ლევან გოთუა - ბუნების დიდი ქომაგი (პუბლიცისტიკის მიხედვით)

ლევან გოთუა - ბუნების დიდი ქომაგი (პუბლიცისტიკის მიხედვით)

ავტორები

  • თამარ შაიშმელაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.523

საკვანძო სიტყვები:

ბუნება, ტყე, ისტორია, გეოგრაფია, სამოთხე

ანოტაცია

ვაჟა-ფშაველას მინდიას მსგავსად, ლევან გოთუა ბუნების მისანი იყო. ეს განცდა კიდევ უფრო გაუმძაფრა დაპატიმრებებმა. ციხიდან ყოველი გამოსვლის შემდეგ ბუნება ხდებოდა მისი თავშესაფარი. შთაგონებაც  ერთი ასად იზრდებოდა. მწერლობაშიც ბუნებიდან მოვიდა.   ბუნების დიდი ქომაგი იყო. იგი ბევრს ფიქრობდა წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე და რწმუნდებოდა, რომ საქართველო მარტო მთის კი არა, ტყის ქვეყანაც იყო, ქართველობის ყოფის თითქმის ყოველი დარგის ანაბანა ტყიდან იწყებოდა, ბუნებას და ტყეს ერის ბედს უკავშირებდა და უერთმანეთოდ ვერცერთი ვერ წარმოედგინა.მწერალი პუბლიცისტურ წერილებში არგუმენტირებულად ასაბუთებდა, თუ რატომაა ბუნება „ჩვენი ერის მფარველი კალთა და „გეოგრაფიული ბედნიერება“. რომ არ გვქონოდა ეს „გეოგრაფიული სასწაული“, ალბათ ბაბილონის, ასურეთის, ხეთების, ურარტუს და სხვა თანადროული ტომების ბედს გავიზიარებდითო.ლევან გოთუა ასკვნის, რომ ჩვენი ისტორია და გეოგრაფია „სრულიად განუყრელია“. ტყეს იგი „მწვანე დედას“, ხეს კი მწვანე ტაძარსაც ეძახდა. ტყის მოსპობის მიზეზებად ზოგან ისტორიულ ბედუკუღმართობას, ზოგან კი - უგუნურობასა და ხელმრუდობას ასახელებს. მისი აზრით, ზოგჯერ ტყის გაკაფვის მიზეზი გზის მშენებლობა და ახალი ტექნიკით აღჭურვილი უგუნური „მოყვარეც“ გახდა.  ლევან გოთუა ხე-ტყის გაშენებას ერის გამრავლებას უკავშირებს. მისი აზრით, საქართველოში შვილების მომრავლება და ხე-ტყის გაშენება თითქმის ერთნაირად საჭიროა. ამავდროულად, ხე-ტყე მკურნალია, მშობლიური მიწის ღვიძლი და ფილტვია. რაც შეიძლება მეტი ხე უნდა დაირგოს, თითქოს შვილებს ვამრავლებთ და ვეალერსებითო, - წერდა.  ლევან გოთუა საქართველოს სამი „მარადობის“ ქვეყნად აცხადებს: მარადმწვანის (სუბტროპიკული მცენარეული), მარად თეთრის (თოვლიანი მწვერვალები), მარად ლაჟვარდის (ზღვა). ერის გამძლეობა და უკვდავება სამი „მარადობის“ ქვეყნის თანამგზავრია. ტყე სულიერი და ფიზიკური არსებობის უმთავრესი ფორპოსტია.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გოთუა ლ. (1959): „ჩვენი ჩუქურთმიანი დედა“// გაზეთი. „ლიტერატურული გაზეთი“, №2.

გოთუა ლ. (1960): „ძახილი რკონის გამოქვაბულიდან“//„საქართველოს ბუნება“, №4.

გოთუა ლ. (1970): „ჩვენი ერის მწვანე აბჯარი“//გაზეთი. „კომუნისტი“, №236.

გოთუა ლ. (1972): „დავიფაროთ ჩვენი სასწაული“//ჟურნალი. „საქართველოს ბუნება“, №7.

ვაშაძე თ. (1972): „გულახდილი დიალოგები - ლევან გოთუა“//გაზეთი. „ახალგაზრდა კომუნისტი“, №105.

ინანიშვილი რ. (2011): „სამაგიდო რვეულებიდან“, ტ. 6. „საქართველოს მაცნე“.

ნორაკიძე ვლ. (1976): „ლევან გოთუა“, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი.

რობაქიძე გრ. „ვაჟა-ფშაველა“, ,https://burusi.wordpress.com/2009/05/30/grigol-robakidze-vaja-pshavela/).

ქუთათელაძე ნ. (2005): „ბრძენთა ვარამი“, „საბჭოთა საქართველო“.

ხუციშვილი ს. (1976): „ლევან გოთუა. ბიოგრაფიული ნარკვევი“, „საბჭოთა ხელოვნება“.

ჯიშკარიანი ჯ. (2017): „შურსა და ცილზე ამაღლებული“, თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-25

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...