ეროვნული თავისუფლების იდეა და ეროვნული ცნობიერების კრიზისი XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.50საკვანძო სიტყვები:
ეროვნული, თავისუფლება, ცნობიერების კრიზისი, ფენომენი, XIX საუკუნეანოტაცია
XIX საუკუნე ქართველი ერის ისტორიაში სრულიად ახალი პოლიტიკურ-სოციალური და ფსიქოლოგიური ასპექტებით გამოირჩევა. XIX საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურულ-საზოგადოებრივი აზროვნება განსაზღვრა 60-იან წლებში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსულმა „თერგდალეულთა“ გუნდმა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით. მათი უმთავრესი მიზანი იყო ქართველი ერის ერთ ორგანიზმად გადაქცევა, ეროვნული სულის აღორძინება, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობების ჩამოყალიბება.
მათი დამსახურებით ახალმა ქართულმა მწერლობამ შეძლო ეროვნული და სოციალური იდეალები ჩამოყალიბებული კონცეფციის სახით წარმოეჩინათ და გამოეყენებინათ ქართველი ხალხის ბრძოლის გააზრებულ პროგრამად. ეროვნული თავისუფლების იდეა და ეთიკური იდეალი იყო მთავარი ღერძი ლიტერატურულ-საზოგადოებრივი აზროვნებისა XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში.
ეროვნული ისტორიის აქტუალიზაცია და მისი როლის გავრცობა, ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი მახასიათებელია „თერგდალეულთა“ კონცეფციის მიხედვით. ეროვნული ენერგიის რწმენას უნერგავდნენ ერს „თერგდალეულები“, მაგრამ მიუხედავად მათი ძალისხმევისა, მაინც მძლავრი იყო ნიჰილიზმი ქართული საზოგადოების ერთ ნაწილში. ეს კი იწვევდა ეროვნული ცნობიერების რღვევას. ეროვნულ ცნობიერებაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდა ისტორიული სინამდვილე, განსაკუთრებით XVI საუკუნიდან განვითარებული პროცესები, როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო სამთავროებად. თუმცა ეროვნული ცნობიერების საყრდენები: ენობრივი ერთობა, სარწმუნოებრივი მთლიანობა და კულტურა შენარჩუნებული იყო.
აკაკი ბაქრაძე XIX საუკუნის ქართულ აზროვნებაში მიუთითებს ორი ნაკადის - იმედისა და ნიჰილიზმის ბრძოლას. ნიჰილისტებში აშკარაა ეროვნული ცნობიერების კრიზისი. გიორგი მუხრანბატონისა და ივანე ჯაბადარის მოსაზრებების ანალიზი ნათლად წარმოაჩენს ამ მოვლენას. მათ ნაშრომებში ფალსიფიცირებულია საქართველოს ისტორია და კულტურა.
ეროვნული თავისუფლების იდეა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში, რომ დაძლია ნიჰილიზმი, გადალახა ეროვნული ცნობიერების კრიზისი. „თერგდასლეულებმა“, ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, შეძლეს ქართველი კაცის ეროვნული თვითშეგნების აღდგენა, ეროვნული სულის აღორძინება, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბება. მთავარი ღერძი XIX საუკუნის მეორენახევრის საქართველოს ლიტერატურულ-საზოგადოებრივი აზროვნებისა არის ეროვნული თავისუფლების იდეა და ეთიკური იდეალი.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბაქრაძე აკ. (1992) „მეცხრამეტე საუკუნე“ ჭიგნში: „ქართული მწერლობა“, თბილისი, „ნაკადული“
ბაქრაძე აკ. (2005) ნიკო ნიკოლაძე, თბილისი, „ნეკერი“
ჩხაიძე ი. (2009) ნაციონალური მოდერნისტული თეორია და ქართული ნაციონალური პროექტი („თერგდალეულები“) თბილისი, „ახალი ზარი“
ჯოლოგუა თ. (2013) ქართული ჟურნალისტიკის ისტორია (XIX საუკუნე), თბილისი, „არტანუჯი“
„ივერია“,(1889) N 7771, 77, 78, 83, 89, 90, 116, 117, 118 – 130
,,სევერნი ვესტნიკი“ 1889 N 2-3
,,ნოვოე ობოზრენიე“ 1889 N 1857, 1848,, 1850


