კორონავირუსის პანდემიის გავლენა ფინანსური ინსტრუმენტების აღრიცხვაზე

კორონავირუსის პანდემიის გავლენა ფინანსური ინსტრუმენტების აღრიცხვაზე

ავტორები

  • მანანა მჭედლიშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.529

საკვანძო სიტყვები:

ფინანსური ინსტრუმენტები, საკრედიტო ზარალი, ფინანსური აქტივი, ფინანსური ვალდებულება, ფინანსური ანგარიშგება

ანოტაცია

ფინანსური ინსტრუმენტების შესწავლამ, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, დაგვანახა, რომ ფინანსური ინსტრუმენტების როლი და მნიშვნელობა უდიდესია ქვეყნის ეკონომიკის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის. შესაბამისად კომერციული ბანკები აღრიცხავს ფინანსურ ინსტრუმენტებს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.  ბასს 39-დან ფასს 9-ზე გადასვლით  „თიბისი ბანკმა“ შეიცვალა ფინანსური ინსტრუმენტების აღიარებისა და შეფასების მეთოდები; ფასს 9-ის გამოყენების შედეგად, „თიბისი ბანკს“ საკრედიტო ზარალი შეუმცირდა, ვინაიდან შეიცვალა შეფასების მეთოდები;  „თიბისი ბანკი“, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,  ყოველთვის განსაზღვრავს მოსალოდნელ საკრედიტო ზარალს.  მუდმივად ახდენს სესხების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს მის რეკლასიფიკაციას. სესხს აფასებენ როგორც მოდიფიცირებულს. მოდიფიკაციის შედეგად გამოწვეული სხვაობები აისახება მოგებაში ან ზარალში. 2020 წელს ფინანსური ინსტრუმენტების წმინდა მოდიფიკაციის ზარალი 41,0 მილიონ ლარს უდრიდა.  „თიბისი ბანკში“ ახალ სტანდარტზე გადასვლის შედეგად მთლიანი რეზერვის რაოდენობა გაიზარდა 63 600 ათასი ლარით.  პანდემიის პირობებში მოხდა შესწორებები ფასს-9 -ში. რაც განპირობებულია საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთების შეცვლით, როგორიცაა LIBOR და სხვა ბანკთაშორისი შეთავაზებული განაკვეთები. ასევე დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება არ გაეცა რეკომენდაცია დივიდენდის შესახებ. 2020 წლის 20 მარტს, თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, განათავსა უზრუნველყოფილი ობლიგაციები 58,4 მილიონი ლარის ოდენობით საქართველოს საფონდო ბირჟაზე.ფასს 9-ის მიხედვით, საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საპროგნოზო ინფორმაციას. კერძოდ, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს მოსალოდნელი ტენდენციები და ადგილობრივი და გლობალური რისკები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და ამდენად პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზე.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, თბილისი 2019.

ბასს 39- „ფინანსური ინსტრუმენტები:აღიარება და შეფასება, თბილისი 2021.

ფასს 9- „ფინანსური ინსტრუმენტები“ თბილისი 2021.

თიბისი ბანკის მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგებები. თბილისი 2020.

ფლორი ფ. (2020, ნოემბერი 16) ბასსს-ის ტექნიკური სიახლეები.

დუშუაშვილი თ. (2020, აპრილი 2) კორონავირუსის შესაძლო გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე. www.parliament.ge

ტომარაძე ლ. (2019) წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები, www.academia.edu.ge

ბუღალტრული აღრიცხვის საბჭო (2020, მარტი 27 ) www.ijrs.org.ge

კვატაშიძე ნ.(2019) კორპორაციული ანგარიშგება, თსუ გამომცემლობა, თბილისი

კვატაშიძე ნ. (2019) ფინანსური ინსტრუმენტების აღრიცხვა, თსუ გამომცემლობა, თბილისი

www.nbg.gov.ge

www.saras.gov.ge

www. tbcbankgroup.com

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-25

გამოცემა

სექცია

ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ფინანსები

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...