საღვინე ჭურჭლის გავლენა საფერავისაგან დამზადებული ვარდისფერი ღვინის ხარისხზე

საღვინე ჭურჭლის გავლენა საფერავისაგან დამზადებული ვარდისფერი ღვინის ხარისხზე

ავტორები

  • იური მიქელაშვილი
  • ვანო შიუკაშვილი
  • ნინო ვეფხიშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.497

საკვანძო სიტყვები:

საფერავი, ვარდისფერი ღვინო, წყალსაცავი, კასრი,, ქვევრი

ანოტაცია

მევენახეობა-მეღვინეობა არის კაცობრიობის ერთერთი უძველესი საქმიანობა, რომელიც საუკუნეებს ითვლის. საქართველოში არსებობს  ყურძნის ისეთი ჯიშები, ღვინის დაყენების ისეთი ტრადიციული მეთოდები, რომელთა მსგავსიც სხვა ქვეყნებში არ მოიძებნება. ასეთია, მაგალითად, საფერავის ყურძენი და ქვევრის ღვინის წარმოება. საფერავი უძველესი ქართული ყურძნის ჯიშია, რომელზედაც დღეს მკვიდრად დგას ქართული მეღვინეობა.           თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპიდან უცხოური ჯიშები და ახალი ტექნოლოგიებიც გულუხვად იქნა შემოტანილი, რამაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ქართული ღვინის ასორტიმენტი. უცხოეთიდან დამკვიდრებულ ტექნოლოგიებს შორისაა ვარდისფერი ღვინის წარმოება, რომელსაც როგორც ადგილობრივი, ისე შემოტანილი ჯიშებისგან ახორციელებენ.      ვარდისფერი ღვინის დამზადებისას თვითონ მეღვინე წყვეტს რამდენხნიანი კონტაქტით უნდა გააჩეროს ტკბილი ჭაჭასთან, განსხვავებით წითელი ღვინის დამზადებისაგან, როდესაც მაცერიაცია ხანგრძლივი დროით მიმდინარეობს. ზოგი გამოწურვისთანავე ხსნის წვენს ჭაჭიდან, ზოგი კი უფრო დიდხანს აყოვნებს, შესაბამისად, ვარდისფერი ღვინის შეფერილობა შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. პირველ შემთხვევაში ღვინო მკრთალი გამოდის, სხვა შემთხვევაში კი – უფრო მეტად შეფერილი. ვარდისფერი ღვინის ფერი შუალედურია წითელ და თეთრ ღვინოს შორის – ღია ვარდისფერიდან მუქ ვარდისფერამდე. გვხვდება ორაგულისფერი ან ლალისფერიც (ბაღათურია ნ. 2015) .ზოგჯერ ვარდისფერ ღვინოს უძველეს ღვინოდაც მოიხსენიებენ, რადგან ანტიკური ხანის მეღვინეები თავს არიდებდნენ ხანგრძლივ მაცერაციას, შესაბამისად, იმდროინდელი ხანის წითელი ღვინო თავისი მახასიათებლებით ჰგავდა თანამედროვე ვარდისფერს. შუა საუკუნეებშიც კი ინგლისელი ბარონების მაგიდაზე მიჰქონდათ აქვიტანური ღვინო, სახელწოდებით, „ერთი ღამე’’, (ერთი დღეღამით კონტაქტის გამო). მუქი წითელი შეფერილობის ღვინო, რომელიც შეიცავდა დიდი რაოდენობით ტანინებს, ღარიბებისგან შექმნილად ითვლებოდა. როზე ანუ ვარდისფერი ღვინო - ეს, ფაქტობრივად, გარდამავალი ეტაპია თეთრიდან წითლისკენ. შეიძლება ითქვას, ეს არის წითელი ღვინო, რომელსაც გარკვეულ ეტაპზე არ მისცეს ბოლომდე გაწითლების შესაძლებლობა. ესე იგი, შეაჩერეს თეთრი ყურძნის წვენის გაჯერება ტანინებით ან საღებავი ნივთიერებებით, რომლებიც წითელი ყურძნის კანის შემადგენლობაში შედის.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბაღათურია ნ. (2015) ენოლოგია, ღვინის წარმოქმნა და დავარგება, თეორია და

პრაქტიკა, გამომცემლობა „ქართული აკადემიური წიგნი“თბილისი

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, (2017) ქვევრის ღვინის

იდენტობა, თბილისი

საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ, 2017 წ. თბილისი

ნავარი კ., ლანგლადი ფ. „ენოლოგია“ LAVOISIER პარიზი 2004;

„ვარდისფერი ღვინო“ -https://en.wikipedia.org/wiki/Ros%C3%A9

O.I.V – 2010 Office International De La Vigne Et Du Vin, Recueil des methods

internationales d'analyse des vins. Paris,;

Ribereau-Gayon P,, Dubourdieu D. “The Microbiology of Wine and Vinifications 2nd Edition” Copyright 2006 John Wiley & Sons Ltd, The Atrium, Southern Gate, Chichester, West Sussex PO19 8SQ, England;

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-24

გამოცემა

სექცია

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები (ყველა)

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...