ვაჟა-ფშაველას პოემების ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ასპექტები

ვაჟა-ფშაველას პოემების ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ასპექტები

ავტორები

  • მალხაზ ბალაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.44

საკვანძო სიტყვები:

ვაჟა ფშაველა, ეგზისტენციალიზმი, ლიტერატურა, ეგზისტენციალური ფილოსოფია, სულიერი კრიზისი, სამყაროსგან გაუცხება, ფსიქოლოგია

ანოტაცია

ექსისტენციალური ფილოსოფია ღრმად შეიჭრა ხელოვნების სფეროში. მე-19 საუკუნეში, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით გამოირჩეოდა მხატვრული ლიტერატურა, რადგანაც ეგზისტენციალიზმი ადამიანის ცხოვრების არსის შემეცნებას ისახავდა მიზნად. ეგზისტენციალური მოაზროვნეები პირველხარისხოვან ყურადღებას უთმობდნენ ადამიანის არსებობის ბუნების გაგებას. ამდენად, მხატვრული ლიტერატურა ფილოსოფიურად ყველაზე ახლოს იდგა ეგზისტენციალურ კვლევასთან.

ეგზისტენციალისტები აღიარებდნენ ადამიანის მარტოობას, სამყაროში მიტოვებულობას და საზოგადოებისადმი წინააღმდეგობას. ისინი ასევე ხედავდნენ როგორც შეგნებულ, ისე არაცნობიერ სწრაფვას საკუთარი თავის შეცნობისკენ, ნამდვილიმე“- აღმოჩენისა და თავისუფლების მოპოვებისკენრასაც ისინი ჭეშმარიტების გასაღებად მიიჩნევდნენ. უფრო მეტიც, ისინი იკვლევდნენ იმ გზებს, რომლითაც ადამიანს შეეძლო ამ მიზნის მიღწევა.

ეს საკითხები უშუალოდ უკავშირდება ფსიქოლოგიას, რადგანაც ადამიანის ბუნებისგანსაკუთრებით კი არაცნობიერისშეცნობა უკიდურესად რთულ ამოცანას წარმოადგენს, რომელსაც ლიტერატურა ხშირად ცდილობს შეეხოს.

ასევე აღიარებულია, რომ რეალიზმმა ხელი შეუწყო ადამიანის არსებობის სიღრმისეულ კვლევას. ბევრი თანხმდება, რომ მხატვრული ლიტერატურა, თავისი მხატვრული სახეების მეშვეობით, უფრო ზუსტად და ემოციურად გამოხატავს ადამიანის სულის შინაგან პროცესებს, ვიდრე სამეცნიერო დისციპლინების მშრალი, კატეგორიული ენა.

მე-19 საუკუნის ახალი ქართული ლიტერატურა, ყოველდღიური სოციალური პრობლემების ასახვის გარდა, დიდ ყურადღებას უთმობდა მსგავს ეგზისტენციალურ საკითხებსაც. ამ კონტექსტში განსაკუთრებით გამოირჩევა ვაჟა-ფშაველა, როგორც მწერალი, რომელმაც ადამიანის არსებობის პრობლემა აქცია მხატვრულად გადმოცემის საგნად.

ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში ვაჟა-ფშაველა შედარებით ნაკლებად არის გააზრებული, როგორც ეგზისტენციალისტი მწერალი. თუმცა, ეგზისტენციალური აზროვნების საწყისები უფრო ადრეულ ქართულ ლიტერატურაშიც გვხვდება. მაგალითად, რომანტიკოსთა ნაწარმოებები სავსეა ეგზისტენციალური თემებით. შეიძლება ითქვას, რომ მათ ჩაუყარეს საფუძველი ამ პრობლემის უფრო ფართო განვითარებას მოგვიანებით ეპოქაში.

წინამდებარე ნაშრომი განიხილავს ამ საკითხის გარკვეულ ასპექტებს, რომლებიც პარალელს ავლენს ეგზისტენციალურ ფილოსოფიასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი დასკვნა, რომელიც მოგვიანებით ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსებს კატეგორიებად აქციეს, უკვე არსებობდა მხატვრულ ფორმაში ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში. ესენია თემები, როგორიცაა: ადამიანის მარტოობა, სამყაროსგან გაუცხოება, ღრმა სულიერი კრიზისი ან გარდაქმნა და ნამდვილიმე“- აღმოჩენა. ამ საკითხების კვლევას ეძღვნება მოცემული ნაშრომი.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

რამიშვილი, ვ. (2016). XX საუკუნის ფილოსოფია, ნაწ.I,თბ.

მინაშვილი, ლ. (1995). ილია ჭავჭავაძე, თბ.

ევგენიძე, ი. (1982). ქართული რომანტიზმის საკითხები, თბ.

მამარდაშვილი, მ. (1992). საუბრები ფილოსოფიაზე, თბ.

ნიცშე, ფ.(1993). ესე იტყოდა ზარატუსტრა,თბ.

იუმი, დ. (1992). გამოკვლევა ადამიანის გონების შესახებ, თბ.

ჩხენკელი, თ. (1971). ტრაგიკული ნიღბები თბ.

ჰუონდერი, ქ.(1992). ჟურ. „რელიგია“, თარგმანი ვ. რცხილაძისა, თბ.

წერეთელი, ს. (1968) ანტიკური ფილოსოფია, თბ.

ბალაძე, მ. (2021).ახალი ქართული ლიტ. აქტუალური პრობლემები, გამომ.“მერიდიანი“, თბ.

ნიკოლოზიშვილი, ნ.(1992). ჟურ. „რელიგია“, თბ.

Экзистенциализм (1966). Современный экзистенциализм, критические очерки. М.

Есин, A. (2017). http://www.philol.msu.ru

ОШО, Р. (2003). Горчичное зерно.М.

Витгенштейн, Л. (1994). Философские работы, М.

Хализев, Е. (2000). Теория литератури. М.

Бахтин, М. (1986). Литератно-критические статьи. М

Агеев, В. (2002). Семиотика, М

Лосев, А.(1988). Введение в литературоведение, хрестоматия, М.

Экзистенциализм. www.youtube.com (მოძ.2021.07.10)

https://ka.wikipedia.org/wiki (მოძ.201.10.10)

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-10

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...