ჩრდილო კავკასიის აბორიგენი მოსახლეობა VII-IX საუკუნეებში (ადიღე-ზიხები და დაღესტნური სახელმწიფოები)

ჩრდილო კავკასიის აბორიგენი მოსახლეობა VII-IX საუკუნეებში (ადიღე-ზიხები და დაღესტნური სახელმწიფოები)

ავტორები

  • ზაურ გუმაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.500

საკვანძო სიტყვები:

ზიხები, ტეტრაქსიტები, შავი ზღვა, მასკუტები, დერბენტი

ანოტაცია

VI საუკუნის შემდეგ სულ მალე ადიღეებმა დაიკავეს შავი ზღვის სანაპირო, ტამანის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც იქამდე ბატონობდნენ გოთი-ტეტრაქსიტები. ეს დაკავშირებული იყო ადიღეური ტომების ზიხების გაძლიერებით, რომლებიც ცნობილნი შეიქმნენ ჩვ. წ. აღრიცხვის I საუკუნეში. თავდაპირველად ზიხები ითვლებოდნენ პატარა ტომებად, რომლებიც ცხოვრობდნენ თანამედროვე ქალაქებს - ტუაფსესა და გაგრას შორის. II საუკუნეში ზიხების ბელადმა სტახემფაკმა გამოაცხადა, რომ თავს თვლის რომის იმპერატორის ხელდებულად. ამ გარემოებას უნდა გამოეწვია სამეზობლოში მისი პოზიციების განმტკიცება. V საუკუნეში ზიხების ტერიტორია მნიშვნელოვნად გაიზარდა და გადაინაცვლა ჩრდილო-დასავლეთისკენ დაახლოებით ცემესის ყურემდე. VI საუკუნის ავტორი პროკოფი კემარიელი ტეტრაქსიტებს და „აბაზგებს“ შორის მოიხსენიებს მხოლოდ და მხოლოდ ზიხებს. VI საუკუნის შემდეგ ტეტრაქსიტები გაუჩინარდნენ ისტორიის ფურცლებიდან, ხოლო ზიხები პირიქით, ხდებიან უფრო და უფრო ცნობილები. თეოფანე, რომელიც ცხოვრობდა VIII საუკუნის დასასრულსა და IX საუკუნის დასაწყისში, იცნობდა „ზიქხეთს“, როგორც მნიშვნელოვან ქვეყანას  შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მის სამხრეთ საზღვარზე მდინარე ნეჩეპსუხის პირზე მდებარეობდა იმ პერიოდისათვის ძალზე მნიშვნელოვანი ქალაქი ნიკოპსია.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Ат-табари. Тарих ар-русул ва-л-му-лук. Лейден, 1881-1882. Т. 1 С. 896 На араб. Яз.

Анчабадзе З.В. Из истории средневековой Абхазии. Сухуми, 1959. С 110.

Лавров Л. И, Адыги в раннем средневековье. Статей по истории Кабарды, Нальчик, 1955. Вып. 4. С. 57.

Минорский В. Ф. История Ширвана и Дербенда. М., 1963. С. 204. Примеч. 73. С. 221. Примечю 26.

Харадзе Р. Л., Робакидзе А. И. К вопросу о Нахской топономике. КЭС. Тбилиси, 1968. Вып. 2. С. 26.

Армянская география VII в. По Р. Х. С. 16. На древнеарм. Яз.

Буниятов З. М. О длительности пребывания Хазар в Албании В VII-VIII вв. Изв. АН АзССР. 1961. N1. С. 33.

З. Э. Гумашвили, Л. Э. Гумашвили. История Государства и Права Чечни. Тбилиси 2014.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-24

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...