შემოქმედებითი წერის გამოწვევები და სარგებელი

ავტორები

  • ლელა ეძგვერაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ანა ქარცივაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • მონიკა გეგენავა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/erp.2024.05.13

საკვანძო სიტყვები:

შემოქმედებითი წერა, მოსწავლეთა გამოცდილება და მზაობა, ფსიქო–ემოციური ბარიერები, მოსწავლის შინაგანი სამყარო, სწავლების ეფექტური სტრატეგიები

ანოტაცია

ნაშრომში წარმოგიდგენთ ორ სხვადასხვა კლასში განხორციელებული შემოქმედებით წერის შედეგების ანალიზს. პედაგოგიური პრაქტიკის დროს სტუდენტებმა ერთი და იმავე რესურსის გამოყენებით ჩაატარეს შემოქმედებითი წერის აქტივობა.  რესურსად გამოყენებულ იქნა ქვიშის თეატრის სპექტაკლი, რომელიც შექმნილია გურამ პეტრიაშვილის „წვიმის მოყვარული კაცის“ მიხედვით. მოსწავლეებმა უყურეს სპექტაკლს, გათიშული ხმით, და მხოლოდ გამოსახულებზე დაყრდნობით შექმნეს ტექსტის საკუთარი ვერსია. აღსანიშნავია, რომ სამიზნე კლასების გამოცდილება და აკადემიური მზაობა საკმაოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ასევე, აქტივობა განხორციელდა სხვადასხვა პერიოდში. 

პროცესის განხორციელებისა და მოსწავლეთა ნაშრომების ანალიზმა აჩვენა, რომ:

  • მზაობისა და გამოცდილების მიუხედავად, ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო პროცესში, შეძლო საინტერესო, ინდივიდუალური ხედვის გამომხატველი ნაშრომების შექმნა; ნაშრომები იყო მრავალფეროვანი; ფაქტობრივად, ყველა ნაშრომში აისახა ტექსტის არსებითი პათოსი: რაღაც ძვირფასის, ამაღლებულის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი;
  • გამოცდილებისა და აკადემიური მზაობის განსხვავება აისახა ნაშრომების მოცულობაზე, ტექსტის ორგანიზებაზე, წინადადებების გავრცობისა და სტრუქტურული გამართულობის ხარისხზე, მართლწერის ნორმების დაცვაში;
  • ნამუშევრების შინაარსზე გავლენა იქონია განხორციელების პერიოდმა. კლასში, სადაც გაკვეთილი ჩატარდა საზოგადოებრივი აქტიურობის პერიოდში, მოსწავლეებმა გააქტიურეს სამშობლოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების დაკარგვის, პიროვნული და ეროვნული ღირებულებების თემა. 
  • შესაბამისი გამოცდილების არმქონე მოსწავლეებთან სტუდენტს დასჭირდა ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვაზე ზრუნვა, რასაც წარმატებით გაართვა თავი მხარდაჭერისა და წახალისების სტრატეგიების გამოყენებით. 

დასკვისთვის ვიტყვით, შემოქმედებითი ტიპის დავალებები საკლასო პრაქტიკის განუყრელი ნაწილი უნდა იყოს, რადგან: 

  • ასეთი დავალებები ეხმარება მოწავლეებს თვითგამოხატვაში, ავითარებს პიროვნულად. 
  • გვაწვდის საყურადღებო ინფორმაციას მოსწავლეთა შინაგანი სამყაროს, ღირებულებების, წუხილებისა და მისწრაფებების შესახებ.
  • მათი შესრულება ხელეწიფება ფაქტობრივად ყველა მოსწავლეს,  თუ გამოვიყენებთ მათ საჭიროებებზე მორგებულ სტრატეგიებსა და აქტივობებს; 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ინასარიძე, მ.(2018, თებ.14). შემოქმედებითი აზროვნების შესახებ. maswavlebeli.ge, ინტერნეტგაზეთი.

ლომიძე, ნ. (2020,იანვ.20). შემოქმედებითი წერის ტექნიკა და ფანტაზიის გამოყენება: maswavlebeli.ge, ინტერნეტგაზეთი.

შემოქმედებით აზროვნების მნიშვნელობა და მისი განვითარება. https://edu.aris.ge/news/semoqmedebiti-azrovnebis-mnisvneloba-da-misi-ganvitareba.html

Gefry B., Craft A. (2004, March) Teaching Creatively and Teaching for Creativity. Educational Studies. 30(1), 77-87

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-07

როგორ უნდა ციტირება

ეძგვერაძე ლ., ქარცივაძე ა., & გეგენავა მ. (2024). შემოქმედებითი წერის გამოწვევები და სარგებელი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“ შრომები , 5, 123–130. https://doi.org/10.52340/erp.2024.05.13

გამოცემა

სექცია

საგნის სწავლების მეთოდიკა

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.