წინასაგამოცდო პერიოდში თვითცნობიერების გავლენა შფოთვის ხარისხზე სტუდენტებში
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.85საკვანძო სიტყვები:
სტუდენტი, გამოცდა, თვითშემეცნება, თვითრეგულირება, შფოთვა, სწავლის პროცესიანოტაცია
სტუდენტის ცხოვრება მოითხოვს დიდი და რთული ინფორმაციის გადამუშავებას, რაც დაკავშირებულია შინაგანი რესურსების მაქსიმალურ კონცენტრაციასთან. როდესაც გაქვს შფოთვა, ძნელია მოახდინო ყურადღების კონცენტრაცია იმ ამოცანაზე(დავალებაზე), რომელიც მოითხოვს ინტელექტუალურ ძალებს გამოცდის ჩასაბარებლად. შფოთვას შეუძლია კოგნიტური ფუნქციების გაუარესება, აზროვნების, მეხსიერების, აღქმის, ინფორმაციის გადამუშავების, რის გამოც სწავლის ხარისხი ეცემა. შფოთვას განვიცდით როგორც ემოციური დისკომფორტის სუბიექტურ შეგრძნებას(როგორც შინაგან განცდას) და დამოკიდებულს გარე მიზეზებზე. შფოთვა უმეტესად ჩნდება შემდეგი სიტუაციების საფუძველზე, როგორიცაა სწავლის პროცესში - სასწავლო შფოთვა, საკუთარ თავზე წარმოდგენებთან დაკავშირებული შფოთვა და პიროვნებათაშორის ურთიერთობებთან დაკავშირებული შფოთვა. სწავლების ეფექტური პირობების შესაქმნელად აუცილებელია სტუდენტის მუშაობა საკუთარ თავთან, სტუდენტის მიერ საკუთარი თავის თვითრეალიზაციის პროცესში ხელშეწყობა და სტიმულირება. ამისთვის კი მნიშვნელოვანია თვითცნობიერება, რათა უკეთ გაიცნოს სტუდენტმა საკუთარი თავი, იდენტიფიცირება მოახდინოს თავისი საჭიროებების. მაღალი თვითცნობიერება ნიშნავს გქონდეს ნათელი აღქმა შენი პიროვნების ძლიერ და სუსტ მხარეებზე, შენს ემოციებზე, რაც აუმჯობესებს თვითგანვითარებას და თვითკონტროლს. ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია გავამყაროთ ჩვენი ძლიერი მხარეები, ვინც კარგად იცნობს თავის ძლიერ მხარეებს, აქვს ჯანსაღი თვითშეფასება და შეუძლია უკეთ გაუმკლავდნენ რთულ( შფოთვით ) სიტუაციებს. შეძლონ სხვადასხვა ცხოვრებისეულ გამოწვევების დაძლევა, თვითცნობიერება( აზრების, ემოციების, ქცევების ამოცნობა) როგორც თვითრეგულაციის კომპონენტი ხელს უწყობს თვითრეგულირებას, რაც გულისხმობს ჩვენი აზრების, ქცევების, ემოციების სხვადასხვა სიტუაციაში კონტროლისა და მართვის უნარს. მნიშვნელოვანი იყო გამოგვეკვლია და დაგვედგინა რამდენად იყო კავშირი სტუდენტის თვითცნობიერებასა და შფოთვის დონეს შორის. კვლევა განხორციელდა წინასაგამოცდო პერიოდში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კვლევის შედეგად ჩამოყალიბდა გარკვეული დასკვნები და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გოლემანი, დ.(2023). ემოციური ინტელექტი. თბილისი. პალიტრა L. 5-9.
გოგიჩაიშვილი, თ.(2005). განვითარების ფსიქოლოგია. 133- 139, 152-157, 224-263, 364-368
სურგულაძე, ს., და სხვები.(2024).სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება დაწყებითი განათლების სპეციალისტებისათვის. რიდერი.
ჩომახიძე, ე.(2018). ფსიქოდიაგნოსტიკის საფუძვლები. საკითხავი მასალა. საქართველოს უნივერსიტეტი. 100-101.
Spitzer, R. L., Kroenke, K., Williams, J. B. W., & Löwe, B. (2006). Generalized Anxiety Disorder 7 (GAD-7) [Database record]. APA PsycTests.
Rochat, P., & Hespos, S. J. (1997). Differential rooting response by neonates: Evidence for an early sense of self. Early Development & Parenting. Cognition Volume 64, Issue 2, August 1997, Pages 153-188
Bohlmeijer, E., ten Klooster, P. M., Fledderus, M., Veehof, M., & Baer, R. (2011). Five Facet Mindfulness Questionnaire--Short Form (FFMQ-SF) [Database record]. APA PsycTests.


