არტურ ზუტნერის რომანი „აჭარლები“ და ჭოროხის სანაოსნო სივრცე

არტურ ზუტნერის რომანი „აჭარლები“ და ჭოროხის სანაოსნო სივრცე

ავტორები

  • მალხაზ ჩოხარაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.525

საკვანძო სიტყვები:

Zuttner, novel, Chorokhi, boat, sailing

ანოტაცია

ჭოროხი ისტორიული სამხრეთ საქართველოს დედამდინარეა. საკმაოდ ვრცელი აუზი მოიცავს ძველისძველ ქართულ პროვინციებს: მდინარის ზემოწელზე – ბაიბურთი და სპერია, შუაწელზე – ტაო, ქვემოწელზე – კლარჯეთი, შავშეთი, აჭარა.უხსოვარი დროიდან მოყოლებული მეოცე საუკუნის შუა ხანებამდე ჭოროხისპირა ნავთსაშენებში ჭოროხულ ნავებს აგებდნენ და ამ ნავებით ქართველი ნაოსნები დაცურავდნენ ჭოროხზეც და ზღვაშიც.ჭოროხის კლდოვანი ნაპირები, რთული ჰიდროგრაფიული სტრუქტურა და ჩქარი დინება  მთელი აუზის ყვე­ლაზე დამახასიათებელ სურათს ქმნის... მიუხედავად ამისა, მდინარე ძველთაგანვე იქცა სანაოსნო არტერიად, ძნელად სავალ ბილიკებთან შედარებით, უფრო მოსახერხებელ, საიმედო, იაფ გზად და, შესაბამისად, უზარმაზარი  სავაჭრო სივრცის მეტად მნიშვნელოვან ნაწი­ლად. „ართვინის ვაჭრობის გამოცოცხლების ერთადერთი საშუალება სამდინარო გზააო“, – შენიშნავდა გ. ყაზბეგი (გ. ყაზბეგი, 1995: 115).მდინარე ჭოროხის სიგრძე 438 კილომეტრია. აქედან ყველაზე აქტიური სანა­ოს­ნო სივრცე იყო ქვედაწელის დაახლოებით 60 – 70 კმ. ძირითადად, შესარ­თავიდან ართვინამდე. საკმაოდ ინტენსიური იყო ნაოსნობა ართვინს ზემოთაც, მეტადრე, წყალუხვობისას. 1877-78 წლების ომის შემდგომ ჭოროხზე რუსეთის სასაზღვრო დასახლება იყო ცრია (ახლა Zeytinlik), რომელიც ართვინიდან დაშორებულია დაახლოებით ოცი  კილომეტრით. ნავები თურმე ამის ზემოთაც ადიოდნენ, მაგალითად, ორჯოხამდე (50 კმ. ართვინიდან – ახლა Oruçlu). თურქი ავტორები და ჭო­როხის აუზის ზეპირი ისტორიები ძველ სანაოსნო ცენტრად მიიჩნევენ, მაგა­ლი­თად, ერკინისს (ახლა – Demirkent), რომელიც ორჯოხიდან დაახლოებით 20 კი­ლო­მეტრის ზემოთაა. ართვინიდან ერკინისში ნავით ასვლას ოთხი დღე სჭირდე­ბო­და, ხოლო უკან დაბრუნებას სამი დღე (O. Aytekyn, 2013). ეს შეფარდებაც (ზემოთ – ოთხი და ქვემოთ – სამი დღე) მიუთითებს ამ სანაოსნო მონაკვეთის სირთულეზე.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბავრელი ს. (2008): ნავით მოგზაურობა ჭოროხზე (მგზავრის შენიშვნები), წიგნში „წერილები ოსმალოს საქართველოზე“, თბილისი;

ზუტნერი ა. (2007): ზუტნერი ა., „აჭარლები“, რომანი, თარგმანი გერმანულიდან რუსუდან ღვინეფაძისა, თბილისი;

ივერია (1895): გაზ. „ივერია“, 1995 წ., N 51, 8 მარტი;

მურიე ჟ. (1962): ბათუმი და ჭოროხის აუზი, ბათუმი;

ნიკოლეიშვილი ა. (2020): ავსტრიელი მწერლის რომანი ოსმალობისდროინდელ აჭარაზე, ჟურ. ჭოროხი, N 3, 2020 წ., ბათუმი;

ყაზბეგი გ. (1995): სამი თვე თურქეთის საქართვე¬ლოში, ბათუმი;

ჩოხარაძე მ. (2020): მარადიდი თაობათა მეხსიერებაში, კომპლექსური მონოგრაფია „მარადიდი“, ავტორები: მ. ჩოხარაძე, მ. ფაღავა, ნ. ფარტენაძე, თ. შიოშვილი, თ. ჩოხარაძე, ზ. შაშიკაძე, რ. ბარამიძე;

Aytekyn O. (2013): Çoruh Irmağı Üzerinde Yapılan Tarihi Kayık Taşımacılığı Üzerine Bir Değerlendirme, http://www.sosyalarastirmalar.com/cilt6/cilt6sayi25 pdf_ozelsayi/aytekin_osman.pdf

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-25

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...