კომპლექსური დავალების როლი ფიზიკის გაკვეთილზე

ავტორები

  • ნინო ჟონჟოლაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/erp.2024.05.26

საკვანძო სიტყვები:

მოტივაცია, კომპლექსური დავალება, ცოდნის ამაღლება

ანოტაცია

გარკვეული დროის განმავლობაში სკოლა გადასული იყო დისტანციურ სწავლებაზე. ნაკლებმა კომუნიკაციამ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სისტემატურმა და უკონტროლო გამოყენებამ, საკუთარი შესაძლებლობების ნაკლებად გამოვლინების საჭიროებამ მოსწავლეთა მოტივაციაზე პირდაპირპროპორციულად იმოქმედა. მოტივაციის დაქვეითება კი სწავლის შედეგებზე და მოსწავლის მიღწევებზე აისახა. ასაკობრივმა თავისებურებებმა, და ზემოთ აღნიშნულმა ფაქტორებმა განსაკუთრებით იმოქმედა მე-9 კლასის მოსწავლეებზე, რომელთაც სასკოლო სივრცეში დაბრუნებულებს, გაუჭირდათ, ერთმანეთისთვის შეესაბამებინათ ყოფითი ინტერესები და სწავლის რუტინული პროცესი. ჩემთვის, როგორც ფიზიკის მასწავლებლისთვის საინტერესო იყო მეპოვა პასუხი შემდეგ კითხვაზე, თუ რამდენად შეძლებენ მოსწავლეები სამყაროში მიმდინარე მოვლენებში ფიზიკის კანონზომიერებების დანახვას და მიღებული ცოდნის გამოყენებით სხვადასხვა ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრას , ამიტომ კლასს შევთავაზე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა: “საბურავები“ კომპლექსური დავალებაზე მუშაობისას ვითვალისწინებდი მოსწავლეთა საჭიროებებს, ინდივიდუალურ თავისებურებებს, ვიყენებდი დიფერენცირებულ მიდგომებს. ყოველივე ეს ეხმარებოდა მოსწავლეებს საკითხის ღრმად, საფუძვლიანად გააზრებაში. პროცესის მიმდინარეობას ვუწევდი მუდმივ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში კლასს/მოსწავლეებს ვაძლევდი პროცესის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ უკუკავშირს. მოსწავლეები შევაფასე განმავითარებელი შეფასებით. კომპლექსური დავალება სახალისო იყო, მოსწავლეებს უნდა მოეხდინათ ფიზიკის კანონზომიერებების დანახვა და მიღებული ცოდნა გამოყენებინათ კონკრეტული ცხოვრებისეული ამოცანების გადასაჭრელად. კომპლექსურმა დავალებამ მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია და გაზარდა ფიზიკის სწავლისადმი მათი ინტერესი. შედეგების პროგრესმა ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალება მომცა: მოსწავლეებს კომპლექსური დავალებები ეხმარება, დაინახონ თეორიული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების საჭიროება, ხოლო მასწავლებელს ეხმარება მოსწავლეთა მოტივაციისა და ცოდნის ამაღლებაში.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის მარიანა ხუნძაყიშვილი სარა ბივერი.

III მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა

https://www.etaloni.ge/geo/main/index/46174

https://mastsavlebeli.ge/?p=30142

https://education.geolab.edu.ge/?cat=69

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-07

როგორ უნდა ციტირება

ჟონჟოლაძე ნ. (2024). კომპლექსური დავალების როლი ფიზიკის გაკვეთილზე. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“ შრომები , 5, 232–238. https://doi.org/10.52340/erp.2024.05.26

გამოცემა

სექცია

საგნის სწავლების მეთოდიკა

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.