ინკლუზიური განათლების განვითარება და ღირებულებათა თეორიული კონცეფცია სწავლების უმაღლეს საფეხურზე (შეპირისპირებითი ანალიზი)

ინკლუზიური განათლების განვითარება და ღირებულებათა თეორიული კონცეფცია სწავლების უმაღლეს საფეხურზე (შეპირისპირებითი ანალიზი)

ავტორები

  • გვანცა ჭანტურია
  • ხატია ხატიაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.546

საკვანძო სიტყვები:

ინკლუზიური განათლება, უმაღლესი განათლება, შშმ პირი, შეზღუდული შესაძლებლობები

ანოტაცია

ინკლუზიური განათლების კვლევას ადრეული ისტორია გააჩნია ევროკავშირის ქვეყნებში. მან ჩამოყალიბების პროცესში ძველი დროიდან მოყოლებული დღემდე მრავალი ეტაპი გაიარა. თავიდან ეს იყო მიუღებლობა და გარიყულობა, მაგრამ დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში თანხმდებიან იმაზე, რომ შშმ პირები უნდა ცხოვრობდნენ საზოგადოებაში შეძლებისდაგვარად ინტეგრირებულად. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, გვეწარმოებინა შეპირისპირებთი ანალიზი ორი ევროპული ქვეყნის მაგალითზე. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა ჩართვა  უმაღლესი სასწავლებლებლების სასწავლო პროცესში ინკლუზიური განათლების მოდელით  არ წარმოადგენს მარტივ პროცესს. ის საჭიროებს ახალი რეგულაციების შემუშავებასა და გამოყენებას როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ დონეზე. უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხით დაინტერესდნენ მე-20 საუკუნის ბოლოს. თუმცა ამას ბევრი პრობლემა ახლდა თან. ამან მოიტანა ის, რომ საზოგადოება დაფიქრდა, ვის შეეძლო მიეღო უმაღლესი განათლება და ვის - არა. საჭირო იყო კადრებისა და ადმინისტრაციის გადამზადება, უნივერსიტეტების აღჭურვა სპეციალური საჭიროებებით და დამხმარე აღჭურვილობებით, სახელმძღვანელოების მომზადება. ეს პროცესი დღემდე დახვეწის პროცესშია, რადგან ყველა ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ამ პრობლემის სრული გადაჭრით. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრი დარჩა გასაკეთებელი. მნიშვნელოვანი ელემენტი განათლების სიტემაში მაინც არის სკოლა, საბაზისო საფეხური. სტუდენტები სკოლიდან მოდიან და იქ იღებენ განათლების ძირითად  ნაწილს. საყურადღებოა, რა მიიღეს მათ სკოლაში და რას ვახვედრებთ ჩვენ მათ უმაღლეს სასწავლებლებში.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Mirza, H. S. Race, gender and educational desire Text. / H. S. Mirza Equality, participation and inclusion 1: Diverse perspectives (2nd ed.);in Rix J., et. al. (Eds.). London and New York: Routledge and Open University Press, 2010.

Hoover, J. J. The role of special educators in a multitiered instructional system Text. / J. J.Hoover, J. R.Patton // Intervention jn JSchjDol .and-Clinic.2008.-№ 43

Gardner, H. Intelligence reframed: Multiple intelligences for the 21st century Text. / H. Gardner. New York: Basic Books, 2000

Малофеев, Н. Н. Интеграция и специальные образовательные учреждения Текст. /

Малофеев Н. Н., Н. Д. Шматко // Дефектология. 2008

ეროვნული სასწავლო გეგმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის 2010-2016

’’ვისწავლოთ ერთად - ინკლუზიური განათლება’’, 2008

განათლება და დასაქმება - გზა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციისაკენ, 2012

,,ინკლუზიური განათლების წარმატებული შემთხვევები’’, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2014

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-25

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...