XIX საუკუნის ლიტერატურულ-საზოგადოებრივი აზროვნების ასპექტები

XIX საუკუნის ლიტერატურულ-საზოგადოებრივი აზროვნების ასპექტები

ავტორები

  • თამარ შარაბიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.58

საკვანძო სიტყვები:

XIX საუკუნე, ლიტერატურულ-საზოგადოებრივი აზროვნება, ანექსია, შეთქმულება, ბატონყმობა, მხატვრული ტექსტი, პუბლიცისტიკა

ანოტაცია

XIX საუკუნის საქართველო ისეთი მოვლენებით გამოირჩევა, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ბედის განსაზღვრისათვის. ამ მოვლენებს კი  განსხვავებულად აღიქვამენ ქართველი მწერლები და, მიუხედავად  აზრთასხვადასხვაობისა, მათი ღვაწლი ქართული ლიტერატურულ-საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებაში საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია. თითოეული მოღვაწის ცხოვრებისა და შემოქმედების განხილვიდანაც შეგვიძლია გამოვიტანოთ ის აზრი, რომ აზროვნების განსხვავებულობას მრავლობითი ფაქტორი განაპირობებს: უპირველესად, ეპოქა, XIX საუკუნის სხვადასხვა პერიოდი, რომელშიც მათ უხდებათ ცხოვრება და რომელსაც ქმნის სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია, აგრეთვე მათი სოციალური წარმოშობა, რომელიც ასევე განმსაზღვრელი ხდება თითოეული ქართველი საზოგადო მოღვაწის აზროვნების.

XIX საუკუნის I ნახევარში ერთი უმთავრესი პრობლემა არსებობს საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ რომელიც ადარდებს და აერთიანებს ყველა მოღვაწეს. ბრძოლის გზა საუკუნის პირველ ნახევარში აჯანყებებითა და 1832 წლის შეთქმულებით გამოიხატება, ანუ შეიარაღებული ბრძოლით საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად.

1832 წლის შეთქმულების დამარცხების შემდეგ სიტუაცია იცვლება. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ისევ პრობლემად რჩება, თუმცა გვერდზე ინაცვლებს, რასაც ხელს უწყობს რუსეთის იმპერიის ყოველმხრივი მომძლავრება საქართველოში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყველა მოღვაწე ერთნაირად არ აღიქვამს არსებულ ვითარებას;  საზოგადოებრივი აზროვნების წარმოსაჩენად კი უაღრესად მნიშვნელოვანია მათი შეფასებები ისეთი მოვლენებისა, როგორებიცაა: ე.წ. „მამათა და შვილთა ბრძოლა“ კამათი ლიტერატურული მიმართულებისა და სალიტერატურო ენის საკითხებზე, კავკასიის ომი, ბატონყმობის პრობლემა, სოციალური რევოლუციები და ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია. სოციალურ და ეკონომიკურ ნიადაგზე ხდება 60-იანელებისა და ხალხოსნების, შემდეგ კი პირველ, მეორე და  მესამედასელთა დაპირისპირება (განსხვავებულია ამ უკანასკნელთა პოლიტიკური შეხედულებანიც).

ამრიგად, XIX საუკუნის II ნახევრის მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეებისათვის უმნიშვნელოვანესია ეროვნული და სოციალური საკითხი, რომლებთანაც პირდაპირკავშირშია ენისა და ლიტერატურის საკითხები. „მამული, ენა, სარწმუნოება“ სამოციანელთა ლოზუნგი მთელი საქართველოს საიდენტიფიკაციო ფორმულად იქცევა, ლიტერატურა კი რეალობის ამსახველ, ეროვნული გრძნობის გამღვივებელ, სოციალურ პრობლემათა გამჟღერებელ და საზოგადოების აზროვნების წარმმართველ ძალად.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბარათაშვილი, ნ. (1968). ნიკოლოზ ბარათაშვილი 150, თხზულებანი. თბილისი : „საბჭოთა საქართველო“.

ვაჟა-ფშაველა, (1964). ვაჟა-ფშაველა. თხზულებათა სრული კრებული ათ ტომას, ტ. IX, პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები. თბილისი : „საბჭოთა საქართველო“.

იმედაშვილი ი. (1986). კრებული „კაი-ყმა“, მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე, შეადგინეს: მ. ბეჟიტაძემ, ს. ცაიშვილმა; თბილისი : თსუ გამომცემლობა.

ჭავჭავაძე ი. (1987), ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტომი I, პოეზია. თბილისი : „მეცნიერება“, „საბჭოთა საქართველო.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-10

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...