ქიმია- ბიოლოგიის ინტეგრირებული სწავლების კიდევ ერთი მეთოდი
DOI:
https://doi.org/10.52340/erp.2024.05.25საკვანძო სიტყვები:
საკვები დანამატები, ჯანსაღი ცხოვრება, ჯანმრთელობა, კვება, კვების პროდუქტიანოტაცია
სტატიაში წარმოდგენილია საგანთა ინტეგრირებული სწავლების კიდევ ერთი ნიმუში. კერძოდ ქიმიის და ბიოლოგიის ინტეგრირება სასწავლო პროცესში. ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტურობა განაპირობებულია იმით, რომ მოსწავლე საკითხს განიხილავს სხვადასხვა დისციპლინის ჭრილში; ამყარებს საგანთა შორის კავშირებს; ამავდროულად, საკითხს განიხილავს როგორც ერთ მთლიანობას; ახდენს საგანთა შორის ტრანსფერს. ინტეგრირებულ გაკვეთილებს დიდი ფუნქციური დატვირთვა აქვთ. ამისათვის მნიშვნელოვანია, გამოვყოთ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული რომელიმე სასწავლო დისციპლინის შიგნით არსებული ინტეგრაცია და სხვადასხვა საგნის ფარგლებში საკითხის სწავლების ინტეგრირებული მიდგომები. საგანთა შორის ინტეგრირება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, კონკრეტული საკითხი შეისწავლონ არა დაცალკევებულად, ფრაგმენტულად, არამედ გააერთიანონ ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა და სამიზნე ცნებებზე დაყრდნობით, ერთ მთლიანობაში წარმოიდგინონ საგნებსა და მოვლენებს შორის არსებული ურთიერთკავშირი. წარმოდგენილი ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა მე-11 კლასში. გაკვეთილის თემა ეხებოდა საკვებ დანამატებს, რა დროსაც მოსწავლეები ბუნებრივად უკავშირებდნენ საკვებს - ადამიანის ჯანმრთელობას. საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებში ამაღლდა ცნობიერება საკვები დანამატების შესახებ, გაიზარდა პასუხისმგებლობა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების მიმართ, მოსწავლეებმა გააცნობიერეს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა, შეძლეს მონაცემების აღრიცხვა, მოწესრიგება, დამუშავება, ინფორმაციის წარმოდგენა სხვადასხვა ფორმით, გაიაზრეს და მოახდინეს იმის დასაბუთება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გახოკიძე, რ.,ტაბატაძე, ლ. (2016) კვების პროდუქტთა ქიმია. თბილისი: უნივერსალი.
განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმა - 2018-2024
https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
ლაფერაშვილი, ქ; ქუჩუკაშვილი, ზ. (2011). სურსათის უვნებლობა და ხარისხი. თბილისი.
მასწავლებლის წიგნი, ინტეგრირებული გაკვეთილები (2021). მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი.
https://mastsavlebeli.ge/wp-content/uploads/2021/10/Mastsavleblis-Tsigni-2021-2-web.pdf