ბავშვთა მიმართ ძალადობა და ძალადობის იდენტიფიცირების საკითხები სკოლამდელ დაწესებულებაში

ავტორები

  • მარეხი ნიკოლაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნინო მამრიკიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/erp.2024.05.08

საკვანძო სიტყვები:

უფლებები, დაცვა, რეფერირება, სკოლამდელი

ანოტაცია

„ბავშვის უფლებათა კონვენცია”, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა, მონაწილე სახელმწიფოებს ავალებს ბავშვის დაცვას ყოველგვარი ძალადობისაგან, თუმცა კვლევები თუ მასობრივი საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია გვიჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბავშვები ძალადობისაგან ჯერ კიდევ არ, ან არასათანადოდ არიან დაცულნი. განსაკუთრებით მძიმე და ამ დრომდე შეუსწავლელია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სკოლამდელი ასაკის ბავშვების უფლებების დაცვის საკითხები. შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების გარდა ჯერ ისევ აქტუალურია ძალადობის ფაქტებზე რეაგირების საკითხებიც. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები (მთავრობის დადგენილება) მოიცავს ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში  რეაგირების მექანიზმებს, თუმცა ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ რეფერირების პროცესში ჩართული სუბიექტების (საბავშვო ბაღები) პერსონალის ინფორმირებულობის დონე, ამ პროცესში მათი უფლება-მოვალეობების შესახებ, დაბალია. გამოკითხულთა უმეტესობა არ იცნობს ძალადობის ყველა სახეს და მათთვის სირთულეს წარმოადგენს ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირების საკითხიც. ბავშვებთან ყოველდღიურ კონტაქტში მყოფი სპეციალისტები ამ პროცესში მთავარ როლს ასრულებენ. ამიტომ, ვფიქრობთ, საჭიროა სახელმწიფოს მიერ მოხდეს ძალადობის შემთხვევების შეტყობინებასთან დაკავშირებით მასობრივი კამპანიის წარმოება, აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება, მათი საჭირო რესურსით აღჭურვა. ასევე მნიშვნელოვანია სკოლამდელ აღზრდასთან დაკავშირებული პროფესიული და საბაკალავრო პროგრამები შეიცავდეს ბავშვთა მიმართ ძალადობის, მასზე რეაგირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, და აუცილებელია მოხდეს პრევენცია მშობელთა ინფორმირებულობის ზრდის ხელშეწყობით. 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №437 (2016). თბილისი.

გაეროს ბავშვთა ფონდი. (2013) ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში. თბილისი.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია. (2019) მასწავლებლების მიერ ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის შეტყობინება. თბილისი. https://shorturl.at/UWKm3

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში. https://geostat.ge/ka/single-archive/3389

Passek, J. (2019). Kinderschutz in der Kindertagesbetreuung. Köln. LVR Landschaftsverband Rheinland.

Raffauf, E. (2019). Kinder verstehen und im Kita-Alltag professionell begleiten: Wenn Jonah und Sophie Doktor spiele. Cornelsen.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-07

როგორ უნდა ციტირება

ნიკოლაძე მ., & მამრიკიშვილი ნ. (2024). ბავშვთა მიმართ ძალადობა და ძალადობის იდენტიფიცირების საკითხები სკოლამდელ დაწესებულებაში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“ შრომები , 5, 90–95. https://doi.org/10.52340/erp.2024.05.08

გამოცემა

სექცია

ადრეული (სკოლამდელი) განათლება

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.