ანოტაცია

ჯანსაღი ცხოვრების   წესის    დანერგვა    სახელმწიფოს   ერთ-ერთ    პრიორიტეტს წარმოადგენს, რომელიც   საქართველოს   ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებშია გაწერილი და ამავე დროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტორს განსახორციელებელი პროგრამების ერთ-ერთ მიზანსაც წარმოადგენს. ამ მიზნის შესრულებას კი სპორტული სექტორის გაძლიერებით იმედოვნებენ, ჩამოთვლილ სპორტულ სახეობათა შორის კი ჭადრაკის სწავლების პოპულარიზაციაც იგულისხმება. ქართულ საგაკვეთილო საგანმანათლებლო სივრცეში 2009 წლამდე ჭადრაკის სწავლება, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომი მხოლოდ კერძო სკოლის მოსწავლეებითვის იყო, ჭადრაკის პედაგოგის შერჩევაც ზოგადსაგანმანათლებლო სოლის კერძო მოთხოვნების შესაბამისად ხდებოდა. 2022-2024 სასწავლო წლებში ჭადრაკის როგორც სასკოლო საგნის სწავლა/სწავლების ფორმა სამართლებრივ ჩარჩოებში ექცევა, იგი სავალდებულო საგანი გახდა I და II კლასის მოსწავლეებისთვის,  გაჩნდა ჭადრაკის საგნობრივი სტანდარტი, მაგრამ მასწავლებლის დარგობრივი მახასიათებლის დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა ჭადრაკის მასწავლებლის მომზადების პროგრამის გაწერა ხელმისაწვდომი არ არსებობს. იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ არ გვაქვს სკოლის მასწავლებლის მომზადების პროგრამები, სკოლის დირექტორების მიერ შერჩეულ ჭადრაკის მასწავლებლებს არ აქვთ საგნის სწავლების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ჩემი თემის აქტუალობა სწორედ ამ პრობლემიდან გამომდინარეობს, რომ მიუხედავად ეროვნული სასწავლო გეგმით გათალისწინებული სავალდებულო საგნისა, არ გვაქვს დოკუმენტი თუ რა დარგობრივ მახასიათებელს უნდა ფლობდეს ჭადრაკის მასწავლებელი, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა ისეთი სასწავლო პროგრამის შემუშავება, რომლის გავლის შემდეგაც მომავალი სკოლის ჭადრაკის მასწავლებელი მიიღებს საგნის სწავლებისათვის აუცილებელ თეორიულ ცონდას, პრაქტიკულ უნარებსა და გაითავისებს იმ ღირებულებებს რომელზე დაყრდნობითან უნდა მოხდეს მოსწავლეთა სწავლა/სწავლების პროცესის დაგეგმვა/განხორციელება. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ჭადრაკი ეროვნული სასწავლო გეგმით გათალისწინებული სავალდებულო საგანია, მასწავლებელთა პროფესიული გამოცდის არ არსებობის გამო, სკოლის ჭადრაკის მასწავლელბლებს არ შეუძლიათ საგნიბრივი კომპეტენციის დადასტურებამ რის შემდეგაც მათ საშუალება ექნებოდათ ჩაბმულიყვნენ მასწავლებელთა სქემაში. ასევე, ჭადრაკის მასწავლებელის საგნობრივი კვალიფიკაციის დამადასტირებელი ტესტის არ არსეობის გამო, საკონით არ აქვთ შესაძლებლობა შეიმუშაონ თუნდაც ჭადრაკის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამამ რომელიც სრულფასოვანი საშუალება იქნენობდა სკოლის ჭადრაკის მასწავლებლობის მსურველთა გადასამზადებლად.  

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-07

როგორ უნდა ციტირება

ესებუა მ. (2024). ჭადრაკის მასწავლებლის მომზადების პრაქტიკის კვლევა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“ შრომები , 5, 268–278. https://doi.org/10.52340/erp.2024.05.30

გამოცემა

სექცია

საგნის სწავლების მეთოდიკა

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.