ევროპული ხელნაწერების მხატვრული გაფორმების ნიმუშები

ევროპული ხელნაწერების მხატვრული გაფორმების ნიმუშები

ავტორები

  • მარინე სურმავა საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.56

საკვანძო სიტყვები:

გრაგნილი, სიგელი, დოკუმენტი, ტრაქტატი, ნოტარიუსი, კანცელარია, პაპირუსი

ანოტაცია

ალპების ჩრდილოეთში პაპირუსი საბოლოოდ გაქრა VIII საუკუნეში, როდესაც იგი პერგამენტმა შეცვალა. სამხრეთ ევროპაში მას ძირითადად ცხვრისა და თხის დარბილებული და გამომწვარი ტყავებისაგან ამზადებდნენ და, ამდენად, უფრო ადვილი მოსაპოვებელი იყო. ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში კი პერგამენტი ძირითადად ხბოს ტყავისაგან მზადდებოდა.

რაც შეეხება ქაღალდს, იგი VIII საუკუნიდან გავრცელდა არაბეთში, საიდანაც ბიზანტიაში მოხვდა. აქ მისი დამზადება დაიწყეს სელისაგან და XI-XIII საუკუნეებში გამოიყენებოდა საიმპერიო დოკუმენტებისათვის. ამ დროიდან მოყოლებული ბიზანტიის იმპერიაში ხმარებაში შემოვიდა ჩვეულებრივი ქაღალდი.

ევროპაში ქაღალდის გამოყენება პირველად სამხრეთ იტალიასა და ესპანეთში დაიწყეს, ხოლო XII საუკუნიდან იგი ფართოდ გავრცელდა. გერმანიამ და სამხრეთ საფრანგეთმა ქაღალდის იმპორტი XIII საუკუნეში ესპანეთიდან და იტალიიდან დაიწყეს და მალე ბორდოს გავლით მან ინგლისშიც შეაღწია. აღსანიშნავია, რომ ქაღალდმა მთლიანად ვერ შეცვალა პერგამენტი, რომელიც დიდხანს დარჩა ხმარებაში, განსაკუთრებით საზეიმო დოკუმენტების შედგენისას.

წერის საშუალებად გამოიყენებოდა მელანი, რაც ძირითადად წარმოადგენდა ხარის ნაღვლისა და შაბიამნის ნაერთს. ძირითადად მელანი შავი ფერის იყო. ალპების ჩრდილოეთით დამზადებულ მელანს მოწითალო-მოყავისფრო ელფერი დაჰკრავდა, იტალიაში დამზადებულს კი - მოყავისფრო-მოყვითალო ფერი. საუკუნეთა განმავლობაში ატმოსფერულ მოვლენებთან დაკავშირებით ამ ფერების უმეტესობა გაფერმკრთალდა. ბიზანტიის იმპერატორები ხელმოწერის დროს იყენებდნენ ბორდოსფერ (მეწამულ) მელანს. ეს ჩვეულება შემდგომში გადმოიღეს ლომბარდიის მმართველებმა, ხოლო მოგვიანებით - ნორმანმა მეფეებმა, რომლებიც სიცილიას მართავდნენ. ბიზანტიური წარმოშობის სხვა ჩვეულებას განეკუთვნება ოქროს ასოებით წერა.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Мокрецова И. П. Материалы и техника западноевропейской средневековой книжной живописи. - М., 1968.

Киселёва Л. И. О чём рассказывают средневековые рукописи. – Л., 1978.

Малов В. Н. Происхождение современного письма. - М., 1995.

Добиаш-Рождественская О. А. История письма в средние века. - М.-Л., 1986.

Valentine L. N. Ornament in medieval manuscripts. - London, 1995.

Thompson J. W. The medieval library. - Chicago, 1989.

Bland D. A. History of book illustration. - London, 1999.

Романова В. Л. Рукописная книга и готическое письмо во Франции в XIII-XIV вв. Средние века: вып. 19. - М., 1961.

Thompson D.V. The materials and techniques of medieval painting. - New York, 1996.

Чернова Г.А. Миниатюры Больших французских хроник.- М., 1960.

Киселёва Л.И. Готический курсив ХІІІ-ХV вв. - Л., 1984.

Романова В.Л. Рукописная книга - ценный памятник средневековой городской культуры (об особенностях книжного оформления во Франции в ХІІІ-ХV вв.)// Европа в средние века.- М., 1972.

Wardrop J. The script of humanism. Some aspects of humanistic script 1460-1560 -Oxford, 1993.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-10

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...