სამეწარმეო გუნდის როლი მეწარმოების განვითარებაში
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.30საკვანძო სიტყვები:
სამეწარმეო გუნდი, სამეწარმეო კულტურა, გუნდის მართვაანოტაცია
წინამდებარე სტატიაში განხილულია სამეწარმეო კულტურა, რომელიც თანამედროვე ქართულ ბიზნესში ნაკლებად არის ფეხმოკიდებული და შესაბამისად ბიზნეს ოპერატორების მხრიდანაც ხშირად სათანადო ყურადღება არ ექცევა. თუმცა განვითარებული ქვეყნების ბიზნესის წარმოების კულტურაში მრავალი კვლევით დადგინდა რომ საქმიანობას გუნდი უკეთ ართმევს თავს ვიდრე ცალკეული მუშაკები. მიუხედავად იმისა რომ სამეწარმეო კულტურაში მოიაზრება ის მთელი გარემო სადაც ჩართული პირები მოტივირებულნი იქნებიან ინოვაციური იდეების გენერირებაზე და მათ განხორციელებაზე, ავტორები აქცენტებს ვამახვილებთ ამგვარი კულტურის მთავარ შემადგენელ და განუყოფელ ნაწილზე - მუშაკებზე, რომლებიც ქმნიან სამეწარმეო ჯგუფებს.
გამართული ბიზნეს კომპანიის ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ეფექტური სამეწარმეო გუნდის შექმნა. გუნდი უნდა იყოს კარგად შეკრული, მოქნილი ორგანიზმი და უნდა შეეძლოს ნებისმიერ ცვლილებაზე მოახდინოს სწრაფი და ეფექტური რეაგირება. ამგვარი ჯგუფების ფუნქციონირების მიზანი უნდა იყოს გრძელვადიანი დადებითი შედეგების მიღწევა, შესაძლოა სამუშაო ჯგუფი დროებითი იყოს, მაგრამ მათ მიერ დადებული შედეგი სამომავლოდ აუცილებლად მომგებიანი უნდა იყოს ნებისმიერი ბიზნესისათვის.
თანამედროვე კონკურენტული გარემოს გათვალისწინებით, ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია მეწარმის უნარზე მოახდინოს ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომლებიც შეძლებენ ახალი ინოვაციური იდეების გააზრებას, მის მიზანშეწონილობის ანალიზს და შედეგად ეფექტური ბიზნეს მოდელის განვითარებას, რათა ფირმამ მიაღწიოს ხანგრძლივ წარმატებას.
ავტორების მიერ შესწავლილი და გაანალიზებული იქნა რამოდენიმე მეცნიერული კვლევა და შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურა, რის შედეგადაც გამოვლინდა ნაშრომის მიზანი და ძირითადი აქცენტები გაკეთდა არა სამეწარმეო გუნდის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, რაც აღარ არის საკამათო არც სამეცნიერო და არც პრაქტიკული თვალსაზრისით, არამედ ჩვენ გამოვყავით სწორედ ის შეცდომები რაც შეიძლება მეწარმე - ბიზნესმენმა დაუშვას სამეწარმეო ჯგუფების ჩამოყალიბებისას.
როგორც აღნიშნულია სტატიაში, იმისათვის რომ, კონკურენტულ გრემოში ხანგრძლივ წარმატებას მიაღწიოს კომპანიამ, მნიშვნელოვანია გათავისებული იქნას ის ფაქტი რომ იდეა და შესაძლებლობა სრულიად განსხვავებული ფენომენებია და რომ იდეა გადაიქცეს კომპანიის შესაძლებლობად საჭიროა სამეწარმეო გუნდების ფუნქციონირება ორიენტირებული იყოს საერთო სტრატეგიული მიზნებისაკენ.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბარინგერი, ბ.რ., აირლენდი რ.დ., (2019) მეწარმეობა, თბილისი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი).
Prandelli, E., Pasquini, M., Yerona, G., (2016), In User’s Shoes: an experimental design on the role of perspectivetalking in discovering entrepreneurial opportunities. Jurnal of business venturing31. no3, 287-301.
https://www.marketer.ge/1-leadership-habit/
https://geoeconomics.ge/?p=13751
https://www.callbridge.com/ka/blog/good-team-dynamics-is-essential-in-the-workplace/

