ალკალოიდების შემცველი მცენარეების მრავალფეროვნება და გავრცელების თავისებურებანი აჭარაში

ალკალოიდების შემცველი მცენარეების მრავალფეროვნება და გავრცელების თავისებურებანი აჭარაში

ავტორები

  • ნათელა ვარშანიძე
  • ინგა დიასამიძე
  • ნაზი თურმანიძე
  • ქეთევან დოლიძე
  • ეთერ ჯაყელი
  • გია ბოლქვაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.490

საკვანძო სიტყვები:

სამკურნალო მცენარე, ენდემი, ალკალოიდი

ანოტაცია

ალკალოიდები აზოტშემცველი ორგანული ნაერთებია, რომლებიც  ფართოდ გამოიყენებიან მედიცინაში გულსისხლძარღვოვანი, კუჭ-ნაწლავის, ნერვული, სიმსივნური პათოლოგიების სამკურნალოდ.  კვლევის მიზანს წარმოადგენდა აჭარის ფლორისტულ რაიონში გავრცელებულია  ალკლოიდების შემცველი მცენარეების სახეობრივი მრავალფეროვნების, გავრცელების არეალების, ჰაბიტატების და გამოყენების  თავისებურებების  შესწავლა. კვლევების შდეგად დადგენილი იქნა, რომ აჭარის ფლორისტულ რაიონში გავრცელებულია  35  სახეობის აკლალოიდების შემცველი  სახეობა,  რომლებიც გაერთიანებულია   24 ოჯახში და   32 გვარში, მათ შორის ორლებნიანთა  კლასს მიეკუთვნება 28 სახეობა, ერლებნიანთა კლასს 7 სახეობა, 1 სახეობა სოკოების  სამეფოს წარმომადგენელია.  ალკალოიდების შემცველი სახეობებით  მდიდარია 2 ოჯახი: ძაღლყურძენასებრთა Solanaceae და  ამარილისისებრთა Amarillidaceae.  სიცოცხლის ფორმების მიხედვით: 2 სახეობა ხეა, 3 სახეობა ბუჩქია,  2 სახეობა ლიანაა, 27 სახეობა მრავალწლიანი ბალახია.  შესწავლილ სახეობებს შორის 4 სახეობა ენდემურია (მემიაძე 2004), მათ შორის ერთი სახეობა კავკასიის ენდემია, 1 სახეობა საქართველოს ენდემი, ერთი სახეობა აჭარა-ლაზეთის ენდემი, ხოლო ერთი სახეობა აჭარის ენდემია. 2 სახეობა Galanthus voronovii  და Galanthus krasnovii  შეტანილია „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართში (ბიწაძე, 2001).  უცხო ფლორის  წარმომადგენელი-ადვენტურია  2 სახეობა გლედიჩია (Gleditsia  triacanthos პასიფლორა Passiflora   incarnata  L დეკორატიულია 15 სახეობა, ტოქსიკურია 13 სახეობა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბიწაძე მ., რუხაძე, ა. გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის"(CITES) დანართებში შეტანილი საქართველოს ველური ფაუნისა და ფლორის სახეობები. თბილისი. 2001

ერისთავი ლ. ფარმაკოგნოზია. (სამკურნალო მცენარეები).გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე“. თბილისი 2005.

ვარშანიძე ნ. აჭარაში გავრცელებული სამკურნალო მცენარეების სახეობრივი მრავალფეროვნება. გამომცემლობა ,,ბათუმის უნივერსიტეტი“. ბათუმი 2013.

მემიაძე ნ., აჭარა-ლაზეთის ენდემების ბოტანიკურ-გეოგრაფიული მიმოხილვა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 169, #2, 2004.

Дмитриева А.А. Определитель растений Аджарии. Тбилиси, „Мецниереба, т.1, 1990.

Дмитриева А.А. Определитель растений Аджарии. Тбилиси, „Мецниереба, т.II 1990.

Czerepanov S.K. 1995. Vascular plants of Russia and Adjacent states (the former USSR) //Cambridge University pressЧерепанов, 1995

Varshanidze, N., Turmanidze, N., Dolidze, K., Zarnadze, N., Diasamidze, I., Epitashvili, T., & Katcharava, T. (2018). Biodiversity of Medicinal Plants Containing Essential Oil and Their Spreading in Adjara. Universal Journal of Agricultural Research 6(3): 99-104, 2018 http://www.hrpub.org DOI: 10.13189/ujar.2018.060301

Jakeli, E., Varshanidze, N., Diasamidze, I., Dolidze, K., & Zarnadze, N. (2018). Biodiversity of Medicinal Plants of wild flora in Ajara-South Colchis and their usage in folk medicine. NWSA Academic Journals editors. 3rd International Science Semposium Proceeding Book. Turkey:Fırat Akademi A. Ş, 80-96.

http://www.theplantlist.org/

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-24

გამოცემა

სექცია

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები (ყველა)
Loading...