მხატვრული ლიტერატურა კულტურის კონტექსტში სიკეთის მატარებელი და თავისუფალი საქართველოს წინასწარმეტყველი
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.57საკვანძო სიტყვები:
გუბერნია, არისტოკრატია, აბსოლუტური, დემოკრატიული, შეთქმულებაანოტაცია
ნაშრომში საუბარია ერთ-ერთ ურთულეს პერიოდზე, რომელმაც ევროპელი ხალხი ახალი დემოკრატიული აზროვნებისაკენ შემოაბრუნა და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ მიმავალ გზაზე დააყენა. სამწუხაროდ, ეს პერიოდი საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აბსოლუტური მოსპობის ხანად იქცა.
XIX საუკუნის 60-იან წლებში რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მყოფი ქართველი სტუდენტების უმრავლესობას უკვე სულ სხვანაირად ესახებოდა არა მარტო საკუთარი ქვეყნის, არამედ, ზოგადად, კაცობრიობის მომავალიც. ისინი სამომავლო ევროპული ტიპის დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე ოცნებობდნენ. მართალია, ამის მისაღწევად სხვადასხვა გზას სახავდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ სტუდენტი ახალგაზრდობა XIX საუკუნის 60-იან წლებში თავის მომავალ მოღვაწეობას ხალხის მსახურებაში ხედავდა და ეს მსახურება საზოგადოების დემოკრატიზაციაში ესახებოდა.
ახალი თაობის უპირველესი მიზანი გახლდათ საზოგადოების ახალი აზროვნების, დემოკრატიული აზროვნების მისაღებად მზადება.
ნაშრომში საუბარია „თერგდალეულების“ დამსახურებაზე, რომელთა ღვაწლიც შესაძლებელია გახდეს საქართველოსა და საზოგადოდ, კავკასიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალ სიმაღლეზე აყვანისა და მისი საზოგადოების დემოკრატიზაციის პროცესებთან მჭიდროდ დაკავშირების.
ნაშრომში გამოკვეთილია გიორგი წერეთლის მოღვაწეობის ძირითადი ასპექტების ახლებურად წარმოჩენა და გააზრება.
გიორგი წერეთელი სადღეისო გადასახედიდან, შეიძლება, როგორც ახალი დემოკრატიული აზროვნების ერთ-ერთი დამამკვიდრებელი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე ისე დავინახოთ, რადგან იგი აქტიურად ერეოდა სამშობლოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებში. იგი სიჭაბუკიდანვე ეცნობოდა ეროვნულ აზროვნებას. ექვთიმე წერეთელი წერდა: „გიორგის იდეალი დასავლეთ ევროპა იყო, ის დარწმუნებული იყო, რომ ჩვენი ცხოვრება ევროპული გზით მიდიოდა და ძალ-ღონესა და ნიჭს არ ზოგავდა, რომ ხალხი გამოეფხიზლებინა და მიდრეკილება დაენახვებინა“.
გიორგი წერეთელს ხომლელი დასავლეთევროპული ლიტერატურული ტენდენციების განმავითარებლად სახავდა საქართველოში, მისი სიტყვებით: „გიორგი წერეთელი, განსხვავებით ილია ჭავჭავაძისა და სხვა აღმოსავლეთ საქართველოს მწერლებისაგან, აღზრდილი იყო ევროპული ლიტერატურის ტრადიციებზე“. იგი გაიზარდა ფლობერისა და ბალზაკის რომანებზე, ხოლო შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრა, რათა ევროპაში ზიარებოდა ევროპულ ლიტერატურასა და კულტურას.
გიორგი წერეთლის მოღვაწეობა სწორედ მომავალი თაობის დემოკრატიული ცვლილებების მისაღებად მომზადების კუთხით უნდა განვიხილოთ, რადგან მათში, უპირველეს ყოვლისა, პირველი ღირსების ჩამოყალიბება და მათი სხვა პიროვნებისადმი, როგორც მოქალაქეებისადმი პატივისცემით გამსჭვალვა გიორგი წერეთლის, როგორც პედაგოგის, უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა. გიორგი წერეთელს „ძველი მიმართულებიდან“, მარტო თავისუფლების მისწრაფება უნდა დაეტოვებინა. აქ ნათლად გამოიკვეთა გიორგი წერეთლის უმთავრესი ღირებულება „ნაციონალური თავისუფლება“, ღირებულება, რომელიც დროში არ იცვლება.
ნაშრომში დასკვნის სახითაა წარმოდგენილი, რომ XIX საუკუნის მეორე ნახევარში სამოციანელთა ძალისხმევით ჩაეყარა საფუძველი კულტურულ-საგანმანათლებლო მოძრაობას, რომელთა მოღვაწეობამ განსაზღვრა არა მარტო XIX საუკუნის, არამედ გავლენა იქონია XX საუკუნის ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაზეც. მათი შეხედულებები, სწრაფვა ევროპისაკენ დღევანდელის გამოძახილია და აქტუალურია XIX საუკუნეში.
სიკეთის მატარებელმა მწერალმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა საზოგადოებრივ საქმიანობას. მწერალი ფასდებოდა თანადროულობის უჩვეულო გრძნობით, რაც საერთოდ ღირებულს ხდის მწერლის ნაღვაწს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
თაყაიშვილი ე. (1991). ემიგრანტული ნაშრომები. თბილისი: მეცნიერება.
თაყაიშვილი ე. (1991). წერეთელი გ. - დაბრუნება. თბილისი: მეცნიერება.
მამაცაშვილი კ. (1900). კ. მამაცაშვილის მოგონება. „კავკასი“, 252: 5-6.
ნიკოლაძე ნ. (1894). გ. წერეთლის პირველი შრომა. „მოამბე“, 3:139-159.
ნიკოლაძე ნ. (1931). მოგონებები. თბილისი: ქართული წიგნი.
ნიკოლაძე ნ. (1931). რჩეული ნაწერები. ტომი I. თბილისი: ქართული წიგნი.
ნიკოლაძე რ. (1975). ცხოვრების დიდ გზაზე. თბილისი: განათლება.
ორბელიანი ს. (1966). ლექსიკონი ქართული. ტ. 1. თბილისი: საბჭოთა საქართველო.
საქართველოს ენციკლოპედია, 1. (1997). თბილისი: ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, 10. (1986). თბილისი: ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია.
ქიქოძე გ. (1963). რჩეული თხზულებანი, ტ. I. თბილისი: საბჭოთა საქართველო.
წერეთელი ა. (1968). თხზულებანი, სრული კრებული 15 ტომად. ტ. 7. თბილისი: საბჭოთა საქართველო.
წერეთელი გ. (1863). ცისკარს რა აკაკანებდა? „საქართველოს მოამბე“, 5:39-61.


