მასწავლებელთა დამოკიდებულებები და თანამშრომლობა მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის კონცეფციასთან მიმართებაში
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2021.534საკვანძო სიტყვები:
Study the School Needs, Student-Centered Learningანოტაცია
ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეიძინა მოსწავლეზე ორიენტირებულმა სწავლებამ. ტრადიციული, მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლების სტილიდან ახალ, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო მიდგომების დანერგვაზე გადასვლა არც თუ ისე ადვილი პროცესია მასწავლებელთათვის. ამ მიზნით საქართველოში ხორციელდება რამდენიმე პროექტი, რომელთაგან აღსანიშნავია „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“, რომელიც მიმდინარეობს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მხარდაჭერით. ჩატარდა აღნიშნული პროექტისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ტრენინგი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ტრენინგზე დასწრება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რეფორმა, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, იყოს ეფექტიანი და წარმატებული. ვფიქრობთ, მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს კვლევა და მონიტორინგი როგორც სხვადასხვა სამთავრობო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, ასევე, ლოკალურ (სასკოლო) დონეზე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან კვლევისა და მონიტორინგის მიზანი რეალური სიტუაციის შეფასებასა და არსებობის შემთხვევაში, პრობლემებისა და საჭიროებების გამოკვეთას ემსახურება კონკრეტულ სოციუმში, რაც ხელს შეუწყობს შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვასა და განხორციელებას. ეს კი, საბოლოოდ ემსახურება სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას და რეფორმის წარმატებით განხორციელებას თითოეული სკოლის დონეზე.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ეროვნული სასწავლო გეგმა. 2018-2024 http://ncp.ge
ბაღათრიშვილი ნ., (2017) „საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა კომპეტენციების განვითარება კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისას“ http://tesau.edu.ge/files/uploads/gabatlebis_fakulteti/sadisertacio_cnobari/nino/2/____18.11.17_last.pdf
ბოჭორიშვილი მ. (2012, დეკემბერი). ქეისებით სწავლება. (მოძიებულია 10.09.2018) http://mastsavlebeli.ge/?p=2445
გონაშვილი, რ. (2014, ნოემბერი 11). პროექტებით სწავლება და პროექტების სახეობები. (მოძიებულია 20.10.2018) http://mastsavlebeli.ge/?p=1844
კოჰენი მ., მანიონ ლ.& მორისონ ლ. „კვლევის მეთოდები განათლებაში“ . მეექვსე გამოცემა.
ხუნძაყიშვილი მ., ბივერი ს., (2018) „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ISBN 978-9941-27-941-6
Fuller, F. F. (1969). Concerns of teachers: A developmental conceptualization. American educational research journal, 6 (2), 207-226.
Newman, I., & Benz, C. R. (1998). Qualitative-quantitative research methodology: Exploring the interactive continuum. SIU Press.