ციფრული რეალობა - გამოწვევა პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის

ავტორები

  • მადონა მიქელაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნინო გოგმაჩაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/erp.2024.05.04

საკვანძო სიტყვები:

ციფრული კომპეტენცია, პროფესიული განათლების მასწავლებელი, პროფესიული სტუდენტი

ანოტაცია

ტექნოლოგიებმა შეცვალა სწავლება-სწავლის არსი. თანამედროვე პროფესიული განათლების მასწავლებელს უხდება ზღვა ინფორმაციაში ეფექტური ნავიგაცია, საჭირო ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება, ახალი ინფორმაციის შექმნა და გაზიარება. ეს თავისთავად მოითხოვს სპეციფიკური ციფრული უნარების ფლობას (საოფისე პროგრამების გამოყენება; ელექტრონული ფოსტის მართვა; ონლაინ სასწავლო პლატფორმების გამოყენება; ვიდეო კონფერენციების ინსტრუმენტების გამოყენება; ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნა), ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრირებას სასწავლო პროცესში და სხვ. ნაშრომი წარმოადგენს საქართველოში პროფესიული განათლების მასწავლებლების ციფრული უნარების კვლევის შედეგებს. კვლევა მიზნად ისახავდა შეეფასებინა მასწავლებლების მზაობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისთვის საგანმანათლებლო პროცესში. გამოკვლეულ იქნა მასწავლებლების კომპეტენციები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ციფრული რესურსების შექმნა და გამოყენება, ონლაინ კომუნიკაცია, მონაცემთა ანალიზი და ციფრული უსაფრთხოება. შედეგები აჩვენებს, რომ პროფესიული განათლების მასწავლებლების ციფრული უნარები საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. გამოვლინდა როგორც ძლიერი მხარეები, ისე გამოწვევები. მოხსენებაში წარმოდგენილია რეკომენდაციები პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისთვის, რომლებიც მიმართული იქნება მასწავლებლების ციფრული კომპეტენციების ამაღლებისკენ.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Gallardo-Echenique, E.E., Oliveira, J., Marqus-Molias, L., Esteve-Mon, F. (2015). Digital Competence in the Knowledge Society. Merlot Journal of Online Learning and Teaching, 11 (1);

https://jolt.merlot.org/vol11no1/Gallardo-Echenique_0315.pdf

Brolpito, A. (2018). Digital skills and competence, and digital and online learning. European Training Foundation, Turin;

Cattaneo, A., Antonietti, Ch., Amenduni, F., (2022). Can teachers’ digital competence influence technology acceptance in vocational education? Computers in Numan Behavior, 132 (2022) 107266

https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0747563222000887

Jiri Vilppola, J., Lämsä, J., Vähäsantanen, K., Raija Hämäläinen, R., (2022). Teacher trainees' experiences of the components of ICT competencies and key factors in ICT competence development in work-based vocational teacher training in Finland. International Journal for Research in Vocational Education and Training (IJRVET), 9 (2), 146–166

https://doi.org/10.13152/IJRVET.9.2.1

Ilomäki, L., Kantosalo, A., & Lakkala, M. (2011). What is digital competence? In Linked portal. Brussels: European Schoolnet.

http://linked.eun.org/web/guest/in-depth3

Krumsvik, J., (2016). Upper Secondary School Teachers’ Digital Competence: Analysed by Demographic, Personal and Professional Characteristics. Nordic Journal of Digital Literacy, 11 (3), p. 143–164;

DOI: 10.18261/issn.1891-943x-2016-03-02

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-07

როგორ უნდა ციტირება

მიქელაძე მ., & გოგმაჩაძე ნ. (2024). ციფრული რეალობა - გამოწვევა პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“ შრომები , 5, 60–70. https://doi.org/10.52340/erp.2024.05.04

გამოცემა

სექცია

თანამედროვე (ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიები განათლებაში

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.