საერთაშორისო ტურისტული სერვისების მომხმარებელთა მოტივაციის მართვა
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2021.527საკვანძო სიტყვები:
მოტივაციის მართვა, საერთაშორისო ტურიზმი, მომხმარებელიანოტაცია
ტურისტების სურვილები და საჭიროებები ხშირად მოგზაურობის მოტივაციად მიიჩნევა. მოტივაცია არის ის, რაც იწვევს ინტერესს ან აიძულებს ადამიანს იმოქმედოს გარკვეული ფორმით. ტურიზმის სერვისებზე მოთხოვნა და პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი იწვევს ტურიზმის ინდუსტრიაში მეწარმეობის და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ცხადია, სახლიდან შორს მყოფი ყველა ვიზიტის მამოძრავებელი მიზეზი მოტივაციაა. იგი ასახავს ადამიანის შიდა და გარე მოგზაურობის მოთხოვნილებებს და სურვილებს. დანიშნულების ადგილზე ტურისტულ მოტივაციებს წარმოადგენს სიახლის ძიება, კულტურული გამოცდილების ძიება, თავგადასავალი და სოციალური კონტაქტი.სიახლის ძიება ერთ -ერთი მიზეზია, რის გამოც ტურისტები დანიშნულების ადგილს სტუმრობენ. ტურისტული მოთხოვნის მნიშვნელობა აღიარებულია მრავალი მკვლევრის მიერ. წინა წლებში ტურისტული მოთხოვნა ფორმირდებოდა, უპირატესად, ტურისტული მიწოდების ზემოქმედებით, დღეს კი სიტუაცია შეიცვალა, ბაზრის გაჯერების თანამედროვე პირობებში და მომხმარებლის მხრიდან საკუთარი მოთხოვნილებების უკეთ გაცნობიერების გამო, რომელსაც, ამავე დროს, უფრო დიდი ფინანსური და დროითი შესაძლებლობები გააჩნია, მოთხოვნა განაპირობებს მიწოდების თავისებურებებს .
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ალადაშვილი მ., ტურისტული ბიზნესი გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე, „გლობალიზაცია და ბიზნესი“ თსუ - სგამოცემა 2018
აბესაძე რ., ბიბილაშვილი ნ. გლობალიზაციის გავლენა უმუშევრობაზე. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული, ტ.5, თბ., თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2012.
Andersson, T. D. (2007). The Tourist in the Experience Economy. Scandinavian Journal of Hospitality and Tourism, 7, 46–58.
Борисова А. О. Особенности и перспективы развития международного туризма // Экономические исследования. 2015. № 2.