ციფრული რეალობა - გამოწვევა პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის
DOI:
https://doi.org/10.52340/erp.2024.05.04საკვანძო სიტყვები:
ციფრული კომპეტენცია, პროფესიული განათლების მასწავლებელი, პროფესიული სტუდენტიანოტაცია
ტექნოლოგიებმა შეცვალა სწავლება-სწავლის არსი. თანამედროვე პროფესიული განათლების მასწავლებელს უხდება ზღვა ინფორმაციაში ეფექტური ნავიგაცია, საჭირო ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება, ახალი ინფორმაციის შექმნა და გაზიარება. ეს თავისთავად მოითხოვს სპეციფიკური ციფრული უნარების ფლობას (საოფისე პროგრამების გამოყენება; ელექტრონული ფოსტის მართვა; ონლაინ სასწავლო პლატფორმების გამოყენება; ვიდეო კონფერენციების ინსტრუმენტების გამოყენება; ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნა), ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრირებას სასწავლო პროცესში და სხვ. ნაშრომი წარმოადგენს საქართველოში პროფესიული განათლების მასწავლებლების ციფრული უნარების კვლევის შედეგებს. კვლევა მიზნად ისახავდა შეეფასებინა მასწავლებლების მზაობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისთვის საგანმანათლებლო პროცესში. გამოკვლეულ იქნა მასწავლებლების კომპეტენციები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ციფრული რესურსების შექმნა და გამოყენება, ონლაინ კომუნიკაცია, მონაცემთა ანალიზი და ციფრული უსაფრთხოება. შედეგები აჩვენებს, რომ პროფესიული განათლების მასწავლებლების ციფრული უნარები საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. გამოვლინდა როგორც ძლიერი მხარეები, ისე გამოწვევები. მოხსენებაში წარმოდგენილია რეკომენდაციები პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისთვის, რომლებიც მიმართული იქნება მასწავლებლების ციფრული კომპეტენციების ამაღლებისკენ.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Gallardo-Echenique, E.E., Oliveira, J., Marqus-Molias, L., Esteve-Mon, F. (2015). Digital Competence in the Knowledge Society. Merlot Journal of Online Learning and Teaching, 11 (1);
https://jolt.merlot.org/vol11no1/Gallardo-Echenique_0315.pdf
Brolpito, A. (2018). Digital skills and competence, and digital and online learning. European Training Foundation, Turin;
Cattaneo, A., Antonietti, Ch., Amenduni, F., (2022). Can teachers’ digital competence influence technology acceptance in vocational education? Computers in Numan Behavior, 132 (2022) 107266
https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0747563222000887
Jiri Vilppola, J., Lämsä, J., Vähäsantanen, K., Raija Hämäläinen, R., (2022). Teacher trainees' experiences of the components of ICT competencies and key factors in ICT competence development in work-based vocational teacher training in Finland. International Journal for Research in Vocational Education and Training (IJRVET), 9 (2), 146–166
https://doi.org/10.13152/IJRVET.9.2.1
Ilomäki, L., Kantosalo, A., & Lakkala, M. (2011). What is digital competence? In Linked portal. Brussels: European Schoolnet.
http://linked.eun.org/web/guest/in-depth3
Krumsvik, J., (2016). Upper Secondary School Teachers’ Digital Competence: Analysed by Demographic, Personal and Professional Characteristics. Nordic Journal of Digital Literacy, 11 (3), p. 143–164;
DOI: 10.18261/issn.1891-943x-2016-03-02