ადამიანის ბედნიერება, სინდისი და მოვალეობები

ადამიანის ბედნიერება, სინდისი და მოვალეობები

ავტორები

  • ლია მეტრეველი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.532

საკვანძო სიტყვები:

მორალი, ეთიკა, ზნეობრივი ქცევა, მოვალეობა, ბედნიერება

ანოტაცია

კაცობრიობის წინაშე ძველთაგანვე იდგა კითხვა - რა არის მთავარი ადამიანის ცხოვრებაში, რისთვის ღირს სიცოცხლე?ზოგიერთი ფილოსოფოსი უმაღლეს ღირებულებად მიიჩნევდა ბედნერება-ტკბობა-ნეტარებას. შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლის აზრსაც მის მიღწევაში ხედავდა (დემოკრიტე, ეპიკურე და ეპიკურელები, ფრანგი და ინგლისელი მატერიალისტები, ფოიერბახი, რუსი რევოლუციონერ-დემოკრატები), ხოლო სხვანი - მოვალეობის მიხედვით ცხოვრებას განიხილავდნენ უმაღლეს ღირებულებად (სოკრატე, პლატონი, სტოელთა სკოლა, კანტი და ნეოკანტური სკოლები) ბედნიერების ეთიკის მიხედვით ზნეობის მთავარი ორიენტირი არის ბედნიერებისაკენ სწრაფვა; ზნეობა ის არის, რასაც ადამიანი ბედნიერებისაკენ მიჰყავს. ეს არ გამორიცხავს დროებითი ტანჯვის და უსიამოვნების მომენტს საბოლოო ნეტარების მიღწევს მიზნით.ადამიანის სიცოცხლის აზრად ბედნიერების ამგვარმა გაგებამ და ტკბობა-ნეტარების აღიარებამ საზოგადოების ყველა ფენას გაუჩინა ბედნიერებისაკენ სწრაფვის სურვილი. ამან კი გამოიწვია ადამიანთა ინტერესების ურთიერთშეჯახება, კონფლიქტები და ხშირად შეურიგებელი წინააღმდეგობებიო.ეთიკური რიგორიზმი ზნეობას აფუძნებდა მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის გრძნობაზე და გამორიცხავდა ადამიანის სპონტანურ მისწრაფებებს. იგი არსებითად ასკეტიზმის იგივეობრივია. 19და მოვალეობის ეთიკის წარმომადგენელთა აზრით, ადამიანის სიცოცხლის აზრი ადამიანური ცხოვრების სპეციფიკაში უნდა ვეძებოთ. თუ ადამიანის სიცოცხლის აზრს ბედნიერებისადმი და ტკბობა-ნეტარებისადმი მისწრაფებაში დავინახავთ, მაშინ ადამიანური ცხოვრება არაფრით არ დგას ცხოველთა არსებობაზე უფრო მაღლა - ცხოველთა ქცევის მარეგულირებელიც ხომ სიამოვნება-ტკბობა-ნეტარებაა! ადამიანი ცხოველთა სამყაროზე მაღლა დგას იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია მოთოკოს თავისი მისწრაფებები სიამოვნებათა წყაროების მიმართ და იცხოვროს მოვალეობების მიხედვით. ეს მოვალეობები ადამიანებს აქვთ როგორც სამშობლოს, ახლობლებისა და კაცობრიობის წინაშე, ასევე საკუთარი თავის წინაშეც. მაგალითად, საკუთარ ჯანმრთელობა-სილამაზეზე, ცოდნის შეძენაზე, ზნეობრივ სრულყოფილებაზე ა. შ. ზრუნვა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გ. ბანძელაძე „ეთიკა“, თბილისი, 1980 წ.

გ. ბანძელაძე. ზნეობრივი პროგრესის თეორია და პრაქტიკა, თბილისი, 1982 წ.

გ. ბანძელაძე. შინაგანი და გარეგანი კულტურა. თბილისი. 1975 წ.

ზ. კაკაბაძე, წერილები, თბილისი, საბჭოთა საქართველო. 1972.

მამარდაშვილი. ფილოსოფიის საფუძვლები. მეცნიერება 1992 წ.

თ. ბუაჩიძე, თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის სათავეებთან “Carpe diem” 2013.

Э. Фром. Психоанализ и этика. М. 1993.

კარლ გუსტავ იუნგი. ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები, თბილისი, 1995.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-25

გამოცემა

სექცია

საზოგადოებრივი მეცნიერებები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...